მეოცნებეებო, ნუ მისცემთ უფლებას ლაბორატორიაში საცდელ თაგვებად გაქციონ!"
"ღარიბაშვილმა სამართლიანობისა და კანონის უპრეცედენტოდ თავხედური მაგალითი მოგვცა"
"პრემიერი ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს, ეს მასალა "კატასტროფად" და "მკვლელობის შეკვეთად" გამოაცხადოს. არადა, მან იგნორირება გაუკეთა ბატონი ვანო მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლს ფაქტს. ეს მისი ავადმყოფური ფანტაზიებიაო, განაცხადა მან. სამართლიანობისა და კანონის დარღვევის ამაზე თავხედური მაგალითი სახელმწიფო პირისგან მე არ ვიცი, უპრეცედენტოა..." - ამბობს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა..
დოდონა კიზირია:
- რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების კოალიციის მტკიცე მხარდამჭრმა, ბატონმა კახა კახიშვილმა გამოქვეყნა შემდეგი სტატუსი - "მთავრობის გარკვეულ ჯგუფში იგეგმება ოპოზიციის საწინააღმდეგო შავი პიარი. მინდა იმედი მქონდეს, რომ ეს მართალი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე სახეზეაო". მე ბატონი კახას მოწინააღმდეგეთა ჯგუფში ვარ, მაგრამ მის მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი, ვინაიდან იგი ყოველთვის პროფესიონალურად და ობიექტურად ლაპარაკობს. სწორედ ამ შავი პიარის ამოქმედების უტყუარის ნიშანია სოციალურ ქსელში გავრცელებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო კლიპი. მათგან სამ ყველაზე მნიშვნელოვან და ერთმანეთთან დაკავშირებულ მასალას ჩამოვთვლი...
პირველ ყოვლისა, ეს არის რამდენიმე ფოტო სათაურით - "როგორ ერთობა ვანო მერაბიშვილის ცოლი." ადვილია იმის დანახვა, თუ რამდენად ძველია ეს სურათები და დღევანდელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. კიდეც რომ იყოს, მათში არ არის აბსოლუტურად არაფერი, რაც დასაძრახი ან დასაგმობია. დაფიქრებაც არ მინდა იმაზე, თუ რას დაწერდნენ, იქ რომ რაიმე ისეთი იყოს, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილის მეგობარი ქალის შესახებ არსებულ კლიპებზე გვინახავს. პირადად მე არც ამ მასალაში ვხედავ რაიმეს დასაგმობს, მაგრამ ამით ხაზი მინდა გავუსვა დღევანდელი მთავრობისა და მის მხარდამჭერთა ორმაგ სტანდარტებს...
მეორე ვიდეო მასალა დაიდო სათაურით - "მიშა გარბის." ეს არის კოლაჟი, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილის გამოსვლებია დამონტაჟებული სუბტიტრებით - მაგარი, გამარჯვებული, უშიშარი და ასე შემდეგ. ამას მოსდევს რამდენიმე წარწერა, რომელიც სერგეი ეიზენშტეინის მონტაჟის თეორიის მიხედვით დრამატიულად მისდევს ერთმანეთს - მაგრამ! მაგრამ!!! და ეს "მაგრამ" იმისთვის გვამზადებს, რომ გვითხრან, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, რა მშიშარა იყო სააკაშვილი და როგორ გარბოდა... აქ მეც მივამატებ ერთ "მაგრამს" - მაგრამ სრულიად არ ჩანს, საით ან რისგან გარბოდა ჩვენი პრეზიდენტი. თუ იქ რამდენიმე კადრში გამოჩენილ მის სახეს დააკვირდებით, მას სულაც არა აქვს შეშინებული ადამიანის გამომეტყველება. თანაც იგი არის ფრონტის ხაზზე, ტყვიებისა და ყუმაბარების სროლების შუაგულში. თუ ეშინოდა, რატომ იყო იმ ცხელ წერტილში?. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არც დვანში და არც დიცში არ ჩასულა, თუმცა იქ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა. რომ ჩავიდე, რა გავაკეთო, იმათთან ერთად ვიტიროო. შეადარეთ ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთს...
მესამე ვიდეოს რამდენიმე ვარიანტი და სხვადასხვა სათაური აქვს. მაგრამ ყველა წარადგენს ამ მასალას, როგორც მკვლელობის შეკვეთას ბატონი ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან იგი ამბობს, ორი გვამი მინდაო. დღეს საქართველოში პატრიარქის წყალობით თურმე დიდ დაფასებაშია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და მეც ვისესხებ ამ დიდი მეცნიერის იდეას. სათაურები, რომლებიც ყველა ამ მასალას უძღვის წინ, გათვლილია იმაზე, რომ მაყურებელი წინასწარ ნეგატიურად განაწყოს და ყურადღება არ მიაქციოს იმას, რასაც რეალურად ხედავს თვალწინ. ეს ფართოდ გამოყენებული მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურ შედეგს აღწევს მათში, ვინც ისედაც უარყოფითად არის განწყობილი მოცემული ფაქტების მიმართ. აი, რამდენიმე პუნქტი, რასაც ამგვარი მაყურებელი უგულებელყოფს.
1. ვიდეო ამოღებულია კონტექსტიდან და არ აჩვენებს იმ ფაქტებს, თუ რა ფართოდ მომზადებული ამბოხის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ეპიზოდი. არაფერს ამბობს იმაზე, რომ სწორედ მაშინ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც გამოიწვევდა სამოქალაქო ომს და სრულიად გაანადგურებდა ქვეყანას, როგორც ეს რუსეთის მიერ იყო ჩაფიქრებული.
2. მაყურებელს არ ეძლევა არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა "გვამებზეა" ლაპარაკი და ამით უბიძგებს მას გაიგოს ეს სიტყვები როგორც მკვლელობის შეკვეთა. ეს მაშინ, როდესაც უკვე მოკლული რუსი აგენტის გვამზეა ლაპარაკი.
3. მიუხედავად იმისა, რომ ამ მასალის კონტექსტი და მისი რეალური შინაარსი გამოკვლეული არ არის, მიხედავად უდანაშაულობის პრეზუმფციისა, პრემიერი ღარიბაშვილი თავს უფლებას აძლევს ეს მასალა "კატასტროფად" და "მკვლელობის შეკვეთად" გამოაცხადოს. არადა, მან იგნორირება გაუკეთა ბატონი ვანო მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლს ფაქტს. ეს მისი ავადმყოფური ფანტაზიებიაო, განაცხადა მან. სამართლიანობისა და კანონის დარღვევის ამაზე თავხედური მაგალითი სახელმწიფო პირისგან მე არ ვიცი, უპრეცედენტოა.
4. ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით, მაინტერესებს. რატომ არის, რომ ისინი, ვინც არ აღუშფოთებია ნინო ბურჯანაძისა და მისი ანზორიკოს საუბარს 500-მდე ადამიანის სიკვდილზე და ეფესბეს ჯარის შემოსვლაზე, ეხლა ლამის არის, ბატონი ვანოს ლინჩის წესით დასჯას მოითხოვონ.
5. რატომ არის, რომ ისინი, ვინც 26 მაისის აქციას გმობენ, დღეს ბერკუტელების მიერ ჩადენილ ძალადობას, მკვლელობას და ადამინების წამებას ამართლებენ?
6. რატომ არის, რომ 90-იან წლებში ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხოცვა -ჟლეტვის გამოძიებას არა თუ არ ითხოვენ, იმ სისხლისღვრის არაერთი ავტორი ეხლაც ან მთავრობაშია, ან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ხალხს ურთიერთ სიძულვილისკენ მოუწოდებს.
მე ვთხოვდი ყველას, განსაკუთრებით მეოცნებეებს - არა ვინმე ინდივიდუალური ადამიანის გამო, არამედ ჩვენი საერთო საქმის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პირადი ღირსების გამო ნუ მისცემთ უფლებას ნურავის თქვენი გრძნობების მანიპულირება მოახდინონ, თქვენ ლაბორატორიაში საცდელ თაგვებად გაქციონ და გონება დაგიბნელონ. დაფიქრდით ყოველ ფაქტზე და თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, იმაზე თუ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი.
http://www.kvirispalitra.ge/politic/20452-...-saubarzeq.htmlშედევრია
აი სავალდებულო უნდა იყოს სკოლაში