#39687878 · 2 Feb 2014, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ნატო-ს მომავალი სამიტი იყო. “შეხვედრის მთავარი თემა ის შანსები იყო, რომელიც საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებს აქვთ, რათა სოლიდური ნაბიჯები გადავდგათ წინ მეტი ინტეგრაციისკენ. ვისაუბრეთ, თუ რამხელა კონტრიბუცია აქვს საქართველოს დღეს, ასევე საქართველოს შეერთებას სწრაფი რეაგირების ძალებში. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სამხედროების ინტეგრაცია - ეს პოლიტიკურ დაახლოებასა და საქართველოსა და ნატო-ს შორის უფრო ღრმა ინტეგრაციას მოიტანს“, - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დაგეგმილ სასიაზე სიტყვით გამოვა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთ ყველაზე უფრო საინტერესეო დისკუსიაში პრემიერი საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.
|