Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
პროტესტი ხელოვნებაში (საქართველოში)
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 180962
რეგისტრ.: 1-February 14
#39702620
· 3 Feb 2014, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაზე მღერიან თანამედროვე ქართველი მუსიკოსები და რის შესახებ წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები? რა არის დღევანდელი დრამატურგიის მთავარი თემები, ეხმაურებიან თუ არა ავტორები რეალობას და არსებობს თუ არა პროტესტის მუხტი ქართულ ხელოვნებაში? მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში, არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ხელოვან ადამიანებს შემოქმედებითი კრიზისი არ ემუქრებათ.
ისინი ფიქრობენ, რომ გაღიზიანება საჭიროა. გაღიზიანდე - ნიშნავს გქონდეს რეაქცია. რეაქციას კი ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, დრამატურგია უნდა იწვევდეს. ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ თანამოაზრე ბევრი ჰყავთ - და ეს ჩანს პოეზიის საღამოებზე, კონცერტებზე, ეს აისახება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების რეიტინგებზე. პროტესტზე ხელოვნებაში მოთხოვნილება არსებობს.
პოეტი პაატა შამუგია ხშირად იყენებს პოპ იმიჯებს ლექსებში. ამბობს, რომ ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა მისი თვითმიზანი არ არის, მაგრამ მათი ქმედებები და შედეგად შექმნილი პოლიტიკური თუ სოციალური ვითარება მის ლექსებს ირონიით ავსებს:
“”როდესაც რაღაც სიმახინჯეს ხედავ, მაგალითად, არქიტეტურულ მუტანტს, ან ხვდები როგორი უცნური კორელაციით არის მიბმული ერთმანეთზე დენის და ნაგვის გადასახადი. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი გაბრაზდე. მე გაბრაზებას ისევ მირჩევნია ეს გაბრაზება დაცინვით გადავფარო და ჩემს ლექსებში დავცინო ხოლმე.
აი, ასე:
აი ია
აი თითი
აი პუშკინის სკვერი
აი პარლამენტი
აი ამომგდები ძალის თეორია
აი აივენჰო
აი პოლიტიკოსი
აი მამარდაშვილის ძეგლი
აი ქართული ჩაი
აი შეთქმულების თეორიები
აი გუბაზ სანიკიძე
აი ღმერთი, თვინიერ რომლისა არ არსებობს გზა,
რომელიც რომში ჩაგვიყვანს,
სინამდვილეში, რომში ჩასვლას ღმერთი კი არა,
შენგენის ვიზა სჭირდება
და ორიოდე სუფთა საცვალი
და ორიოდე კონა 100-დოლარიანების.
აი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური
აი მთაწმინდა,
სადაც განისვენებენ
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და ჯაბა იოსელიანი.
აი პატრიარქი, რომელსაც სინამდვილეში ფრთები აქვს
და ღამით გლდანის მასივის თავზე დაფრინავს
აი ცირკი
აი ბოზი
აი ბევრი ბოზი
აი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”,
რომლებიც იდეაში ნეტარ არიან
აი დიდძუძუებიანი ქართვლის დედა
და პატარაძუძუებიანი ქართველი ვარსკვლავი
აი თბილისის მერი
აი გალაკტიონის “მერი”
აი მსუქანი მერი ჭანტურია (ჩემი მეზობელი)
აი ინგა გრიგოლია
აი პრეზიდენტი
აი თითი
(კერძოდ კი შუათითი)
აი ვარაზისხევი
აი შუქნიშანი
აი ერი, რომელიც წითელზე გადადის,
(რა დასამალია და, ხანდახან მწვანეზეც გადავდივართ)
აი მწერალთა კავშირი
აი თამაზ წივწივაძე რეზო ამაშუკელის წიგნით ხელში
აი მეორადი მოხმარების ტანსაცმელი
აი ჩემი ლექტორი
აი ქართული სუფრა
აი “ასავალ-დასავალი”
აი ქალწულობის შემნახველი სალარო
აი ეროვნული სული
აი ცივილიზაცია
აი ჩვენ!“
პაატა შამუგიას აზრით, სოციალური თემატიკა, პროტესტის მუხტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ნელ-ნელა იზრდება და ხილული ხდება, თუმცა იმისათვის, რომ ტექსტებმა ზეგავლენა მოახდინონ, ის ადრესატმა უნდა წაიკითხოს.
ხელისუფლება ან არ კითხულობს, ფიქრობს პაატა შამუგია, ან მისთვის არასასურველი ჯგუფების მარგინალიზაციას ცდილობს. მათ, ვინც პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს, წერს, მღერის და ა.შ., ფართო საზოგადოება, როგორც წესი, არ იცნობს. ასეთ პატარ-პატარა კონტრკულტურულ კუნძულებს კი ხელისუფლებაც ნაკლებად უფრთხის.
თუმცა ბოლო დროს, როცა პროტესტს და ხელოვნებას ერთად ახსენებენ, ყველას ქუთაისში მოქმედი ირიბი მოქმედების კიბერთეატრი ახსენდება - გიორგი ხასაიას და გიორგი წურწუმიას მოკლე ვიდეოპერფორმანსები, რომლებიც ძირითადად სოციალური ქსელებით ვრცელდება. მათი ადრესატი ხან პრეზიდენტია (მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს), ხან პოლიცია (წმინდა გორგის დაკითხვა), ხან ეკლესია, ხანაც მთელი ერი. ასე ჩნდება კიბერთეატრის პოლიტიკური არტები - დაუგეგმავად, მაგრამ ფაქტების კვალდაკვალ, გვეუბნება გიორგი წურწუმია.
”ჩემი აზრით, დღეს მთელ მსოფლიოში პოლიტიკური ხელოვნებაა აქტუალური. მგონია, რომ დღეს ავტორები ცდილობენ რაღაც ახალი ღირებულებები მოძებნონ. სად უნდა ეძებო ეს ღირებულებები? ყველაზე აშკარა და რაც ხელისგულზე გიდევს მართლა, ასეთი სფერო პოლიტიკაა, ადგილი, სადაც ხდება ის ცუდი რამეები, რაზეც რეაქცია შეიძლება გქონდეს. სხვათა შორის, ყველაზე მეტი კომენტარი ჩვენს რომელ ვიდეოსაც ჰქონდა, ეს იყო ”მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს”. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე ეს შიში დავძლიე მე პირადად, რადგან ვიფიქრე, რომ ცუდს არ ვაკეთებდით. კი, შესაძლოა, ვიღაცას რეაქცია ჰქონოდა, დაერეკა მუქარით, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, ჩვენ კი ჩვენი სათქმელი ვთქვით.”
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, წმინდა გიორგი დაკითხვის არტი, ხაშურის პოლიციის შენობაში გაურკვეველ ვითარებაში სოსო ქიმერიძის დაღუპვის ფაქტს მოჰყვა. პოლიციის ვერსიით, ქიმერიძე კიბიდან გადავარდა. კიბერთეატრის ამ ვიდეოარტში გიორგი ხასაია კითხვებს შორის ხანგრძლივ, აუტანელ სიჩუმეს ტოვებს:
”ვინ იპოვა ცხედარი? მკვდარი იპოვეთ? რა იგრძენით, როცა იპოვეთ? ვინ არის ცხედარი? ჩაცმული იყო? როგორ მიხვდით, რომ მკვდარი იყო? სანამ კიბიდან გადმოვარდებოდა, ცოცხალი იყო? პოლიციის შენობაში გასაპატიოსნებლად მიიყვანეთ? დაბანეთ? თვალები დაუხუჭეთ? იცეკვეთ მის გარშემო?“
ან ეს: გიორგი ხასაიას მუყაოს ყუთისგან გაკეთებული პატარა ტანკი ჩამოუცვამს ტანზე, გრძელი ლულით, და ქუჩაში დადის. ერთი კაცის ეს უცნაური აღლუმი სიმღერით სრულდება.
ერეკლე დეისაძე, რომლის სახელი მისი გახმაურებული წიგნის, ”საიდუმლო სირობის” შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, თავს არც მეტი, არც ნაკლები პარტიზანს უწოდებს. ის ჩასაფრებულია და ამბობს, რომ საქართველოში მუსიკოსს თემები არ გამოელევა:
”ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 80 თეთრს რომ იხდი ტრანსპორტში, დენის და ნაგვის გადასახადს რომ ერთად იხდი და შენს აზრს არავინ ითვალისწინებს, ეს ხომ შენ გეხება, შენი ჯიბიდან წასული ფულია.. ერთხელ ნიკო ნერგაძემ თქვა ძალიან სწორად, რომ ქართული ალტერნატიული მუსიკოსები იმაზეც კი არ მღერიან, რომ სიგარეტი გაუთავდათო და, მე მგონი, ძალიან ზუსტია. პრობლემებს გვერდი არ უნდა აუარო. კი, ბევრი კარგი ჯგუფია, ვინც პეპლებზე და წვიმაზე მღერის და მომწონს კიდეც, ვთქვათ, შესრულების მხრივ, მუსიკა, მაგრამ როცა მღერი, მაგალითად, ნიუ-იორკის ცაზე და ცხოვრობ საქართველოში, სადაც პატიმარს გიკლავენ და უამრავი უსამართლობა ხდება, მე მგონია, რომ მთავარი უნდა იყოს ის, რაც აქ და ახლა ხდება და ამაზე უნდა იმღერო.”
თუ სცენაზე დგახარ და ყველა კმაყოფილია, თუ შენი სათქმელით ვერავის გააღიზიანებ, ჯობია სცენიდან ჩამოხვიდე, ფიქრობს ერეკლე დეისაძე და არც მალავს, რომ მისი მთავარი მუზა საქართველოს პრეზიდენტია:
”თუ საქართველოში ცხოვრობ, გამორიცხულია შემოქმედებითი კრიზისი გქონდეს, იმდენი თემაა გასაანალიზებელი და სამღერი. ჩემთვის პირადად მუზა არის სააკაშვილი, მისი გამოსვლები. რაღაცა მომწონს, რასაც ამბობს, მაგრამ როცა გარშემო ამდენი სოციალური პრობლემაა, ამ ფონზე მისი ”რეჩები” იმდენად სასაცილოა, რომ ჩემში ცინიზმის გრძნობა უფრო ღრმავდება. ასეთ რამეებზე ისეთი ბიტი უნდა დავადო, რომ ხალხმა იცინოს ამ შეცდომებზე…“
ერეკლე დეისაძის სიმღერაც - ”ღარიბთა ლოცვა” - კონკრეტულმა პროტესტმა გააჩინა. თუ რამ, ახსნა ალბათ არ სჭირდება. დეისაძე ამაზე ღიად მღერის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LOLZ
ჭორიტიკოსი
ჯგუფი: Moderators
LOLZ
ჭორიტიკოსი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 26263
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04
#39706420
· 4 Feb 2014, 02:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაწო/
თავიდან კითხვა რომ დავიწყე შამუგია რომ იყო და ა.შ. გამახსენდა კილომეტრიანი თემა იყო მის შესახებ. მერე ვნახე უფრო ზოგადი პოსტი იყო.
ქუჩის არტი, გრაფიტიც საინტერესო სახეა პროტესტის გამოხატვის. ბოლო პერიოდია ვათვალიერებ და ვიღებ თბილისში სხვადასხვა ადგილებს. მალე ბლოგზეც დავდებ პოსტს.
ერთ-ერთი უკანასკნელი გრაფიტი - ვაკის პარკში (თოვლმა გააფუჭა, გუშინდელი გადაღებული ფოტოა).
(IMG:
http://farm8.staticflickr.com/7459/12274156625_fbb1e08d8c_z.jpg
)
3
by
Owl-Photography
, on Flickr
პროტესტი ეხება სასტუმროს მშენებლობას ვაკის პარკში. პროტესტანტებს დღესაც კარავი აქვთ გაშლილი და დაბანაკებულები არიან და იცავენ ავი ინვესტორისგან :D
გუდიაშვილის სკვერის დაცვაზეც იყო რამდენიმე გრაფიტი, HD-ის ვეღარ ვხსნი სადაც ის ფოტოები მქონდა შენახული.
იმედიაც იცანით საყვარელი ყოფ.პრეზიდენტი :))
(IMG:
http://farm3.staticflickr.com/2883/12211963173_c846016fa8_z.jpg
)
IMAG0183
by
Owl-Photography
, on Flickr
შრომითი უფლებების დასაცავად:
(IMG:
http://farm4.staticflickr.com/3753/12211628326_77a4f5bf2d_z.jpg
)
IMAG0292_1
by
Owl-Photography
, on Flickr
და იგივე თემაზე (ალბათ მაშინ გაკეთდა როცა შრომის კოდექსის შესახებ ცხელი დებატები იმართებოდა):
(IMG:
http://farm8.staticflickr.com/7445/12211465354_2f249a22e5_z.jpg
)
IMAG0287_1
by
Owl-Photography
, on Flickr
ეს ცხოველთა უფლებების დამცველისგან, წელიწადზე მეტი იქნება რაც მხატვრების გამოფენასთან შევმჩნიე რუსთაველზე:
(IMG:
http://farm4.staticflickr.com/3709/12211475015_33a2fceb7d_z.jpg
)
IMAG0257
by
Owl-Photography
, on Flickr
გასული შემოდგომის "ასფალტის კამპანია", რომელმაც ბევრი მითქმამოთქმა და დისკუსია გამოიწვია ქალთა უფლებების შესახებ:
(IMG:
http://farm8.staticflickr.com/7309/11807192104_0cebf1cae4_z.jpg
)
IMAG0065
by
Owl-Photography
, on Flickr
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 180962
რეგისტრ.: 1-February 14
#39716165
· 4 Feb 2014, 22:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LOLZ
საინტერესოა
ისე კრიზისია, არაფერი არ ხდება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LOLZ
ჭორიტიკოსი
ჯგუფი: Moderators
LOLZ
ჭორიტიკოსი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 26263
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04
#39716534
· 4 Feb 2014, 22:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაწო/
რა გინდა რომ ხდებოდეს?
პროტესტის წილი ხელოვნებაში ტრადიციულად ძალიან მცირეა. და არაპოპულარული. იმიტომ რომ უმეტესობას მწერლებს, ხელოვნებს ურჩევიათ დინებას მიყვნენ. ასე უფრო ადვილია. ექსპერიმენტები კიდევ... თუ ძალიან სპეციფიკური რაღაცით არ ხარ დაინტერესებული, შეიძლება ვერც კი გაიგო თუ რამე მოხდა.
* * *
კიდევ მაქვს ფოტოები. პოსტში დავდებ. :war:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MaverickAbnormal
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ
ჯგუფი: Members
MaverickAbnormal
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ
ჯგუფი: Members
წერილები: 2990
წევრი No.: 174559
რეგისტრ.: 7-October 13
#39721546
· 5 Feb 2014, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
***
მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.
ვფიქრობ 150 ლარზე,
რომელიც აუცილებლად საშოვნელი მაქვს ამ დღეებში.
2013 წლის უჩვეულო ზაფხულია,
აგვისტოსთვის არადამახასიათებელი ღრუბლიანობით,
სიგრილით,
ხალხმრავლობით ქუჩებში...
მოედინებიან
მარადიულად მწუხარე სახეები,
ან პირიქით,
არასოდეს რომ არაფერზე წუხან -
ორი უკიდურესობა.
ერთისთვისაც და მეორისთვისაც უცხოა,
გაუგებარია სხვისი ტკივილი.
"№6 საპყრობილეში მკვდარი პატიმარი იპოვეს;
მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა;
ყურაძეების 8-სულიანი ოჯახი ჯართადქცეულ ავტობუსში ცხოვრობს;
"კრაკადილი" - ნარკომანია..."
მე არ ვარ ანგელოზი,
მე ვარ დამნაშავე.
მე ვარ დამნაშავე,
რომ არ მჯერა უმუშევართა, უპატრონოთა, უსახლკაროთა იმედების...
არ მჯერა, რომ მათ ვინმე შეეხმიანება.
არ მჯერა, რომ რამე გამოჩნდება.
ის, რაც არ მიყვარს მძულს
და მწამს,
რომ ეს არანაკლები სიყვარულია.
მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.
არ ვფიქრობ ცნობილ, სკანდალურ და პატივცემულ მწერლებზე,
გაპრიალებულ თოქ-შოუებში რომ აწყობენ საღამოებს.
არ ვფიქრობ მათ მსმენელებზე,
ბელგიურ შოკოლადს ფრანგულ შამპანიურს რომ აყოლებენ.
არ ვფიქრობ სიტყვებზე -
პრეზენტაცია და ალაფურშეტი.
არ ვფიქრობ საჟურნალ-გაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებზე.
არ ვფიქრობ მთელ ამ ნაგავზე.
მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.
ჩემი ლექსები არ იყიდება
წიგნების არცერთ მაღაზიაში.
მეოთხე დღეა ჰაერი არ მყოფნის,
ჩავისუნთქავ
და ფილტვებამდე ათიდან ერთხელ ძლივს ჩავდივარ -
საშინელებაა.
მეათასედ ჩავხედე ტელეფონს:
არავინ ისეთი,
ვისთვისაც ლუდის დალევა
და გულის გადაშლა
ორჯერ ორია,
თუნდაც სამი საათი ვისხდეთ ბორდიურზე
და ერთი სიტყვა არ ვთქვათ.
ათასმეერთედ ჩავიხედე გულში:
სრულიად არავინ,
საერთოდ არავინ,
არავინ აბსოლუტურად.
ღმერთი მიუწვდომელია.
მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.
არც იმ 150 ლარზე ვფიქრობ,
არ ვფიქრობ ეს ფული რისთვის მჭირდება.
არ ვფიქრობ მოხუც დედაზე და პატარა შვილზე.
არ ვფიქრობ სიყვარულზე.
...
ვფიქრობ იმაზე,
რომ უკვე შემიძლია (თავისუფლად)
მოვიკლა თავი.
ნიკა ჩერქეზიშვილი
This post has been edited by
MaverickAbnormal
on 5 Feb 2014, 15:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
მაწო/
პუტინი: ავიღებ პირში 41- ჯერ
ჯგუფი: Registered
წერილები: 64
წევრი No.: 180962
რეგისტრ.: 1-February 14
#39743385
· 7 Feb 2014, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LOLZ
QUOTE
რა გინდა რომ ხდებოდეს?
9 დეკემბრის „წითელი ზონა“ ინტერპრეტაციის თემას და მის ზოგადკულტურულ თუ კონკრეტულად ქართული კულტურისათვის მნიშვნელობას მიეძღვნა. ვინც ვერ შეძლო ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში ნახვა, შემიძლია მხოლოდ ვურჩიო, მის ვიდეოჩანაწერს მაინც გაეცნოს. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო გადაცემაში დასმულ ერთ კითხვაზე, რომელიც დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: რატომ არ ხდება არაფერი ქართულ კულტურაში? ან რატომ არ იქმნება არაფერი ღირებული და არალოკალური, ანუ რომლის ღირებულებითი რადიუსი საქართველოს ფარგლებსაც შეიძლება გასცდეს?
გადაცემის სტუმარმა გიგა ზედანიამ თქვა, რომ მას ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გააჩნია. ალბათ შეუძლებელიცაა არათუ სპონტანურად, არამედ თუნდაც ხანგრძლივი და საფუძვლიანი კვლევის შედეგადაც კი, ერთი ამომწურავი პასუხის პოვნა, მით უმეტეს, რომ ამგვარი მცდელობები ყოველთვის ინტერპრეტაციას, ანუ საზრისების მოძიებას ან შექმნას გულისხმობს. ამისი პრეტენზია არც მე მაქვს და შევეცდები ორიოდე სიტყვით მხოლოდ იმით შემოვიფარგლო, რაც ზედაპირზეც კი თვალშისაცემად მეჩვენება.
ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული კულტურა არც ცუდია, არც კარგი – ის, უბრალოდ, არ არსებობს. არსებობენ ცალკეული მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მეცნიერები, არქიტექტორები, კრიტიკოსები, ანუ ისინი, ვისაც პირობითად „კულტურის მუშაკები“ ეწოდებათ, მაგრამ არა თავად კულტურა, რომლის რეპრეზენტაციაც მათ აწმყოში შეეძლებოდათ. უფრო მეტიც, იწერება წიგნები, იდგმება სპექტაკლები, იმართება კონცერტები, გამოფენები, მაგრამ არ არსებობს კონტექსტი, რომელიც ცალკეულ მოვლენებსა თუ ფაქტებს კულტურად გააერთიანებდა.
რას ნიშნავს კულტურული კონტექსტის არარსებობა? კულტურა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კულტურული გარემოს არსებობას - ისეთი სივრცისა, რომელშიც სიმბოლური კომუნიკაციაა შესაძლებელი. კულტურა სიმბოლოებით, ალეგორიებით, მეტაფორებით კომუნიკაციაა, რომელთა მეშვეობითაც ისევ სიმბოლური ფორმები წარმოიქმნება ან ინგრევა. ინტერპრეტაცია, როგორც საზრისმბადი საშუალება, ნიშნავს სიმბოლური ფორმების არა მხოლოდ გაგებას, არამედ კულტურულ სივრცეში, სიმბოლური კომუნიკაციის მიმოქცევაში მათ შემოტანას. ესა თუ ის სიმბოლური ფორმა გაგებას ან აღქმას მაშინ ექვემდებარება, როცა არსებობს კონტექსტი.
როდესაც კულტურაზე ნაციონალური ნიშნით ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს არა ზოგადად კულტურა, არამედ მისი ის თავისებური ნიშნები, რომელთა წარმომავლობის არეალი გეოგრაფიულია და კონკრეტულ ქვეყანას უკავშირდება. ამ სპეციფიკური ნიშნის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ კონტექსტში, რომელშიც სხვადასხვა წარმომავლობის ნიშნები ერთად იყრის თავს და, ამდენად, მათი შედარებაც შესაძლებელი ხდება. კონტექსტები კი არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიცაა მოცემული. ამიტომაც შეიძლება არსებობდეს დასავლური და აღმოსავლური, ქრისტიანული და ისლამური, თანამედროვე და ისტორიული კულტურები, რაც გარკვეული კონტექსტების არსებობაზე მიუთითებს. კულტურული კონტექსტი ცალკეული ნიშნების რეპრეზენტაციის, მათი წარმოჩენისა და აღქმის პირობაა.
ამ კუთხით თუ შევხედავთ, ქართული კულტურის დამახასიათებელი ნიშანი საკუთარი კონტექსტის არქონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუდამ სხვის – რომელიმე დიდ კულტურულ – კონტექსტში ყოფნას საჭიროებს, რომელიც მას თავის ადგილსაც მიუჩენს, საკვებითაც მოამარაგებს და საკუთარი თავის გამოჩენისა თუ დამკვიდრების საშუალებასაც მისცემს. ისტორიულად საქართველო მისივე დიდი მეზობელი ქვეყნების კულტურათა არეალში იმყოფებოდა, მათგან მიღებული საკვებითაც იკვებებოდა და მათსავე კონტექსტებში ეძლეოდა საკუთარი კულტურის ინსცენირების საშუალება. სამაგალითოდ შეიძლება გავიხსენოთ თანამედროვეობასთან დროში ყველაზე ახლო მყოფი რუსული და საბჭოთა კულტურული კონტექსტები, რომელთა რუდიმენტებიც ერთადერთია თანამედროვე საქართველოში, კულტურა ან მისი ნაშთი მაინც რომ შეიძლება ეწოდოს.
მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოსათვის რუსეთი არა მხოლოდ დასავლურ კულტურასთან დამაკავშირებელი ხიდია, არამედ თავად იმ ახალი ქართული კულტურული იდენტობის – „ტურფა“ და „მზიური“ საქართველოს შემქმნელიც, თავისი ულამაზესი ბუნებითა და ადამიანებით თუ უძველესი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით. საბჭოთა ხანაში ამას დაემატა ქართული მეცნიერება, თეატრი, კინო, მხატვრობა თუ ფეხბურთი, და მოჭადრაკე ქალები...
რუსული-საბჭოთა კონტექსტი ქართულ კულტურას აძლევდა არა მხოლოდ თვითრეალიზებისა და განვითარების, არამედ კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლის საშუალებასაც, როგორც ამ დიდი კულტურის შემადგენელი ნაწილისას და საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა თუ პოსტტოტალიტარული ქვეყანა, დღესაც ამ ინერციით ახერხებს უახლესი ისტორიით დაინტერესებულთა ყურადღების მიპყრობას. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ის კონტექსტიც გაქრა, რომელიც საქართველოს კულტურული იდენტობის შინაარსს შესძენდა. ქართული კულტურა იქცა აღარარსებული ცენტრის პერიფერიად, სადაც ის უკვე კონტექსტგამოცლილი და საზრისმოკლებული სტერეოტიპების რეპრეზენტაციას ცდილობს თავისი საუკეთესოობის მტკიცებითა თუ ჩოხა-ახალუხში პატრიოტული ლექსების კითხვით, რაც მას საკუთარი თავისვე კარიკატურად აქცევს.
რამდენადაც ქართულ კულტურას საზრისების შექმნის საკუთარი გამოცდილება არ გააჩნია, მან ისინი ასევე გარედან უნდა მიიღოს მზა სახით და შემდეგ თარგმნოს საკუთარ ენაზე. ეს თვისება სტაბილურად უცვლელი ზედაპირულობითაც გამოიხატება, რის გამოც მასში შემთხვევით მოხვედრილ უცხო და უცნობ ელემენტს ქართულ კულტურაზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია – არც გამამდიდრებლისა და არც დამანგრეველ-გადაფასებითისა.
მახსენდება ერთი ანეკდოტი: 1965 წლამდე საბჭოთა კავშირში ფრანც კაფკა აკრძალული ავტორი იყო და მიიჩნეოდა, რომ კაფკას არაჰეროიკულ და პესიმისტურ სამყაროს უარყოფითი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა იმედიანი, ნათელი მომავლის მშენებელ საბჭოთა ხალხზე. ამიტომაც ის არც ითარგმნებოდა და არც ისწავლებოდა. ერთადერთი გამონაკლისი საქართველო იყო, სადაც კაფკას პირველი ქართული თარგმანები უკვე 50-იან წლებში გამოჩნდა. ასეთი გამონაკლისი საბჭოთა ცენზურის პასუხისმგებელ პირს იმით დაუსაბუთებია, რომ ქართველები კაფკას რომ წაიკითხავენ, წიგნს დახურავენ და მის სადღეგრძელოს დალევენ და ყველაფერიც ამით დამთავრდებაო.
კულტურული ნგრევა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო, არც შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგი იყო და არც იმდენად ახალი კულტურული იდენტობის შექმნის იდეით მოტივირებული, რამდენადაც კულტურული კონტექსტის დაკარგვით გამოწვეულ აფექტურ ქმედებებს უფრო ჰგავდა. საზღვრებგახსნილი და დამოუკიდებლად, მაგრამ უკონტექსტოდ დარჩენილი, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა და ლოკალური გახდა, რომელიც საკუთარი თავისთვისაც კი აღარაა საინტერესო თუ მიმზიდველი. ამიტომაც, ყველაზე რთული ამოცანა დღეს ისეთი კონტექსტების პოვნა მგონია, რომელიც მას ლოკალურობიდან გამოიყვანდა და საკუთარ თავსაც ისეთი კუთხიდან დაანახვებდა, როგორიც ორსაუკუნოვანი თვითტკბობის ტრადიციიდან მისთვის უცნობია.
http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo.../1016/1016.html
MaverickAbnormal
რატოა ეგეთი პესიმისტი? :rolleyes: არადა პირიქით დუხზე უნდა იყოს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Q 7
ჯგუფი: Members
Q 7
ჯგუფი: Members
წერილები: 8062
წევრი No.: 42847
რეგისტრ.: 28-September 07
#39743535
· 7 Feb 2014, 00:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ რამხელა პოსტებია,
არადა მაინტერესებს:D
ძალით პროტესტს ისევ ეს სიწყნარე ჯობია,
ბუნებრივად თუ არ არქვს მოთხოვნილება ხელოვანს,
ისე რო დაუკვირდე დროზეა ბევრი რამე დამოკიდებული,
არის პერიოდები როცა კვდება მთლიანად, არის პერიოდი როცა იღვიძებს,
ახლა დუმილის პერიოდია ალბათ, პაპსავიკები ბაირამობენ.
"ახლა ჩვენი დროა, დიდხანის გელოდი" - პაპასავიკების.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MaverickAbnormal
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ
ჯგუფი: Members
MaverickAbnormal
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ
ჯგუფი: Members
წერილები: 2990
წევრი No.: 174559
რეგისტრ.: 7-October 13
#39745681
· 7 Feb 2014, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
MaverickAbnormal
რატოა ეგეთი პესიმისტი?არადა პირიქით დუხზე უნდა იყოს
დუხზე თუ არ არის კაცი, ასეთი ნაწერები არ იწერება. პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება არ არის დუხზე, ხალხია მოშვებული, ხელჩაქნეული, დაჩაგრული.
............................................................................................................................................................................................................................
***
რატომ უნდა ვამჩნევდე
ამ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში
ათასი წვრილმანის (თუ ჯანდაბის) მაღაზიის წინ
მუყაოგადაფარებულ სამშენებლო ბლოკზე
მოკრუნჩხულ მოხუც ქალს,
წინ ტუალეტის ქაღალდები რომ ულაგია და ყიდის?
რატომ უნდა ვითვლიდე გონებაში,
რამდენი ასეთი ქაღალდი უნდა გაყიდოს,
რომ უღირდეს დეკემბრის გვიან საღამოს
ყინვასა და სიცივეში გარეთ ჯდომა?
რატომ უნდა ვფიქრობდე,
ვინ ელოდება შინ მის დაბრუნებას,
ან ელოდება თუ არა საერთოდ?
ეს არის პოეზია?
ეს არის ესთეტიკა?
ან მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვხედავდე,
ნაავარიები მიკროავტობუსის ფანჯრიდან,
წლებია უკვე უპატრონოდ რომ გდია,
როგორ საცოდავად იყურება
საკუთარი ბიძის მიერ სახლიდან გამოგდებული
მეზობელი ობოლი ბავშვი?
ეს არის-მეთქი პოეზია?
გეკითხებით, ეს არის?
და თუ მაინც უნდა ვამჩნევდე ამ ყველაფერს,
თუ უნდა ვხედავდე,
მაშინ იმდენიც უნდა შემეძლოს,
რომ მთელი ყუთი ტუალეტის ქაღალდი ვიყიდო
და იმ მეზობელი ბავშვის
ათი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული
მშობლებიც გავაცოცხლო.
ნიკა ჩერქეზიშვილი
This post has been edited by
MaverickAbnormal
on 7 Feb 2014, 10:41
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Q 7
ჯგუფი: Members
Q 7
ჯგუფი: Members
წერილები: 8062
წევრი No.: 42847
რეგისტრ.: 28-September 07
#39750621
· 7 Feb 2014, 17:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ....
ძველია მაგრამ მაგარია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
luka123
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
luka123
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4713
წევრი No.: 129590
რეგისტრ.: 3-April 11
#40019156
· 28 Feb 2014, 09:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაწო/
QUOTE
ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული კულტურა არც ცუდია, არც კარგი – ის, უბრალოდ, არ არსებობს.
თემა ხელოვნებას ეხება.
ხელოვნება კულტურის ნაწილია.მაგრამ არა თავად კულტურა.
ჩვენ ვერ ვხედავთ ხელოვნების არსებობას (სქართველოში), ამდენად მის არარსებობაზე ვსაუბრობთ.
მაგრამ იქნებ არსებობს (სადღაც) და არ ჩანს, ჩვენ ვერ ვხედავთ (ჯერ), არ პიარდება და გამოუვლნელია თვალისათვის, როგორც დედის საშოში მყოფი ნაყოფი, რომელზეც არ იცის არავინ.
და რომც იცოდნენ-დედის წიაღში გაიდუმალებული სიცოცხლე დღეს აღიქმება ემბრიონად, ჩანასახად ბიო სფეროში. არის ასეთი მიდგომაც და ღირს ამაზე დაფიქრება, რადგან ამ მსოფლმხედველობით სიცოცხლე მხოლოდ ბიოლოგიური ფენომენია "უფრო დახვეწილი მატერიისა".ამ საჭურის მსოფლმხედველობას არ გააჩნია უნარი შეერწყას ხელოვნების არსებას და წარმოშვას ცოცხალი აზრი მის შესახებ.
რატომ არ ვლინდება თანამედროვე ხელოვნება?
რატომ ვაიგივებთ ხელოვნებას კულტურასთან?
საიტერესოა ამ კითხვებზე ადამიანების პასუხების მოსმენა.
ჩემს წარმოდგენას და აზრს მოგვიანებით გაგიზიარებთ (თუ სურვილი გაქვთ და სულერთი არ არის ხელოვნების თემაზე არაზედაპირულად დაფიქრებული ადამიანისათვის).
* * *
Q 7
QUOTE
ძველია მაგრამ მაგარია.
:drug:
QUOTE
მაგარია
ჰო მაგარია, ცივი ბეტონია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო:)
Super Member
ჯგუფი: Registered
მაწო:)
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 770
წევრი No.: 195881
რეგისტრ.: 30-December 14
#43629511
· 1 Feb 2015, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი წელი უსრულდება თემას
ამ დროის მანძილზე რამე გადატრიალებები და სიახლეები მოხდა ხელოვნებაში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rati nwt
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
rati nwt
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 20604
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10
#43629621
· 1 Feb 2015, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გასულ წელს რაც მახსენდება რა თქმა უნდა ის : "რაც მამას უნდა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მაწო:)
Super Member
ჯგუფი: Registered
მაწო:)
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 770
წევრი No.: 195881
რეგისტრ.: 30-December 14
#43664569
· 5 Feb 2015, 01:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამბოხის წინააღმდეგ
"თუ ცუდ ფილმს იღებ ჰიტლერის წინააღმდეგ
ეს ნიშნავს რომ სულაც არ ხარ ჰიტლერის წინააღმგდეგი"
ჟან–ლუკ გოდარი
ჯეიმს ჯოისის რომანში "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" არის ერთი პატარა გარდამტეხი მომენტი, წამი, როდესაც პატარა სტეფან დედალოსი "ხდება" ხელოვანი. არა მაშინ როდესაც ძველ ფილოსოფოსებსა თუ პოეტებს ციტირებს, არც მაშინ როდესაც თავად ცდილობს რამე ახალის შექმნას, არც მაშინ როდესაც ცდილობს ამოხსნას და გაანალიზოს ხელოვნებისა და პოეზიის რაობა, არამედ მაშინ როდესაც ის წარმოთქვამს საკრალურ სიტყვებს, მაშინ როდესაც არც მეტი არც ნაკლები ციტირებს თავად ლუციფერს: "NON SERVIAM" (არ მოვემსახურები) . სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვანი (ან არტისტი) ყოველთვის და აუცილებლად არის ის ვინც არათუ "არ ემსახურება", ანუ არ ემორჩილება გავრცელებულ წესებსა და ნორმებს, არამედ მიდის მათ წინააღმდეგ და უტევს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით. როგორც წესი, ასეთი "წესები და ნორმები" შეგვიძლია მოვაქციოთ უფრო ზოგადი სიტყვის "ძალაუფლების" ქვეშ (მნიშვნელობა არ აქვს რომელ კონკრეტულ ძალაუფლებაზეა საუბარი).
ეს შესაძლოა ერთგვარი ანა–ბანაა რიგითი მკითხველისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ აქტუალური. თანამედროვე ქართულ კულტურაში სიტყვა "პროტესტი", როგორც წესი, კონკრეტულ სახელისუფლებო ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსა და დემონსტრაციებს მიესადაგება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე და დიდ ( მაგ. პატიმრების წამების წინააღმდეგ აგორებული პროტესტი, რომლის გაიგივებასაც ჩვეულებრივ, რიგით ანტი–სახელისუფლებო პროტესტთან ვერ მოვახდენთ) გამონაკლისებს. არამგონია, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ფართომასშტანიანი მიტინგების რაოდენობით ბევრ ქვეყანას ჩამოვრჩებოდეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. "კულტურული პროტესტის" გამოცდილება.
ერთ–ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კლიშე – ქართული კულტურა არ არსებობს, შესაბამისად ვერ იარსებებს მისი კონტრ–კულტურა, ჩემი აზრით, საფუძველშივე მცდარია. ქართული კულტურა არსებობს, როგორი ზედსართავი სახელითაც არ უნდა შევამკოთ ის – მკვდარი, მომაკვდავი, და ა.შ. მაგრამ მისი კონტრკულტურა ვერ იარსებებს იმიტომ რომ ტრადიციული „სტატუს ქუო" კულტურასა და კონტრ–კულტურას შორის შეირყა და თითქმის აღარც არსებობს.
იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის თქმით, ხელოვნება ყოველთვის სკანდალია, სკანდალი არა იმდენად ეპატჟურობის თვალსაზრისით, რამდენადაც იმ გაგებით რომ შემოქმედებითი აქტი უკვე გულისხმობს "ნორმალური", "ჩვეულებრივი" აზროვნებიდან გასვლას, ე.წ. კოდის დარღვევას. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ასეთი შემოქმედებითი აქტი პოლიტიკურია, ან უკეთ – არაკონფორმისტული. ნებისმიერ შემთხვევაში Non Serviam ადგილზეა, სწორედ ეს გახლავთ ხელოვანისა თუ არტისტის მთვარი მამოძრავებელი ძალა, განსაკუთრებით კი დღევანდელ საქართველოში (რასაკვირველია აქ არ იგულისხმება "ხელოვანების" თუ ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი, რომელთა მოტოც, პირიქით, გახლავთ Noi Serviam), საკუთარი არაკონფორმულობის რამენაირი ფორმით დამტკიცება, ეს გახლავთ მთავარი პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეიძლება მოიპოვო არტისტის წოდება. სინამდვილეში ეს მისწრაფება არაკონფორმულობისკენ, პროტესტისა და ძალაუფლების გამოწვევისკენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამართლებულია , მაგრამ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ადგილი აქვს ერთ პატარა მაგრამ მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ შეცდომას.
ცოტა ხნით დავივიწყოთ სრულიად კონფორმისტი ხელოვანებიც, რომლებიც "არაკონფორმისტობას" იბრალებენ ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო (ხელოვანის სტატუსი), ან ხელოვანები, რომელებიც "სინდისის დამშვიდების" გამო ცდილობენ შექმნან არა რამე ახალი, არამედ პროვოკაციული (უმარტივესი გზა "არაკონფორმულობის" სტატუსისკენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობენ ე.წ. გულწრფელი ნონ–კონფორმისტებიც, რომელთა უპირველესი სიძნელე ისაა რომ არ იციან რის მიმართ არიან ნონ–კონფორმულები.
მთავარი სიძნელე მდგომარეობს იმაში რომ ზემოთხსენებულმა ძალაუფლებამ დაახლოვებით 70–იან წლებიდან მოყოლებული (ანუ 60–იანების შემდეგ) შეძლო და მოახდინა ადაპტაცია არა მარტო ხელოვნების მიმართ, არამედ იმ ფასეულობების მიმართაც, რასაც ეს ხელოვნება ატარებდა. ავტორიტარული, "მორალზე" დაფუძნებული ძალაუფლება გადაიქცა სამომხმარებლო ძალაუფლებად, რომელიც არანაირ "მორალს" არ ცნობს ეს გახლავთ "უჩინარი" ძალაუფლება, რომლის აღშფოთება ან გამოწვევა ფაქტიურად შეუძლებელია, მან ადაპტირება შეძლო ერთის მხრივ – ინდეფერენტულობით, მეორეს მხრივ კი – აბსოლუტური ღიაობით ყოველგვარი პროტესტის მიმართ. ეს პროცესები , რასაკვირველია, ბევრის აზრით დასავლური საზოგადოების და ამდენად ძალაუფლების პროგრესზე მიუთითებს. ძალაუფლების გამოწვევის შეუძლებლობა არ არის და არ შეიძლება იყოს მონაპოვარი ან იმავე ძალაუფლების "გაკეთილშობილების" ნიშანი. მოხდა ერთი რამ , გაუფასურდა პროტესტი – რომელიც დავუშვათ კინოს შემთხვევაში, სოციალური შინაარსის ფილმის მიმართ – ორიოდე საათის ინტერესს თუ იწვევს. თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა, ერთგვარ ანაქრონისტულ საზოგადოებებს (რუსეთი, ისლამისტური სამყარო, საქართველო და ა.შ.) სადაც ჯერჯერობით არ მომხდარა ძველი ძალაუფლების სრული ჩანაცვლება სამომხმარებლო ძალაუფლებით.
მაგრამ ხელოვანის sine qua non, ანუ "არ ვემორჩილები" და სურვილი ეს "დაუმორჩილებლობისა" არსად წასულა. სწორედ მისი ანაქრონისტული ხასიათის გამოა რომ ეკლესია მგრძნობიარეა მეტნაკლებად კონტროვერსიული ხელოვნების მიმართ . შესაბამისად ყველაზე ადვილი გზა "გულის მოსაფხანად" სწორედ რომ ეკლესიის გამოწვევაა . აქ არ შევეხებით იმ მოვლენას როდესაც ბარიკადები, სადაც უნდა მოხდეს ძალაუფლებისა და ხელოვანის შეხვედრა, გადალახულია და ხელოვანი არც მეტი არც ნაკლები, ზემოთხსენებული პაზოლინის სიტყვებს რომ დავესესხოთ, მტრის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ეს სურვილივე იწვევს 60–იანი წლების ყალბი ესთეთიკის გავრცელებას საქართველოში, ანუ იმ დროის, როდესაც ხელოვნება, ჯერ კიდევ ძალაუფლების ადაპტაციამდე, მეტნაკლებად ღირსეულ ოპონირებას უწევდა იდეოლოგიას და მის "გაკეთილშობილებაში" უდიდესი წვლილი შეიტანა.
მთავარი სიძნელე კი, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის კვლავ რჩება ადგილობრივი , ლოკალური პროტესტის განზოგადების შეუძლებლობა. იმისათვის რომ ხელოვნების პოლიტიკურმა პროტესტმა არა მხოლოდ სინდისის დამშვიდების როლი შეასრულოს, არამედ გამოიწვიოს რეალური ცვლილებები, საჭიროა ერთგვარი კონტრ-ადაპტაცია, ანუ თავად "ბრძოლის" მეთოდების გადახედვა.
სლავოი ჟიჟეკის ცნობილი პარაფრაზი: "მეოცე საუკუნეში ვცდილობდით ძალიან სწრაფად შეგვეცვალა სამყარო. ახლა კი დროა, კვლავ დავუბრუნდეთ მის ინტერპრეტაციას, ანუ აზროვნებას" - შესაძლოა კარგად მიესადაგოს დღევანდელი ხელოვანების მდგოამარეობას: "არ იმოქმედოთ, [ჯერ] უბრალოდ იაზროვნეთ".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#43918882
· 2 Mar 2015, 11:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პროტესტი არა პრუწი :lol:
გამამივიდნენ რიხარდვაგნერები :lol:
ხელოვნება პროტესტი არაა. ის ჰარმონიაა.
სხვა დანარჩენზე ინგაგრიგოლია მოგემსახურებათ :bis:
:რეკალმების ჩადება არ დაგავიწყდეთ:
This post has been edited by
annavita
on 2 Mar 2015, 11:27
·
ციტირება
·
^
Enter your Name
გამოხმაურება:
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
abg --> აბგ
სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length
ქართული კლავიატურა
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და
აქ დაუწკაპუნეთ
Post Options
Enable
emoticons?
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
კულტურა და ხელოვნება
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0365 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.