როგორც იცით მას მეორენაირადაც მოიხსნიებენ, ქოროღლი.
თუ რა ლეგენდა უკავშირდება ამ სახელს, იხილეთ ერთ–ერთი ფორუმელის ძალიან საინტერესო პოსტი:
ქოროღლი (post #24533308)




ქოროღლიდან სასწაული ხედები იშლება,
კარგად თუ დააკირდებით, ტყეში ჩაკარგული ეკლესია იყო ჩემი მარშრუტის
შემდეგი გაჩერება, მას ორმაცას ეძახიან, ანუ 40 სებასტიელი მოწამის სახელზე ყოფილა თურმე აშენებული.
იქ ჩასაღწევად ისევ უნდა დაბრუნდეთ წმ.გიორგის თეთრ მონასტერთან და ქვემოთ ბილიკებით უნდა ჩაუყვეთ ტყიან გზას. საათზე მეტი დაგჭრდებათ იქ მისაღწევად, მაგრამ ადგილზე მისული ისეთი გარემოში ხვდებით, რომ – იტყვით აქ მოსახვედრად 60 კმ–საც გავივლიდი ფეხითო



ნახეთ, დაახლოებით 300–400 მეტრში მეორე ეკლესიაც დგას, წმ.გიორგის სახელობის.

ეს კი თავად ღოუბნის ორმოცა. ის დაკეტილია (მოქმედი არ არის)



ეკლესიის ეზო ისეთი მწვანე და მყუდროა



* * *
მოაჯირებიან კიბეებზე ავედი და შემაღლებულიდან საორიენტაციოდ გავხედე შემდეგ ეკლესიას.
მწვანეში მოჩანს.


განვაგრძე გზა და უკან მოვიტოვე მშვენიერი ორმოცა


წმ.გიორგის ეკლესიის შორიახლოს ღოუბნელ მძინარე გლეხს გადავაწყდი, გაკვირვებული იყო ცოტათი, ნეტა ვინ არის, რას დაეხეტებაო

მაგრამ ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და ამ პატარა ეკლესიის ისტორიაც მიამბო: თურმე მიწით ყოფილა ამ ეკლესიის ნახევარი დაფარული, ისე რომ ვერავინ ვერ ამჩნევდა.
გადმოცემით იცოდნენ რომ აბულაშვილების გვარს უნდა ჰქონოდა ამ ტერიტორიაზე სადღაც დაკარგული სალოცავი.
ხოდა როგორც იქნა მიუგნიათ, გაუთხრიათ და ზედ საძირკველზე დაუშენებიათ დანარჩენი. გზაც მიუყვანიათ და
ასე ჰეფი ენდით დასრულებულა ეს ამბავი.
ძალიან პატარა და საყვარელი ბაზილიკური საყდარია.



დავემშვიდობე ამ პატიოსან კაცს და განვაგრძე გზა სოფელ ღოუბნისკენ.


ნელ-ნელა ვშორდებოდი, კოჯრის ციხეს


დაახლოებით ერთი კმ ვიარე და გამოჩნდა სოფელი ღოუბანი.
* * *
მარშრუტი კოდამდე რატომ დავგეგმე იცით?
იმიტომ რომ Google Earth-ში სოფელ ბორბალოს ტბა ვნახე.
დამაინტერესა, ვიფიქრე მოდი ბარემ მოვინახულებთქო და წინა ადგილებს მივაბი აქ მოგზაურობაც.
შედეგი ის არის რომ სურათს ვერ ხედავთ ამ ტბის

იმდენად არაფერი იყო გადასაღები. სანახაობა 0
თვით სოფლები ღოუბანი და ბორბალოც ერთ გადახრუკუნებულ აღმოსავლურ ადგილებშია გაშენებული(ეზოებში რომ ვიხედებოდი, კი ჰქონდა ბევრს ხეხილი და მწვანე წატლოკი მოწყობილი) მაგრამ სანახაობით იქ ვერაფერს ნახავთ. ასე რომ ჩემი მარშრუტი ვისაც მოგეწონათ, შეგიძლიათ ღოუბნის ტყეებიდან(ეკლესიებიდან) ისევ აბრუნდეთ კოჯრის ცეხემდე.
სოფლის ქუჩა

სოფელი ბორბალო

ამავე სოფლის ველები, სავარაუდოდ ხორბლის

აზეულა შორიდან ილანდება


თეთრიწყარო-კოდას გზა, ასფალტია ისეთი რომ იტყვით - კი, კი შევჭამო


მივაღწიე როგორც იქნა კოდამდეც და არ ვიცოდი რისთვის გადამეღო სურათი

ხოდა სიმბოლურად ამ სოფელთან რაც ასოცირდება აგერ ბატონებო

ასე დასრულდა ჩემი შაბათი დღეც, ქრისტეშობიდან 2011 წლის 2 ივლისისა
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრებამდე
პატივისცემით,
ლევი
* * *
forever`s_NEVERვიფიქრე, ამ მარშრუტს გამოვატოვებინებ და მერე კი შეიძლებთქო
d_tsaboგვერდით შავი ქვა რომ დევს? "შევარდენი" 1990 რომ აწერია? თუ სხვაა, სამწუხაროდ ის ვერ შევამჩნიე ვერსად
* * *
მთაწმინდის პარკის გასასვლელთან, ჩემგან ნახევარ მეტრში სისინი გავიგე და გავიხედე თუ არა ეს პატარა გველი დავინახე.
პატარაზე დიდი იყო, მაგრამ საშუალოზე გაცილებით პატარა. თავი წამოყოფილი ჰქონდა და ჩემს მოძრაობაზე იცვლიდა მიმართულებას.
არ ვიცი რა სახეობაა.
This post has been edited by Tobuldar on 4 Jul 2011, 14:40