reportiori.ge - საპატრიარქო შინაური ფრინველის მოშენების მსურველებს 500 ლარით დაეხმარება!
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12645 საკუთარი ეზოც მაქვს, 500 ლარიც მინდა...
რა საბუთები უნდა მივიტანოთ, ვინმემ იცის უკვე? ))
არ იყოს მერე, შენ ათეისტი ხარ და არ გეხმარებითო, მანდ ფრინველის მოშენების მსურველებზეა საუბარი! ))
* * *
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, საპატრიარქო შინაური ფრინველის მოშენების მსურველებს 500 ლარით დაეხმარება.
"ხალხმა არ უნდა იფიქროს, ხელისუფლება როდის მისცემს ხელფასს, როდის შეუქმნის პირობებს, ადამიანმა თვითონ უნდა იფიქროს შრომაზე და უნდა დასაქმდეს. მე გამიგია, რომ ყველაზე მარტივი და იოლი მეფრინველეობის განვითარებაა. შვედეთში გავიცანი ადამიანი, რომელიც 4 კვირის განმავლობაში ზრდიდა წიწილებს, მან მითხრა, რომ მხოლოდ 3-4 ქათამი ეხოცებოდა 100-დან. მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ვისაც საკუთარი ეზო აქვს, მოვაშენოთ ქათმები და 4 კვირის განმავლობაში გავზარდოთ, ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება. ბიზნესის საწყის 500 ლარს საპატრიარქოში ჩვენ თვითონ გადმოგცემთ", - ბრძანა უწმინდესმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
თეონა, თუ შეიძლება, თბილისსაც ეხება ეს ამბავი თუ მარტო რეგიონებს? ))
ვეგეტარიანელების გინება და პროტესტი უკვე მოვისმინე. განვიხილოთ რელიგიურ ჭრილში. შევამოწმე, აგრობიზნესშიც კი არაა ჯერ ეს თემა განხილული, იქაც დავპოსტავ ოღონდ უფრო სერიოზულად. მე მგონი, სავსებით სერიოზული განცხადებაა, კომიზმს ქმნის ის ელემენტი, რომ შეიძლება 1-2-მა ათეისტმაც კი იხეიროს! ))
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)