საინტერესოა რა შედეგს მივიღებდით?

" ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარდა სემინარი ქალებისთვის თემაზე "როგორ ვიცხოვროთ სიყვარულით საკუთარ ქმართან."
მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: "ვის გიყვართ ქმარი?" ყველამ ასწია ხელი.
მაშინ მათ ჰკითხეს: "როდის გა#####დით უკანასკნელად ქმარს სიყვარულში?" ზოგიერთმა უპასუხა "დღეს", ზოგმა – "გუშინ", ზოგმა კი – "არ მახსოვს".
შემდეგ ქალებს სთხოვეს, მოემარჯვებინათ მობილური ტელეფონები და ქმრებისთვის გაეგზავნათ შეტყობინება: "მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო".
მონაწილეებს შესთავაზეს, გაეცვალათ ტელეფონები და წაეკითხათ ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები.
ქმრების პასუხები:
1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
4. არ მესმის შენი, რა გინდა?
5. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
6. ?!?
7. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
8. ეს სიზმარია?
9. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ შეტყობინებას, ვიღაც შემომაკვდება.
10. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი?!
11. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!. "

არა, რა, ძალიან გამერკანტილურდა პლანეტა... სულიერი ღირებულებები დაიკარგა
არ განსაჯოთ ადამიანი, სანამ მისი მოკასინებით ორი მთვარე არ გაგივლიათ...