მოგესალმებით

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენს თემაში/განყოფილებაში მოღვაწეობის დიდი სტაჟი არ მაქვს და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი მოდერი-მბრძანებელის არსებობას,ჰეგემონობას,მეფობას და მემგონი ტირანიასაც კი შევესწარი

სერიოზულად მინდა ვკითხო ბატონ და ქალბატონ მოდერებს -გთხოვთ დაფიქრდეთ, რისთვის გაქვთ ეს თანამდებობა.
იდეაში მოდერაციის არსებობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთქვევაში ფორუმის ეს განყოფილება დალევს ჩაილურის წყალს. მაგრამ ფაქტია, რომ განყოფილება მაინც ახრუპუნებს დიდ დიდი ყლუპებით ამ წყალს, მოდერი/ები რატომ აძლევენ ან არ აძლევენ გაფრთხილებებს უკვე ვეღარ ვხვდები..ფაქტიურად არ არიან ჩართულები ფორუმის არსებობაში, უბრალოდ გააჩნიათ ეს ჯადოსნური კვერთხი და როცა მოსურვებათ გადასცხებენ რომელიმე ჩინით უმცროსს, ასეთი დამოკიდებულება უკვე პრინციპულად მიუღებელი და დამამცირებელიც კია უბრალო იუზერებისათვის და იქნებ როგორმე რაღაც შევცვალოთ?
ჩემი რჩევა ბატონ/ქალბატონ მოდერებს, გთხოვთ გაეცნოთ ფორუმის წესებს კიდევ ერთხელ, გულდასმით, ნუ ამოგლეჯთ კონტესქტიდან სიტყვებს და ნუ დაადებთ ბანს იუზერებს მხოლოდ იმიტომ რომ ვაშლი ხრამუნით შეჭამეს და ა.შ.
თუ არა და ხმების უბრალო უმრავლესობით გადავწყვიტოთ რომელიმე ნაკლებად აგრესიულ და სამართლიანი იუზერის გაადმინისტრატორება.
რავიცი იმედია ძალიან შეურაწყმყოფელი არ იანება თქვენთვის ამ ჩინთან გამოთხოვება.