კობა კობალაძე „რუსთავი 2-ს“ სასამართლოში უჩივისენერალი კობა კობალაძე „რუსთავი 2“-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ კობალაძემ და მისმა ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ დღეს, „რეპორტიორის“ მედიაკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ემზარ პაქსაძის თქმით, საქმე ეხება გასულ შაბათს „რუსთავი-2“-ის ეთერით გადაცემულ სიუჟეტს, რომელიც მისივე თქმით, თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და „მოდელირებული ქრონიკის“ ანალოგია. მისივე თქმით, აღნიშნული სიუჟეტი, გენერალ კობა კობალაძის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.
„სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რომ თითქოს კობა კობალძე ამბოხის ერთ-ერთი მეთაურია, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა 4 წელი და შემდგომ ახალი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატმრის სტატუსით გათავისუფლდა. სიუჟეტში გამოყენებულია ერთი კადრი, როდესაც ღვალაძე ჩვენებას იძლევა სამხედრო ფორმით, ეს კადრები არ იყო გამოყენებული სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება. იგივე კადრები 4 წლის წინ სატელევიზიო ეთერითაც კი არ ყოფილა გაშვებული. საინტერესოა, საიდან გაჩნდა აღნიშნული კადრები „რუსთავი 2-ის“ არქივში, სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული, რომელიც მიმართულია კობა კობალაძის წინააღმდეგ. ნათქვამი იყო, რომ კობალაძე, ოთანაძე და ა.შ. რამდენჯერმე იყვნენ სოციალური ამბოხის ორგანიზებაში. ასევე სიუჯეტში ნათქვამი იყო, რომ კობალაძე ციხიდან გათავისუფლებული იყო სამხედრო ამბოხების ორგანიზებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სიუჟეტი ისეა აგებული, რომ მხარეებისთვის არ მიუმართავთ და მთლიანად ძველი კადრებითაა გაკეთებული“, - განაცხადა ემზარ პაქსაძემ.
წყარო : რეპორტიორი.ჯი