ძმა–კაცური სიყვარული
January 5, 2012 by gaygeo
ახალი წლის დღეებში, ბევრ ჩემს ძმაკაცს ჩავეხუტე, მოვესიყვარულე. ნამდვილი, სუფთა მეგობრული გრძნობით. თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი, ძმაკაცური სიყვარულის, ასეთი ფორმით გამომჟღავნება, ქართველებს მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეგვიძია. არა და თუ დავფიქრდებით, ჩახუტებაში, მოფერებაში, კოცნასა თუ ალერსში, ცუდი არაფერია.
იყო დრო, როცა ქართელი კაცი, მხოლოდ მხარზე ამბორით ესალმებოდა და ამყარებდა ფიზიკურ კონტაქტს, თავისსავე სქესთან. მაგრამ, ეს მაშინ იყო, როცა ქართელი ქალი მანდილს ატარებდა და მამაკაცს მისი შეხების უფლება არ ჰქონდა. დღეს XXI საუკუნეა, თანამედროვე, დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან ქვეყანაში ვცხოვრობთ და კიდევ უფრო საკვირველია, რატომ უჭირთ ბიჭებს ჩაეხუტონ ერთმანეთს, როცა ქუჩაში მომავალი ხუთი წყვილი გოგოდან, სამი ხელი–ხელ ჩაკიდებული მოდის?!
ამას წინათ, ჩემს მეგობართან დავრჩი. ღამით, ერთ ლოგინზე მოგვიწია დაწოლა. თავიდან, ორივეს ძალიან გვციოდა, მაგრამ ტანის ერთი ნაწილითაც ვერ შევეხეთ ერთმანეთს – აბა ,,პიდარასტებივით” ხომ არ ჩავეხუტებოდით და გვათბობდით ერთმანეთს?! – აი ასეთები ვართ ზოგჯერ ქართველები!
ყველანაირი სიყვარული უსქესოა! – ჩენ კი გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ამის აღიარება.
P.S. პოსტი ბოლოს გთავაზობთ ქართელი ბიჭების სურათებს. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დიდი შანსია, რომ მათ მხოლოდ მეგობრულად უყვარდეთ ასე ძალიან ერთმანეთი.
http://gaygeo.wordpress.com/2012/01/05/%E1...83%9A%E1%83%98/