მოკლედ სუპერბაიკების მსოფლიო ჩემპიონატი ერთ-ერთი სერიოზული და მაღალი დონის შეჯიბრია ჩვენს პლანეტაზე. ის იყოფა რამდენიმე კლასად :
1. Superbike World Championship
2. SuperSport World Championship
3. SuperStock 1000 Fim Cup
4. SuperSport 600 Europian
1. SuperBike WC - ჩვეულერივი ბაზრისთვის გათვლილი 1000ცც ბაიკები რომელთათვისაც დაშვებულია საკმაო მოდიფიკაციების გაკეთება, ძირითადად ამ ჩემპიონატისთვის მწარმოებელი სპეციალურად უშვებს შესაბამის ბაიკს, ანუ ქარხნულად ხდება მოდიფიკაციების გაკეთება და მონაცემებით ბევრად აღემატება მის ქარხნულ პროტოტიპს.
2. SuperSport WC - superbike ის 600-750 ცც ვარიანტი, გააჩნია ცილინდრების რაოდენობას, 4 ცილინდრებიან დაიშვება 600ცც მდე , 3 ცილინდრიანი 675 მდე ( სპეციალურად ტრიუმფისთვის :დ )
2 ცილინდრიანი 750 მდე... ასევე არ არის აკრძალული ქარხნულ ძრავის გადაკეთება-ჩარევა, ( მაგ. მსუბუქი რასპრედვლების დაყენება და ა.შ. )
3. SuperStock 1000 - ანუ ისეთი 1000ცც მოტოების შეჯიბრი სადაც თითოელუი ბაიკი მაქსიმალურად ახლოა ქარხნულ მონაცემებთან... სუპერსტოკ-ზე დაშვებულია მხოლოდ შემდეგი მოდიფიკაციები: ინთეიქი და გამშვები სისტემა, სამუხრუჭე სისტემა, ამორტიზატორები, ცეპი და კბილანები. მოოციკლის დანარჩენი ნაწილები თითქმის ქარხნულად რჩება, აქ აქცენტი გაკეთებულია დაცვით (safety) მოდიფიკაციებზე, პილოტის უსაფრთხოება , მოტოციკლის დამტვრევის შემთხვევაში მის ადვილად შეკეთება და ა.შ.
4. SuperStock 600 წარმოადგენს იგივეს რასაც სუპერსტოკ 1000, ოღონდ 600 ცც კლასსში
მოკლედ საკმაოდ საინტერესო და მაღალი დონის რბოლებია.
შემდეგი ეტაპი , 3 რაუნდი , ჩატარდება 27 აპრილს ჰოლანდიაში TT Assen -ის ტრეკზე.
დღესდღეობით ყველაზე საინტერესო კლასებში , სუპერბაიკში ლიდერობს კავასაკი, სუპერსპორტში კი იამაჰა
* * *
SBK-ს ლეგენდა , რეკორდსმენი ბაიკი რომელმაც 4 ჯერ მოიგო Superbike WC ,
Carl Fogarty-ის Ducati 916
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)