#39728233 · 5 Feb 2014, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მოკლედ შევეცდები გადმოგცეთ ჩემი პრობლემის შესახებ. . . ესე იგი ჩემი ახლობელი მუშაობს ლაბორატორიაში სადაც ევალება სავენტილაცო სისტემების ექსპლუატაცია და მომსახურება. მოგეხსენებათ, რომ ზამთრის პერიოდში როდესაც ატმოსფეროდან იღებ ჰაერს და ათბობ (მაგალითად 10 გრადუსიდან 23 გრადუსამდე) ჰაერის ტენიანობა ეცემა 70 % დან 30-20%-მდე, მიწოდებულ ჰაერში ტენიანობის დონის მოსამატებლად იყენებენ სპეციალურ დამატენიანებლებს (http://www.carelparts.com/carel-ue-001-065-owners-manual.pdf) რომელიც სპეციალურ რეზერვუარში აცხელებს წყალს, აორთქლებს და მოთხოვნის მიხედვით ამარაგებს ჰაერსატარებს. აღნიშნული დამატენიანებელი თავისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მოიხმარს უზარმაზარ ენერგიას, რადგან წყლის გაცხელება ხდება მეტალის ელექტროდებით რომლებიც რეზერვუარშია ჩაშვებული. მაგალითად, დანადგარმა რომ ააორთქლოთ 25 ლ წყალი 1 საათში სჭირდება 19 კვტ/სთ-მდე (შეგიძლიათ თეორიულად გამოთვალოთ რამდენად ენერგო-ეფექტურია აღნიშნული დანადგარი? ფიზიკოსებო იქნებ დამეხმაროთ, თქვენთვის უადვილესი ამოცანაა. . ) თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ წყალი აორთქლდეს არა პირდაპირი მეთოდით ( წყალში ჩაშვებული ელექტროდები) არამედ რაიმე სხვა მეთოდის გამოყენებით მოხდეს, მაგალითად ჩემი ვერსია ასეთი: ავიღოთ მასიური უჟანგავი ფოლადის ღერო დიამეტრით 50-70 მმ, სიგრძე 150-200 მმ. ეს ფოლადის ღერო გავხვრიტოთ 15-25 მმ და აღ. ნახვრეტში ჩავსვათ სპირალი (დაუშვათ 200 - 400 ვატიანი პაიალნიკის სპირალი). სპირალის ელ. ქსელში ჩართვის შემდეგ რა თქმა უნდა ეს ღერო გაცხელდება, თუ გვექნება წყლის "წვრილი" ჭავლი რომელიც მიმართული იქნება გაცხელებულ (საუკეთესო შემთხვევაში გავარვარებულ) ღეროზე, წარმოიქმნება ორთქლი ( რომელიც დრეკადი მილით მიმართული იქნება ჰაერსატარში)რომლის წარმადობა შეიძლება დარეგულირდეს წყლის ჭავლის და მახურებლის (ელ. სპირალი) დატვირთვის ცვლილებით. თქვენ რას მეტყვით რამდენად გაამართლებს აღნიშნული მეთოდის გამოყენება ეკონომიურობის გათვალისწინებით? არსებულ ტიპის დამატენიანებლებს (ლინკზე) 2 დიდი უაყოფითი თვისება აქვს I მოიხმარს დიდ სიმძლავრეს, II პერიოდულად ჭირდება წყლის რეზერვუარის მოხსნა და მჟავის დახმარებით საჭიროებს მინადუღისგან გაწმენდას ( რაც ცალკე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული).
დიდი მადლობა წინასწარ გამოხმაურება / რჩევისთვის ცოტა დიდი ტექსტი კი გამომივიდა . . .
This post has been edited by mimino55 on 5 Feb 2014, 22:18
--------------------
IF THERE IS NO STRUGGLE, THERE IS NOT PROGRESS...
|