სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, გარდაბანში სოფელ კალინინოში ცხოველთა გრანულირებულ-კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოს გახსნას დაესწრო.
საწარმო, თანამედროვე მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით აწარმოებს 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ/კომბინირებულ საკვებს ,,GEOFEED"-ს პირუტყვის (მსხვილფეხა, წვრილფეხა), ფრინველის და თევზის მოხმარებისათვის. აღნიშნული საკვები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ პროდუქტიულობის მაჩვენებლებს.