მოგესალმებით,
ძალიან ცუდი რამე დამემართა

) მოკლედ არ დავიწყებ დეტალებში მოყოლას, მეგობრებთან ერთად საკმაოდ ბევრი დავლიე და პიჯაკზე გადავისხი კოკაკოლა, ტორტის ნაჭრებიც ჩემი პიჯაკის სახელოზე აღმოჩნდა როგორღაც...
ღამის 5-6 იქნებოდა სახლში რო მოვედი და არ მინდოდა რო ჩემებს დაენახათ, თან ძალიან მთვრალი ვიყავი და უბრალოდ გავიხადე, ცელოფანში ჩავდე მაგრად შევკარიდა რომელიღაც მე100-ე ხარისხოვან ყუთში შევინახე. ისეთი ნასვამი ვიყავი არაფერი მახსოვდა მეორე დღეს.. ეხლაღა გამახსენდა და რო ვნახე დაობებულია რაც დასვრილი იყო... არადა საკმაოდ ძვირფასი პიჯაკია (თან ჩემი და დედაჩემის საერთო გარდერობიდანააა), გარეცხვა არ შეილება, ქიმწმენდაში რო მივიტანო სირცხვილია ისეთ დღეშია. რამე მირჩიეთ რო ზედაპირულად მაინც მოვაშორო ეს ობი და ჭუჭყი და მერე მივიტან... დამეხმარეთ რა!!

მართლა ცუდ დღეში ვარ..
P.S. არ ვიცი სად უნდა გამეხსნა ეს თემა (ადმინს ვთხოვ თუ არასწორადაა გახსნილი გადაიტანოს საჭირო ადგილას და არ დამიხუროს, სიკვდილსიცოცხლის საქმეა)