.jpg)

ძალიან მაგარი შავი კომედია მწარე სიმართლის გამოზომილი დოზით. ახალებური კუთხიდან დანახული თინეიჯ დრამის ჟანრი. თავიდან ჩაფიქრებული იყო რომ ფილმი კუბრიკს გადაეღო თუმცა რიგი მიზეზების გამო შეთანხმება ვერ შედგა.
მოკლე აღწერა:
ფილმის მთავარი გმირი ვერონიკა სოიერი სკოლის ყველაზე სვეტსკი სასტავის "ჰეთერების(ვერონიკას გარდა სამივე გოგოს ჰეთერი ქვია)" მეოთხე და აშკარად ზედმეტი წევრია. ამას თვითონაც ხვდება და თავს უბედურად გძნობს, სწორედ აქ ერთვება სიტუაციაში ახალი მოსწავლე ჯეისონ დინი (ჯეი დი). მისი ექსტემალური ქცევები სკოლის სოციალურ იერარქიას ყირაზე აყენებს. ვერონიკას თავისი პოპულარული გოგონას ამპლუა მობეზრებული აქვს და ეგრედწოდებული მეგობრებიც დიდად არ ეხატება გულზე ამიტომ არაორდინალური ჯეიმსით ძალიან მოხიბლულია. მას კი თავისი მიზნები ამოძრავებს, კვანძი იკვრება ერთ საბედისწერო ღამეს როცა ვერონიკა ჰეთერს წვეულებაზე წაყვება და მას იმედებს გაუცრუებს. აქედან მოვლენები სიურეალისტურად ვითარდება.
ფილმი ჩაფიქრებულია როგორც სატირა იმ დროს ძალზე პოპულარულ თინეიჯერულ ფილმებზე, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე საკულტო სტატუსი სულ სხვა მიზეზების გამო შეიძინა. ფილმის სახასიათო თვისებებია უნიკალური ჟარგონი, შავი იუმორით გაჯერებული მახვილგონივრული დიალოგი, ირონიული დამოკიდებულება ეგრედწოდებულ "teenage drama"სთან და სიუჟეტის არასტანდარტული განვითარება.
კარგა ხნის წინ ვუყურე ნაწყვეტ-ნაწყვეტ პირველად მაშინ ასე 14-15 წლის ვიქნებოდი წესიერად აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში. ასე 2 წლის წინ გამახსენდა მოვძებნე სადღაც საიტზე ვნახე და ვუყურე დაწყნარებით. იმის მერე კომპზე მაქვს და აღარ წამიშლია

ჩემს "სამაგიდო" ფილმად იქცა ასევთქვათ. ძალიან მაგარი დიალოგები აქვს და სულ ზედაპირულადაც რომ უყურო და აზრს არ დაუწყო კირკიტი მარტო გმირების დიალოგის მოსმენით ისიამოვნებ. რამოდენიმე ჩემს ფავორიტ ციტატას დავწერ ქვემოთ:"If you want to fuck with the eagles you have to learn to fly."
"What is your damage Heather?"
"Fuck me gently with a chainsaw."
"Did you have brain tumor for breakfast?"
"I love my dead gay son."
მონაწილეობენ:
ვერონიკა სოიერი - ვაინონა რაიდერი
ჯეიმს დინი - კრისტიან სლეიტერი
ჰეთერ დუკი - შენნონ დოერთი
ჰეთერ მაკნამარა - ლისანნა ფალკი
ჰეთერ ჩენდლერი - კიმ ვოკერი
ნუ მოკლედ კარგი ფილმია ვისაც არ გაქვთ ნანახი გირჩევთ უყუროთ. სიუჟეტის ხათრით თუარა ახალგაზრდა ვაინონა რაიდერის სანახავად მაინც

ვისაც გაქვთ დაპოსტეთ, განვიხილოთ და აზრები გავცვალ-გამოვცვალოთ
Heathers IMDB გვერდიHeathers Torrent გადმოწერა ინგლისურიHeathers online ნახვა ინგლისურადHeathers online ნახვა/ftp გადმოწერა რუსული
One dagger is more powerful than thousands of swords if you stick it into the right heart.
The Net is dark and full of spoilers.
Kick her in the balls!