აბულაბას
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11
|
#39738042 · 6 Feb 2014, 17:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალინ საინტერესო კვლევაა. განსაკუთრებით შესავალი ნაწილი. ვინც წაიკითხავთ, სადაც ეწერება რუსეთი ჩასვით საქართველო და აბსოლუტურად ზუსტად ასახავს ჩვენს რეალობას.
წარმოგიდგენთ თეიმურაზ ბუაძის მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც ეხება ნაციონალისტური იდეების პროპაგანდას მართლმადიდებლობის სახელით. ანალიზი ჩატარებულია რუსეთის მაგალითზე, სადაც მკითხველი უდავოდ დაინახავს უამრავ პარალელს ჩვენს რეალობაშიც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ეხმაურება მრავალ პრობლემატურ საკითხს და არ იქნება ურიგო, რომ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ იგი. წინამდებარე სტატია მიზნად არ ისახავს რუსული პოლიტიკური თეოლოგიის წმინდად დოქტრინალურ ანალიზს. მასში შევეცდებით, შეძლებისდაგვარად წარმოვადგინოთ ის პოლიტიკურ-რელიგიური ტენდენციები რომლებიც რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების მოძრაობაში ვლინდება. ილიას უნივერსიტეტსა და ტელეარხ «კავკასიის» სტუდიაში მომხდარმა ინციდენტებმა გვიჩვენეს, რომ საქართველოში უკვე მოქმედებს რუსული მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური მოძრაობის ანალოგიური და მის მიერვე ინსპირირებული ქართული დაჯგუფება, რომლის მედიატიური ინიციაცია ძალადობით დაიწყო. ასე რომ, ქართულ პოლიტიკურ რეალიებში ეს თემატიკა თუ ფენომენი გარკვეულწილად აქტუალობას იძენს. ჩვენი სურვილია, ვაჩვენოთ, რომ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტების წარმართველ მიზნებსა და ღირებულებებს წმინდად პოლიტიკური, კერძოდ იმპერიული ვექტორი აქვს, თუმცა ისინი მეტნაკლები ძალისხმევით ცდილობენ, მართლმადიდებლური იდეოლოგიითა და რიტორიკით შენიღბონ და გაამართლონ საკუთარი პოლიტიკურ-რევანშისტური, ფუნდამენტალისტური იმპულსები. ხედვის ასეთი პერსპექტივა საშუალებას მოგვცემს, ერთიანი ლოგიკური კავშირი დავინახოთ მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური ერთობ მრავალრიცხოვანი დაჯგუფებების იდეოლოგიურ პრინციპებსა და შეხედულებებში. ბუნებრივია, ყველა დაჯგუფებაში იმპერული მოტივაცია ერთნაირი ინტენსივობით არ ვლინდება. ზოგიერთი მათგანი საკუთარ ტელეოლოგიურ პერსპექტივებს წმინდად რელიგიურ კატეგორიებში წარმოსახავს, მაგრამ ამ მოძრაობების თუნდაც პანორამული ხედვაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა რუსული იმპერიის აღორძინება და აღდგენა უმთავრეს მიზნად არ არის გამოცხადებული, მაინც აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ის აუცილებელ იარაღად მიიჩნევა რუსული რელიგიურ-მესიანური ფუნქციის განსახორციელებლად. ეს ვითომდა რელიგიური მისია _ მათი აზრით _ აპოსტასიის სტადიაში მყოფ სამყაროში მართლმადიდებლობის დაცვას ანუ ანტიქრისტიანული მოდერნისტული ძალებისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. ასეთი პლანეტარული მასშტაბის მქონე უტოპიური, რელიგიური მისიის თავისთავზე აღებას რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტები ამ მისიისათვის შესაფერისი პოლიტიკური ინსტრუმენტის – მეცხრამეტე საუკუნის რუსული იმპერიის რეანიმაციის უტოპიურ მცდელობამდე მიჰყავს, რაც თავისთავად გულისხმობს რუსი ერის უნიკალური რელიგიური იდენტობის აღიარების აუცილებლობას. როგორც შემდგომში ვნახავთ, მათთვის რუსობა და მართლმადიდებლობა იდენტური ცნებებია. ასეთი რელიგიურ-ეთნიკური პარადიგმის განხორციელების და დაცვის პერსპექტივა კიდევ უფრო ამძაფრებს მათში იმპერიულ, ნაციონალისტურ, ანტისემიტურ, ანტილიბერალურ, ანტიმოდერნისტულ და ა. შ. ტენდენციებს. ზუსტად იმავე ტერმინებით ახასიათებს პოლიტოლოგი კონსტანტინე კოსტიუკი რუს მართლმადიდებელ-ნაციონალისტებს. ერთ-ერთ სატატიაში იგი შენიშნავს : «პატრიოტების» კრედო რამდენიმე პრინციპით გამოიხატება: ძლიერი სახელმწიფო, იმპერია,ნაციონალიზმი, ანტისემიტიზმი, ტრადიციონალიზმი, ანტილიბერალიზმი. ეს თემატიკურიკომპლექსი ყველგან გვხვდება ამ მიმართულების მრავალრიცხოვან გამოცემებში. ადვილიშესამჩნევია, რომ ეკონომიური პრობლემატიკა პრაქტიკულად არ ფიგურირებს მათმფოფლმხედველობრივ კონცეპციებში. …სამაგიეროდ…ზედმიწევნითაა დამუშავებული ძალადობის პრობლემატიკა, რომელიცფაქტიურად ყველანაირი უბედურების პანაცეად მიიჩნევა. ქვეყნის ასაყვავებლად საკმარისია «რუსეთის მრავალრიცხოვანი მტრების» განადგურება [1]. ძალზე ნიშანდობლივია კოსტიუკის მოსაზრება ეკონომიკასა და ძალადობასთან დაკავშირებით. შესაბამისი ლიტრატურის გაცნობისას თვალშისაცემია მისი «თავდაცვითი» პათოსი. მთელი ენერგია კონცენტრირებულია იმ მტრების აღმოჩენაზე, რომლებიც მათი აზრით, რუსეთის ეთნონაციონალურ და რელიგიურ ღირებულებებს ემუქრებიან. ამ მოძრაობებსა და დაჯგუფებებში ყველგან რევანშისტული და კონსერვატიული სული დომინირებს. ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა საკუთრივ აღმშენებლობით პერსპექტივებს. ამ სამყაროში ფეხის მტკიცედ მოკიდებისთვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ძალადობა მიიჩნევა. შემთხვევითი არ არის, რომ მათ გამოცემებში ძალზე ხშირად ფიგურირებს «მართლმადიდებლური სტალინიზმის» კონცეპცია [2]. როგორც ჩანს, ისინი სტალინური მეთოდებით აპირებენ მართლმადიდებლობის დაცვასა და აღორძინებას.მართლმადიდებელ ნაციონალისტებში ფართოდ მუსირებს ლეგენდა, რომლის თანახმად, დედა მატრონუშკამ სტალინი მართლმადიდებლობაზე მოაქცია [3]და სტალინს მხოლოდ მასონებმა შეუშალეს ხელი საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლური მონარქია აღედგინა [4]. ძლიერი დიქტატორის კულტი იმდენადაა გამჯდარი მართლმადიდებელ ნაციონალისტებში, რომ მათ რუსეთის პატრიარქს ივანე მრისხანეს კანონიზაციის ინიციატივითაც კი მიმართეს [5]. თუ ბევრი მართლმადიდებელ-ნაციონალისტი «მართლმადიდებლურ სტალინიზმზე» ოცნებობს, მრავლად არიან ისეთი ავტორებიც, ვინც ამ მოძრაობას «მართლმადიდებლურ ფაშიზმად» მოიხსენიებენ. მაგალითად, ზ. კრახმალნიკოვა «მართლმადიდებლურ-წარმართულ ნაციზმს» უწოდებს მართლმადიდებლობის როგორც «რუსი ხალხის ტომობრივი რელიგიის» აღიარებას[6]. აქვე გვსურს დავძინოთ, რომ ამ ტიპის ნაციონალისტებში მართლმადიდებლობა არა მარტო «ტომობრივ რელიგიად» ანუ რუსული ნაციონალური სულის პროდუქტად აღიქმება, არამედ ნაცია ხშირად ღმერთის ადგილზე დგება და რწმენა ნაციონალური თვითშეგნების ერთ-ერთ ასპექტად ცხადდება. ამას თვით რუსული ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტებიც მიუთითებენ [7]. თუმცა ამ ფენომენზე მხოლოდ თანამედროვე დოკუმენტები როდი ლაპარაკობენ. აქ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ერთი მეტად საყურადღებო პასაჟი დოსტოევსკის რომანიდან «ეშმაკები». ამ პასაჟთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა ბერდიაევის კომენტარი, რომლშიც იგი ახლანდელი მართლმადიდებელი ნაციონალისტების ზემოხსენებულ ტენდენციას `რელიგიურ ხალხოსნობად~ მოიხსენიებს. ამ კომენტარის დიდი გამომსახველობითი ძალის გამო, თავს ნებას მივცემთ, ის რამდენადმე ვრცელი ციტატით წარმოგიდგინოთ : შატოვი მიმართავს სტავროგინს: «იცით თუ არა, რომ ახლა მთელ დედამიწაზე ერთადერთი `ღვთისმტვირთველი~ ხალხია, რომელიც მოწოდებულია განაახლოს და იხსნას ქვეყნიერება… ?…ჭეშმარიტება ერთადერთია და მხოლოდ ერთადერთ ხალხს შეიძლება შესწევდეს ძალაიმისა, რომ ჰყავდეს ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ როდესაც სხვებსისთვის შეიძლება საკუთარიკერძო და დიდი ღმერთების ყოლა. ეს `ღმერთის მტვირთველი~ ერთადერთი ხალხი რუსიხალხია». მაშინ სტავროგინი შატოვს გადამწყვეტ კითხვას უსვამს : «თქვენ თვითონ გწამთ თუარა ღმერთი?» შატოვი აღგზნებული ბუტბუტებს «მე მწამს რუსეთი, მე მწამს მისიმართლმადიდებლობა… მე მწამს ქრისტეს სხეული… მე მწამს, რომ მეორედ მოსვლარუსეთში აღსრულდება…» «მაგრამ ღმერთი? ღმერთი?» – ჩაეძიება სტავროგინი. «მე… მეღმერთსაც ვიწამებ». ამ საოცარ დიალოგში დოსტოევსკი თავად ააშკარავებს რელიგიურიხალხოსნობის, რელიგიური ხალხთაყვანისცემის სიცრუეს, ააშკარავებს ხალხოსნურიმესიანური მსოფლმხედველობის საფრთხეს. ბევრმა რუსმა ხალხი უფრო ადრე ირწმუნა,ვიდრე ღმერთს ირწმუნებდა, მათ ხალხი უფრო მეტად სწამთ, ვიდრე ღმერთი, და ხალხისსაშუალებით სურთ ღმერთთან მისვლა. ხალხთაყვანისცემის ცდუნება რუსული ცდუნებაა.რუსულ ცნობიერებაში რელიგიური და ხალხური ისეა გადახლართული ერთმანეთში, რომ,მათი განცალკევება ძნელია. რუსულ მართლმადიდებლობაში ეს აღრევა ზოგჯერრელიგიურის და ხალხურის სრულ გაიგივებამდე მიდის. რუს ხალხს რუსი ქრისტე წამს.ქრისტე – ხალხური ღმერთია, რუსი გლეხობის ღმერთი, რუსული ნაკვთების მქონე. ეს არისწარმართული გადახრა რუსულ მართმადიდებლობაში, რელიგიური ნაციონალიზმი, ვიწროდა ჩაკეტილი..[8]. სავარაუდოა, რომ ამ ტენდენციებმა ეგრეთწოდებული `მესამე რომის~ პოლიტიკურ-მესიანური კონცეპციის შექმნასთან ერთად იჩინეს თავი. მისი კონცეპტუალიზცია და შემდგომი განვითარება სლავიანოფილებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით, `სობორნოსტის~ შესახებ ხომიაკოვის ფილოსოფიურ სპეკულაციებზე ითქმის. იგი რუსი ხალხის მონოპოლისტურ უფლებას სობორულობასა~ და მართლმადიდებლობაზე რუსი გლეხობის ექსკლუზიურ, ყველასაგან გამორჩეულ კომუნოტარულ თვისებებზე ამყარებდა. რუსი ავტორი ვლადიმერ ილიუშენკო რამდენიმე პარალელს ავლებს რუს მართლმადიდებელ ნაციონალიზმსა და ფაშიზმს შორის [9]. პირველი – საზოგადოების ტოტალიტარული მოწყობის სურვილია, რომელიც ორივე იდეოლოგიას აერთიანებს. მართლაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მართლმადიდებელი ნაციონალისტები ეთნონაციონალისტური ინტერესების გამტარებელი მკაცრი დიქტატურისა და სავალდებულო მორალური რეგლამენტაციის დამყარებას ესწრაფვიან. ეს კი მას ძალიან აახლოვებს ტოტალიტარიზმთან, კერძოდ _ ფაშიზმთან. ნაციონალისტების დიქტატორისადმი მისწრაფება მჭიდროდ უკავშირდება მართლმადიდებელი მონარქიის ანუ რუსული იმპერიული ავტოკრატიის აღდგენის აუცილებლობის იდეას. რუსი ნაციონალისტების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რუსულ მართლმადიდებლურ მონარქიას, აღჭურვილს რეალური იმპერიული ძალაუფლებით, შეუძლია, შეაჩეროს დასავლური ლიბერალიზმის, დემოკრატიის, სეკულარიზმის, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური წრეების დამღუპველი გავლენა რუსულ სახელმწიფოებრიობაზე. რუსულ იმპერიას კი, როგორც ეს ადრე აღვნიშნეთ, სოტერიოლოგიური მისია აკისრია _ მისი მოვალეობაა, საყოველთაო აპოსტასიური პროცესებთან დაპირისპირება და ამით ანტიქრისტეს ეპოქის რაც შეიძლება უკან გადაწევა. აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ეს `აპოსტასიური მეტაფიზიკა~ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, რევანშისტული მოტივების რელიგიურ შენიღბვას წარმოადგენს. ეს პოლიტიკური მოტივები კი ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ `დაკარგული~ ტერიტორიებისა და გავლენის აღდგენას ემსახურება. არსებობს გარკვეული საკითხები _ ნაციონალისტისტების დამოკიდებულება საეკლესიო იერარქიისა და ნიკოლოზ მეორისადმი; კანონიზაციური ინიციატივები; რუსეთის მომავალი საზღვრები; სხვა ეთნოსებთან მიმართება; რუსიფიკაციის პოლიტიკა; შტრიხკოდებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისადმი არაჯანსაღი, ფანატიკური მიდგომა და ა. შ. _ რომელთა განხილვისას აშკარავდება ნაციონალისტების მსოფლმხედველობაში პოლიტიკური პრობლემატიკის პრიმატი _ რელიგიურთან შედარებით. ასევე მჟღავნდება მათი არაკომპეტენტურობა და სულიერი და ეკლესიური პრობლემებისადმი გულგრილობა. ზემოთმოყვანილ საკითხთაგან, ზოგიერთს შემდგომში შევეხებით. მართლმადიდებლური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით ზოგიერთი ზომიერი, რესპექტაბელური სასულიერო პირიც ლაპარაკობს. ისინი შენიშნავენ რომ, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური წყობის საკრალიზაციას არ უნდა ესწრაფვოდეს, რადგან მონარქიის სასარგებლოდ საკუთრივ თეოლოგიური არგუმენტები არ მოიძებნება. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელის აღდგენა ფუნქციონალური თვალსაზრისით ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნიათ. მაგალითად, მღვდელი ალექსანდრე შარგუნოვი წერს : ეკლესია არცერთი პოლიტიკის კანონიზაციას არ ახდენს, მაგრამ სამეფო ხელისუფლებაღმერთის ცხებულის განსაკუთრებული ქრისტიანული მსახურებაა, მოწოდებული ეკლესიისდა მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ამიტომ … ის შემაკავებელიძალაა, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლას აფერხებს [10]. ყველა ნაციონალისტი ამგვარივე რესპექტაბელური ტონით როდი გამოთქვამს თავის მონარქისტულ სიმპატიებს. უმრავლესობა გამოხატვის უფრო რადიკალურ ფორმას ირჩევს. მაგალითად, კარგად ცნობილი მართლმადიდებელი მონარქისტი ვიაჩესლავ კლიკოვი, რუსულ მედიაში ასევე კარგად ცნობილ ერთ-ერთ ნაციონალისტურ გამოცემაში, დაუფარავად მიმართავს მონარქიისაგან განსხვავებული ყოველგვარი პოლიტიკური წყობის დიაბოლიზაციას: … მხოლოდ სამეფო ხელისუფლება არის ღვთისაგან, ყველა დანარჩენი კი სატანისგან დაამბოხებული ბრბოსაგან მოდის. აი ესაა დემოკრატია[11]. რუსული სახელმწიფოს მონარქიულ პოლიტიკურ მართველობაზე რეალური გადასვლა ძალზე ძნელი წარმოსადგენია, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. მიუხედავათ ამისა, მონარქისტები რაღაც _ მათი აზრით, ლეგიტიმური _ პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ ამ მიზნის განხორციელებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კურსკისა და რილსკის მიტროპოლიტის იუვენალის (ტარასოვი) მიმართვა მონარქისტთა კონფერენციისადმი ჯერ კიდევ 1995 წელს. მაღალყოვლადუსამღვდელოესი იუვენალი ჯერჯერობით მხოლოდ სამეფო კანდიდატის შერჩევაზე ლაპარაკობს: ვიმედოვნებ, რომ მეორე საერთო რუსული მონარქიული შეკრება ხელს შეუწყობს სრულიადრუსეთის საერობო, წარმომადგენლობითი კრების (Всероссийский Земский Собор)მომზადებას, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიუთითოს ყველაზე ღირსეულზე… .[12] აქვე უნდა ითქვას, რომ, მართლმადიდებელი ნაციონალისტების ერთი ნაწილი – ეს განსაკუთრებით მართლმადებლობაში შედარებით მეტად გათვიცნობიერებულ `ჩერნაია სოტნიას~ ეხება – არ ესწრაფვის მონარქიული წყობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას. ისინი მიიჩნევენ, რომ მონარქია, როგორც ღვთისგან დადგენილი და ნაკურთხი სახელმწიფო წყობილება, ახლანდელი საზოგადოების სულიერ გარდაქმნასა და ამაღლებას მოითხოვს. ამის გარეშე მართველობის ეს ფორმა რეალური ძალაუფლების არმქონე ცერემონიალურ ხელისუფლებად გადაიქცევა. მონარქისტი საულკინი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნებას _ რომელსაც იგი « დეკორატიულს » უწოდებს _ მხოლოდ მონარქიული იდეის გაუფასურება მოჰყვება. იგი ფიქრობს, რომ რუსეთს მეფის სახით ავტოკრატიული ძალაუფლებით შემოსილი ნაციონალური ბელადი სჭირდება და არა უმაღლესი სიმბოლური სტატუსის მქონე სახელმწიფო ფიგურა . თითქმის ყველა მართლმადიდებელ-ნაციონალისტი მონარქიის აღდგენის ერთდადერთ გზად ნაციონალური დიქტატურის დამყარებას აღიარებს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი დიქტატურას უფრო აუცილებლად მიიჩნევს ვიდრე თავად მონარქიას. ზემოხსენებულ `ჩერნაია სოტნიას~ ერთერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ [13]: ჩვენ… ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს არეულ დროში, ხალხის დაბალი სულიერიდონის გამო შეუძლებელია დამყარდეს სახემწიფო ძალაუფლების ყველაზე ზნეობრივიფორმა – ავტოკრატია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გარდამავალი ეტაპი, გონივრულირუსული ნაციონალური დიქტატურის სახით, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრების ყველასფეროში წესრიგის დამყარებას _ ბოლშევიკებისა და დემოკრატების მიერ რუსეთისგაღატაკების შემდეგ. შემდგომი ეტაპი შეიძლება, ავტოკრატიის დამყარება გახდეს; ეს იმშემთხვევაში, თუ ღვთის ცხებულის და არა დიქტატორის ღირსი შევიქმნებით [14]. მართლმადიდებელ-ნაციონალისტები დიქტატურიდან მონარქიაზე გადასვლის ლეგიტიმურ მექანიზმს საერობო წარმომადგენლობითი კრების (Земский Собор) მოწვევაში ხედავენ. თუ გავითვალისწინებთ ნაციონალისტების ანტიდემოკრატიულ განწყობას, ამ კრების მოწვევის დემოკრატიულ პროცედურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. საზოგადოდ, არადემოკრატიული პროცედურის მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი – როცა დელეგატები უშუალოდ დიქტატორის მიერ ირჩევა, და მეორე – კორპორატიული წარმომადგენლობა. ბუნებრივია, რომ ნაციონალისტები მეორე პროცედურას ამჯობინებენ. ეს კორპორაციული წარმომადგენლობა ზოგიერთ სპეციალისტში ფაშიზმის, კერძოდ მუსოლინის “კორპორაციული სახელმწიფოს” ასოციაციებს ბადებს [15]. უნდა ითქვას, რომ ფაშიზმთან ასოციაციებს მხოლოდ ზემოხსენებული კორპორაციული წარმომადგენლობა არ ბადებს. ასეთ განწყობას უფრო მეტად მართლმადიდებელ-ნაციონალისტებში ჩასახული ზოგიერთი მოძრაობა იწვევს : მაგალითად, ეგრეთწოდებული `ოპრიჩნიკები~, რომლებსაც ფაშისტური ფიურერის ტიპის ნაციონალური დიქტატორის მართლმადიდებელ მონარქად გადაქცევის პერსპექტივა ეოცნებებათ. ამ მხრივ მართლაც ნიშანდობლივია ალექსანდრე ელისეევის პუბლიკაცია, მეტისმეტად ექსპრესიული სათაურით – `მონარქო-ფაშიზმი~. იქ ვკითხულობთ : …ქვეყანაში დეტალურად დამუშავებული, მემარჯვენე იდეოლოგიით აღჭურვილი ორდენისტიპის ძლიერი ნაციონალ-რევოლუციური პარტია უნდა შეიქმნას. იგი ხელისუფლებაშიახალგაზრდა ენერგიული რუსი ბელადის ხელმძღვანელობით მოვა… აი, ის გახდება რუსიმართლმადიდებელი მონარქი, რომლის ძალაუფლებასაც ეკლესია აკურთხებს [16]. ფაშიზმისადმი დაუფარავ სიმპატიას მხოლოდ რადიკალურ `ოპრიჩნიკებთან~ როდი ვხედავთ. რუსული რელიგიური პერიოდიკის ერთერთი ყველაზე რესპექტაბელური წარმომადგენელი – `რუსკიი დომ~, რომლის გვერდებზეც ხშირად ხვდება რუსეთის ეკლესიის იერარქების ინტერვიუები, დროგამოშვებით, ფაშიზმისადმი დადებითად განწყობილ პუბლიცისტებსაც უთმობს ადგილს: ყურადღება უნდა მივაქციოთ გერმანიის სიტუაციას ვაიმარის რესპუბლიკის კრახის შემდეგ.იგი ძალიან ჰგავს ჩვენსას, იმ აზრით კი არა, რომ ჩვენ კარს ფაშიზმი მოგვდგომია, არამედიმით, რომ შიგნით ყველაფერი დამპალია. თუ ჰიტლერმა 2-3 წელიწადში შეძლო“ბეჩავი”ქვეყანა ისევ დიდ სახელმწიფოდ ექცია, იქნებ ღირდეს ვაიმარის შემდგომ პროცესებსუფრო ყურადღებით დავაკვირდეთ, ისე რომ, ინტერესი არ გამოვამჟღავნოთ იდეოლოგიურიდა რასობრივი ხასიათის მქონე რასისტულ “რეფორმებზე”[17]. ზემოთ უკვე ხსენებული ილიუშენკო რუსულ მართლმადიდებელ-ნაციონალიზმსა და ფაშიზმს შორის პარალელების გავლებისას, მათ შორის მსგავსებას ხედავს ასევე წარმართულ თაყვანისცემამდე მისულ ეთნოფილეტიზმში, ანტისემიტიზმსა და ანტიდემოკრატიულობაში. რუს ნაციონალისტებთან, ეთნოფილეტიზმი ზოგჯერ აშკრად რასისტული ტერმინოლოგიით პოულობს გამოხატულებას. ამასთან, იგი ყოველთვის მართლმადიდებლობის თემას და აპოსტასიურ სამყაროში რუსი ხალხის სოტერიოლოგიურ ფუნქციას უკავშირდება. რასისტული ხასიათის პუბლიკაციებით განსაკუთრებით `ოპრიჩნიკები~ გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით, ეს უკანასკნელნი სულაც არ წარმოადგენენ გამონაკლის რუსულ ნაციონალისტურ მედიაში, მაგრამ ისინი საკუთარ რასისტულ შეხედულებებს მიზანდასახული სიცხადით ააშკარავებენ. ამის კარგი ილუსტრაციაა “ოპრიჩნიკ”ბიჩკოვის სტატია უაღრესად მეტყველი სათაურით – «რწმენის სიწმინდე და სისხლის სიწმინდე». სტატიის კვინტესენციას ავტორი შემდეგი სიტყვებით გამოხატავს : ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, რაც უფრო მეტად “წმინდაა”სისხლი, მით უფრო მეტადვლინდება ამ სისხლის მატარებელში ორთოდოქსიისადმი მისწრაფება და, შესაბამისად, რაცუფრო მეტია მეტიზაციის ხარისხი, მით უფრო მეტია მიდრეკილება მრავალნაირიერეტიკული ცდომილებებისადმი [18]. ადვილი მისახვედრია, კონკრეტულად, რომელი ეროვნების ხალხის სისხლის `სიწმინდის~ დაცვის აუცილებლობას გულისხმობდა სტატიის ავტორი ამ `ზოგადი~ დებულების ჩამოყალიბებისას. მეორე ნაციონალისტი პუბლიცისტი არიულ თემატიკაზე მისეულ სპეკულაციებს რუსული ჰომონიმური სიტყვების თამაშზე აგებს. ამიტომ, ვარჩიეთ შემდგომი ციტატა ორიგინალის სახით მოგვეტანა : Славяне. словены, – в переводе на современный: – имеющие Слово Божие, имеющие правую славу, право-славные. Таково самосознание славян в отличие от других языков, хотя и говорящих,но не имеющих Слова Божия, немых… [19] რუს ნაციონალისტებს შორის, ბუნებრივია, არსებობენ ისეთებიც, ვისაც რუსი ხალხის რასობრივ რჩეულობას მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობას არ უკავშირებენ. ფილოსოფოსი ვიქტორ ტროსტნიკოვი კულტურო-ისტორიული კატეგორიებით გამოხატავს თავის რასისტულ მრწამს : … ჩვენი დროის ყველა კულტურო-ისტორიული ტიპებიდან ჩვენ ყველაზე ვრცელი და სრულივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოცდამეერთე საუკუნე რუსების საუკუნე იქნება [20]. ბევრი ნაციონალისტის მიერ რუსეთი აღიქმება როგორც ღვთივრჩეული ქვეყანა, `მესამე რომი~ და ღვთისმშობლის საყდარი, ყველა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია, საყოველთაო აპოსტასიას გაუმკლავდეს: ზუსტად მართლმადიდებელ რუსეთს აქვს ძალა დაიცვას ღვთიური სამყაროსმრავალსახეობის იდეა, მიუხედევად მცდელობისა დაამყარონ ახალი – ერთიანი დაერთგვაროვანი, უღმერთო, ანუ – სატანური მსოფლიო წესრიგი [21]. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პოლიტოლოგი ილიუშენკო რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების ფაშიზმში დადანაშაულების მიზნით, მათში ანტისემიტური ტენდენციების გავრცელებაზე მიუთითებს. ადვილი აღმოსაჩენია, რომ ანტისემიტური ემოციები საყოველთაოდაა გაბატონებული ამ მოძრაობაში, თუმცაღა მათი გამოხატვის ინტენსიურობა ერთი ავტორიდან მეორეზე, ერთი დაჯგუფებიდან მეორეზე გადასვლისას მკვეთრად იცვლება. იცვლება ასევე ის რაციონალური თუ ირაციონალური იმპულსები, რომლებიც ამ ემოციებს კვებავენ. ამ კატეგორიის ავტორთა უმრავლესობა საკუთარ ანტისემიტურ შეხედულებებს პოლიტიკურ და რელიგიურ მოსაზრებებზე აფუძნებს. ამ მოსაზრებებს ხშირად რასობრივი, ეთნო-კულტურული ხასიათის შეხედულებები უმაგრებენ ზურგს. ამ დებულების ნათელი ილუსტრაცია შეიძლება რამდენიმე, ძალზე მეტყველი პასაჟით, რომლებიც ნაციონალისტთა და სხვათაპუბლიკაციებიდან იქნება აღებული. ჩვენ ამის გაკეთებას მოგვიანებით ვაპირებთ, მანამდე კი ანტისემიტიზმის პოლიტიკურ ასპექტებს შევეხებით. ანტისემიტურ პუბლიკაციებში ხშირად ფიგურირებს ანტიგლობალისტური თემატიკა. ცხადია, რომ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტების რელიგიური, ნაციონალური, იმპერიული და ა. შ. ინტერესები არსობრივად შეუთავსებელია გლობალიზაციის პროცესებთან. მიიჩნევა რომ ეს პროცესები ყველაზე მეტად ებრაულ დიასპორას აძლევს ხელს [22]. მათი აზრით, ხალხი რომელიც მთელ ქვეყანაზეა გაფანტული, დიდადაა დაინტერესებული, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფო საზღვრებითა და საბაჟოებით ძნელად შეღწევად ზონებად არ იყოს დაყოფილი. საკუთარ ქვეყანაში არმცხოვრები ებრაელთა უმრავლესობა არაფერს კარგავს ნაციონალური მთავრობების თვითმყოფადობის ლიკვიდაციისას. ყველგან უმცირესობაში მყოფი ხალხი, რომელიც ასწლეულების მანძილზე აკონტროლებს მსოფლიო ფინანსების ნაკადს, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ცენტრებიდან ფინანსურში გადასვლით და მმართველი სტრუქტურების კრიპტოკრატიაში გადაგვარებით. რუსი ნაციონალისტების მტკიცებით, ებრაული დიასპორის დიდი ნაწილის ანტირუსული სახელმწიფოებრივი პოზიცია საერთაშორისო სიონისტური პოლიტიკის ანარეკლია. ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ-პატრიოტული საზოგადოებების სახელით `რუსკი ვესტნიკმა~ შემდეგი განცხადება გააკეთა : დაუშვებლად მიგვაჩნია ებრაული დიასპორის პროსიონისტური ნაწილის რუსეთისპოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში ჩარევა [23]. როგორც მოსალოდნელი იყო, ანტისემიტურ ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი მასონურ თემატიკას უჭირავს. ზემოხსენებულმა `რუსკი ვესტნიკმა~ ამ საკითხს სპეციალური გამოშვებაც კი მიუძღვნა, რომლის სარედაქციო წერილში ჩამოთვლილია მათი აზრით, რუსეთში მოქმედი რამდენიმე `იუდეურ-მასონური~ საზოგადოება და ებრაული, რუსი და სხვა წარმომავლობის იმ პოლიტიკოსთა ვრცელი სია, რომლებიც ამ საზოგადოებებში არიან ჩართულნი და უხილავი `ებრაელი ბელადების~ მიერ იმართებიან. გამოცემის თანახმად : იუდეურ-მასონური ძალაუფლების ყველა ამ განშტოებას ჩვენი ხალხისათვის უბედურება დანგრევა მოაქვს. ყველა ისინი რუსეთის დანგრევაზე, მისი ხალხის გენოციდზე არიანორიენტირებული [24]. ამ სტატიაში უკვე შევნიშნეთ, რომ ნაციონალისტები მუდამ რუსეთის `მტრების~ ძიებაში არიან, ახლახან მოხმობილი ციტატა ამის კარგი ილუსტრაციაა. ცხადია, რუსების მტრების ჩამონათვალი მხოლოდ სიონისტი და მასონი ებრაელებით არ ამოიწურება. `მტერთა სისტემას~ მუდმივი გაფართოების მკვეთრი ტენდენცია ახასიათებს. ამ `სისტემაში~ ქართველებსაც საპატიო ადგილი უჭირავთ. საქართველოსთან, მის ტერიტორიებსა და თავად ქართველებთან დაკავშირებით, რუს მართლმადიდებელ-ნაციონალისტებს შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვთ, რომლებმაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან იჩინეს თავი სხვადასხვა მედიატიურ საშუალებებში. ჩვენ მოგვიანებით ამ საკითხსაც შევეხებით. რუსი ნაციონალისტებისათვის დამახასიათებელ ამ ფუნდამენტალისტურ ტენდენციას – ყურადღების არაჯანსაღ კონცენტრაციას რუსეთისა და მართლმადიდებლობის მტრების იდენტიფიკაციაზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ჩისტიაკოვმა`ინიმიკო-ცენტრისმ~-ი ანუ «მტერო-ცენტრიზმი» უწოდა [25](ლათინური სიტყვისაგან ინიმიცუს – მტერი). სულიერი ატმოსფერო, რომელსაც ასე ზუსტად გამოხატავს რუსი მღვდელმსახურის მიერ შექმნილი ტერმინი, აუცილებლად წარმოშობს ძალადობრივ ტენდენციებს რადიკალურ წრეებში. ამ დებულების საყურადღებო ილუსტრაციას უკვენახსენები `ოპრიჩნიკების~ ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა `რუსკიი პარტიზან~-ი იძლევა. (ჩვენი აზრით, თვით, ამ ჟურნალის სახელი – `რუსკიი პარტიზან~, არაორაზროვანი მოწოდებაა `იუდეო-მასონური~ ძალების მიერ `ოკუპირებული~ რუსეთის გასათავისუფლებლად). პასაჟში რომლის მოტანასაც, ამ ჟურნალის ერთ-ერთი ნომრიდან ვაპირებთ, ავტორი გამაოგნებელი პირდაპირობით მოუწოდებს თავის მომხრეებს ძალადობისაკენ, ამისთვის იგი არ ერიდება მეტისმეტად ექსპრესიული იდიომის და შემზარავი მაგალითის მოხმობას: ასე რომ… სანამ `ებრაული საკითხი~ არ გადაიჭრება (ამასთან ისე რომ, `განდობილებს თმებიყალყზე დაუდგეთ~, მთელი ეს ლაპარაკი `რუსეთის აღორძინებაზე~ ლაყბობის მეტს არაფერსმოიტანს ! … ეს ღირსშესანიშნავი დღე – 1999 წლის 13 ივლისი – დღე, როდესაც კეთილშობილმა რუსმაყმაწვილმა ნიკიტა კრივჩუნმა დანის რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმით (несколькими блестящими ударами) დაჭრა არა მარტო ვიგინდარა ებრაელი აქტივისტის უბადრუკი სხეული,არამედ გაარღვია რუსულ აღორძინებასთან დაკავშირებული, მრავალსწლიანი ვერაგულისიტყვიერი აბლაბუდა. … მან თავისი გმირობით დაამტკიცა, რომ სიტყვა საქმით უნდა შეიცვალოს… . [26] ცხადია, ყველა ნაციონალისტი ასე სკანდალურად როდი ამზეურებს თავის ანტისემიტურ ემოციებს. რესპექტაბელურ წრეებში ცდილობენ, საკუთარი ანტისემიტური განწყობა უფრო `მოკრძალებული~ ფორმით გამოხატონ. ამისთვის უმეტესწილად სიტყვა `жид~-ს იყენებენ, ვითომდა, მხოლოდ და მხოლოდ `ცუდი ადამიანისა~ და `მტრის~ აღსანიშნავად. ამასთან ირწმუნებიან, რომ მათთვის ჟიდი და ებრაელი ერთიდაიგივე ცნებები არ არიან; ამტკიცებენ რომ, ჟიდი გაწაფული ადმინისტრატორია, ეხერხებაგადანაწილება მაგრამ, შექმნის უნარი არა აქვს; მისთვის მთავარია ასო და არა სული; იგი ყველაზე მეტად მატერიალურ კეთილდღეობას ეძიებს და ა. შ. და ა. შ. მაგალითად, მღვდელმსახური მამა დიმიტრი დუდკო აცხადებს, რომ მისთვის `ჟიდი~ სულიერი ფენომენია, იგი ადამიანის სულიერი მდგომარეობის აღმნიშვნელია, მაშინ როდესაც სიტყვა ებრაელის უკან კონკრეტული ადამიანი დგას: ჟიდი – ეს ოქროს ხბოს მსახურების პროფესიაა, ებრაელი – ადამიანია, რომელიც უნდაგიყვარდეს [27]. ჩვენ არ გვსურს მამა დიმიტრის სიტყვების სიწრფელეში ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ იმასაც ავღვნიშნავთ, რომ ნაციონალისტების უმრავლესობა იგივეს არ ფიქრობს და მით უმეტეს, იგივეს არ გრძნობს. მათთვის ებრაელი და ჟიდი ერთი და იგივეა რადგან, ყოველი ებრაელი ჟიდობისთვისაა განწირული. იგი ასეთივე რჩება იმ შემთხვევაშიც კი როცა ინათლება, უფრო მეტიც, როცა ქრისტიანი მღვდელმსახური ხდება. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ებრაელებს მათი ნაციონალური თვისებების გამო `კარგ ქრისტიანად~ გახდომა არ შეუძლიათ. ამ მოსაზრებისსაილუსტრაციოდ, რამდენიმე
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/
|