
ჯეკ კერუაკი - Hozomeen-ის მთა, 63 დღიანი იზოლაცია, მარტოობა აქ - როგორც თვითონ ამბობს ცისფერი ეკრანებისგან შორს. ეს ერთგვარი მთების ხანძარსაწინააღმდეგო ქოხია. მთათა სისტემის ყველა მწვერვალზე ასეთივე ქოხები დგას, აღჭურვილი ყველაფრით, აქ თუ მოხვდები ხელფას იმაში გადაგიხდიან რომ ირგვლივ მიმოიხედო და დააკვირდე სადმე ხანძარი ხომ არ გაჩნდა. რაციებით სხვა ქოხებიდან გიკავშირდებიან, გეღლაბუცებიან - აქ ამოსვლისას გაფრთხილებენ რომ შეიძლება ფანჯარაში დათვმა შემოიხედოს და ეს დიდი უსიამოვნება არ იქნება - თუ თვალს დახუჭავ რამდენიმე წუთით, თავის გზაზე წავა. ცოტა ბრენდი ან ვისკი დაგჭირდება, კარგი ღვინოც გაასწორებს - ეს იმ შემთხვევისთვის როცა შენგან ერთი საფეხურით ქვემოთ - იქ ქვევით ადამიანებთან წვიმა დაიწყება, ელვა არემარეს გაანათებს და შენ ამ ყველაფერს დააკვირდები ზემოდან, ვისკით ხელში. რაცია უნდა გათიშო, აქ საშიშია შეიძლება მეხმაც კი მოგეფეროს. თუ მარტოობა ძალიან მოგწყინდება - შეგიძლია თუნუქის ყუთიდან თუთუნი ამოიღო გაახვიო და გააბოლო... შეგიძლია ბუხარი კარგად დააგიზგიზო და წამოწვე უბრალოდ ჟურნალების საფურცლად ან წიგნების საკითხავად. ცხოვრებაში ბევრ სამუშაოზე მიოცნებია, ახლა ჩამოთვლაც კი შორს წამიყვანს. მაგრამ ასე - როგორც ამ პატარა და მატერიალური თვალსაზრისით ძალიან არაშემოსავლიან - ერთი შეხედვით ამ უპერსპექტივო სამსახურზე ძალიან ვოცნებობ.
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."