მგონი ეს თემა ამ განყოფილებაში უნდა იყოს რადგან უფრო მეტად სპორტსმენებს სჭირდებათ.
მაგალითად მე ეხლა აღმოვაჩინე რომ თურმე როცა წვივის კუნთი მუდმივად იტვირთება გულს უფრო უიოლდება მუშაობა და უფრო დიდხანს ხარ ენერგეულად, ვიდრე როცა წვივის კუნთზე არ მოდის დატვირთვა. რაც იმიტო ხდება რომ როცა წვივის კუნთის ორი თავი იკუმშება ისინი აწვებიან და კუმშავენ მათ შორის მოთავსებულ გულისკენ მიმავალ სისხლ-ძარღვს და სისხლს გულისკენ ქაჩავენ. ამრიგად გულს უფრო უიოლდება სისხლის ფეხებიდან გულისკენ აქაჩვა, რაშიც მას ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს ჩვეულებრივ შემთხვევაში უდიდესი ენერგია ეკარგება.
ჩემ თავზე დაკვირვებით, თუ წვივის კუნთს გამუდმებით შევკუმშავ ორჯერ დიდხანს ვვარჯიშობ ხოლმე. ამისთვის კი საჭიროა მუდმივად ფეხის წვერზე ვიდგეთ და ისე ვიაროთ, ვირბინოთ რომ მუდმივად იჭიმებოდეს.
ექიმები წვივის კუნთს მეორე გულს ეძახიან.
This post has been edited by bfjribhs on 2 Feb 2014, 14:07
მიმაგრებული სურათი