https://ncdc.ge/#/pages/content/d5ea699c-93...64-c85061b42762გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა - სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული პერსონალი და სხვ. მათთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 ოქტომბრიდან, ხოლო 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერი პირისთვის 6 თვის ასაკიდან.
გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს - ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას.
გრიპისმაგვარ სიმპტომატიკას 200-მდე ვირუსი იწვევს. გრიპის ვაქცინა მხოლოდ გრიპის ვირუსებისგან იცავს. დაასწარით გრიპის ვირუსს! დროულად ჩაიტარეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია!
ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ შემდეგ დაწესებულებებში:
https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8...9d-f48cfb1e6c22