თემა ეხება ზოგადად LGBT საზოგადოების სოციალურ პრობლემატიკას.
„LGBT - აბრევიატურა, რომელიც ნიშნავს ლესბოსელს, გეის, ბისექსუალს და ტრანსგენდერს.“
არ მგონია ვცდებოდე და ეს თემა ბევრად უფრო აქტიური და მგრძნობიარეა დღევანდელობისთვის ვიდრე უწინ იყო, შეიძლება იმიტომ რომ კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპზე ვართ სადაც ადამიანების შეგნებაში შემოდის ინდივიდის ცნება როგორც დამოუკიდებელი არსების, რომელსაც სრული უფლება აქვს იყოს ის ვინც თავად არის და არ იყოს მონა მონათმფლობელის ხელში.
თუმცა ფაქტია, საზოგადოების ამ ნაწილისადმი დამოკიდებულება ზოგ ან ბევრ შემთხვევაში ადამიანურ ღირებულებებთან ახლოსაც არ დგას, უფრო შორს რომ არ წავიდეთ ქართულ რეალობაში ეს კარგად ჩანს.
ფაქტია ისიც, რომ ამ უახლოეს ისტორიაში, ქართული ეკლესიის და მისი მრევლის უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტი ვიდრე LGBT-ის წინააღმდეგ იყო არ მომხდარა.
ეს ან იმიტომ რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არ არსებობს
ან იმიტომ რომ ამ პრობლემასთან ბრძოლა ყველაზე ადვილია რადგან უმცირესობებთან (ანუ სუსტებთან) აქვთ საქმე
ან ეკლესია პირდაპირი მიმართულების საფრთხეს ხედავს და უბრალოდ საშიშად აღიქვამს ზოგადად თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალი ცხოვრების წესს.
ან ........?
მაგრამ ეკლესიას ვინ მისცა დასჯის უფლება, ღმერთმა?!
რატომღაც უმცირესობების წინააღმდეგ დაუფარავი აგრესიის ფაქტებს ეკლესია არ გმობს და არ აქვს საერთოდ პოზიცია. დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია ე.ი ეკლესია ეთანხმება ძალადობის ამ მიმართულებას. მგონი აქ აღმოჩენა არაფერია და დავანებოთ თავი.
მეორე პრობლემა რატომაც შეიძლება ებრძოდეს უმრავლესობა ამ საზოგადოებრივ "ინსტიტუტს" არი ეროვნული, სახელმწიფოებრივი, ისტორიული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის ქვეცნობიერი ან ცნობიერი სურვილი/მიდრეკილება.
და აქ როგორაა საქმე, ღირებულებებში ვცდებით თუ ამ ღირებულებების მტრების გარჩევა გვიჭირს
რომელ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება ადამიანის სექსუალური მიდრეკილება და რომელი ასეთი ღირებულება გვაძლევს ადამიანის ჩაგვრის უფლებას?
რათქმაუნდა ეს საკითხი მარტო ჩვენი კიარა მთლიანად გლობალური პრობლემაა.
........
მგონი პაკო საბელაშვილი იყო საქართველოში პირველი დამაარსებელი ამ LGBT საზოგადოების ორგანიზაციის ვარიანტში. ახლა ბევრად ძლიერები არიან და დაფინანსებაც ასე თუ ისე აქვთ
ხოდა გვეწვევა ისევ 17 მაისი და რას ვაპირებთ გადავწყვიტოთ.
შევამკოთ ილუსტრაციებით


ჩვენები

რახან ამდენი მტერი ყავს ასეთ ხალხს იქნებ იმათ განმარტონ: რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავს ლგბტ საზოგადოების თავისუფალი თანაარსებობა ჰეტერო საზოგადოებასთან
რა შეიცვლება ჩვენში, საზოგადოებაში და ზოგადად ადამიანებში თუ ლგბტ_წევრი საზოგადოება სრულიად ნორმალურ, ჯანსაღ საზოგადოების ნაწილად ჩაითვლება.
რაში მდგომარეობს პრობლემის მთავარი არსი
როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა საქართველოში (და არამარტო) და ვინ უნდა დათმოს პოზიციები და რატომ.
საკითხი თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ განავრცოთ ამ თემის გარშემო