#39970907 · 24 Feb 2014, 17:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა უფრო რელიგიურია, მაგრამ სადაც განყოფილებაში რელიგიურ თემებზე მსჯლობენ კი არა ღადაობენ, საჭიროდ ჩავთვალე თემა გამეხსნა და მართებული პოზიცია წარმომდგინა ბოლო დროინდელ ამბებზე. (საფლავების გახსნა და აშშ.)
წყარო- ეისბუქის კედელი დავით ჩიკვაიძე:
1. ფაქტი: ქართველი "თეოლოგი", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, შეიძლება დარჩეს უვიცი და მარტივი ბიბლიური "პასაჟებისა" და "ნარატივების" უცოდინარი. სამაგიეროდ, ეყოფა გამბედაობა საკუთარ თავს უწოდოს "თეოლოგი" და დააფიქსიროს საკუთარი "კომპეტენტური აზრი" ნებისმიერ საღვთისმეტყველო საკითხზე, მაგალითად, წმინდანთა პატიოსანი ნაწილების აღმოყვანებაზე.
მორალი: დაახლოვებით ის, რომ "მარტო წვრთნა ვერ შველის", ანუ წამყვანი ევროპული უმაღლესი სასწავლებელიც კი შეიძლება უძლური იყოს (შესაძლოა, სხვა ვარიანტიც - მის სახელმძღვანელოში ეს ადგილები ამოხეული იყო).
2. ფაქტი: ქართველმა "ლიბერალმა" შეიძლება გამეტებით ჩაწიხლოს მისგან "განსხვავებული", მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანი, რომელსაც სწამს, რომ წმინდანის წმინდა ნაწილიებისადმი პატივის მიგება მისი რელიგიის არსებითი ნაწილია. ამასთან, ეს "ლიბერალი" დარჩეს "პლურალიზმის" "მანიფესტაციური" და "დეკლარაციული" "აპოლოგეტი".
მორალი: "ქართული ეროვნული ლიბერალიზმი" - "განსხვავებულის პატივისცემა ვიცი მე ტრაქტატებში და დეკლარაციებში, ან, როცა მე ვარ გასხვავებული!"
3. ფაქტი: ქართველ "ინტელექტუალს", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს, მხოლოდ "ნეკროფილიის" ასოციაცია.
მორალი: იხ. 1-ლი.
4. ქართველი "რუსეთის მტერი ნაციონალი", გასაგებია, რომ თავის დროზე მ. გაბრიელმა ლენინის პლაკატი დაწვა და ამით იმპერიალიზმს და ტირანიას დაუპირისპირდა და სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვენი გმირიც იქნებოდა, მაგრამ ...
მორალი: გაუგებარი!
5. ქართველი "უფლებადამცველი" და "თეოლოგი", შეიძლება პრინციპულად და ისტერიულად დუმდეს, როდესაც საჯაროვდება, რომ ყოფილი შს მინისტრი დაუფარავად ითხოვს ადამიანების მოკვლას და მათი "გვამების" მირთმევას (ნუ, მანამდე "ციხის კადრებზე"), სამაგიეროდ ისტერიულად შეშფოთდეს, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საკუთარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ასრულებს და წმინდანთა "პატიოსან ნაწილებს" პატივს მიაგებს.
მორალი: ...
6. ფაქტი: საქართველოს ეკლესია ცდილობს წმ. მამების წმინდა ნაწილები, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ტაძარში გადაასვენოს.
მორალი: იქნებ წმინდანის პატივის მისაგებად მისული "მრევლი" ტაძარში სავალდებულო შესვლით მაინც დაეჭვდეს ამ კონკრეტული წმინდანისა და ქრისტიანობის კავშირზე და სამომავლოდ ღმერთიც იწამოს, წმინდანის გარდა.*
*ნუ ეს, სასურველი "მორალი", რეალური კი - სადღაც წმინდანის გაკერპებასა და ქრისტიანულ ტრადიცის შორის.
7. ფაქტი: ქართველი "მრევლი", შეიძლება შეწუხდეს იმით, რომ წმინდანის საფლავის ტაძარში მოთავსება საფლავიდან "წმინდა მიწის" წაღებას შეუძლებელს გახდის.
მორალი: მთავარია მადლი და არა "წმინდა მიწა"!*
*ესეც სასურველი, რეალური - კანდელის ზეთი ხომ იქნება!
ფაქტებისა და მორალის ერთობლიობა შემდეგ სურათს ქმნის: აბსტრაქტული და ფასადური რწმენა, ინტელექტი და ფასეულობები!
--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."
http://celsius-233.blogspot.com/
|