ირაკლი ღარიბაშვილი - ვენახის, მარნის დაცვა და მოვლა ჩვენი ვალდებულებაა
14:17 11-02-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - ვენახის, მარნის დაცვა და მოვლა ჩვენი ვალდებულებაა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქართველმა გლეხმა ვაზი ისევ გაჩეხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, "ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის" პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ვენახის, მარნის დაცვა და მოვლა ეს ჩვენი ვალდებულებაა.
"ვენახს და მარანს ქართველი გლეხი განსაკუთრებული შეგნებით იცავს და უვლის. მე ვამბობ სიტყვას "იცავს", რადგან ბოლო დროს რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ქართველმა გლეხმა კახეთში თავისი ხელით რამდენიმე ვაზი გაჩეხა. ეს იყო ტრაგედია ჩვენთვის, რაც არასდროს განმეორდება. ვაზის და ღვინის ქვეყანაში ეს აღარ უნდა მოხდეს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიზრუნოთ ამ დარგის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიოს ანცვიფრებს.
"ჩვენ ესე შემოვინახეთ, ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიოს ანცვიფრებს და ეს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შემთხვევით არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკო-მ არამატერიული კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიაჭა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ............................................ირაკლი ღარიბაშვილი ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის
13:45 11-02-2014
ირაკლი ღარიბაშვილი ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში ღვინის მუზეუმის შექმნის, საქართველოში კი ღვინის დღის დაწესების ინიაციტივით გამოდის.
შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ეროვნულ მუზეუმში იმართება.
"გამოვდივარ ინიციატივით თბილისის ღვინის მუზეუმი შეიქმნას, ეს გახდება ცენტრი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება თავმოყრილი. დარწმუნებული ვარ არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი არ მოაკლდება. მივმართავ ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობას მუზეუმის პროექტზე მუშაობა დაიწყოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეხეება ქართული ღვინის დღეს, პრემიერის ინიციატივაა, რომ ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნოს.
"ასევე, გამოვდივარ ინიციატივით, აღვნიშნოთ ქართული ღვინის დღე და ეს დღე იყოს ოქტომბრის ბოლო კვირა დღე. ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო პოპულარიზაციას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა...........................................ეს მართლა კაი ინიციატივა და გადაწყვეტილებაა