ვერც დაინახავ. არ პრავდება ალავიძე არანაირად.
და არც კბილაშვილის მონაბოდი პრავდება ერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაზე. საოცარი კომენტარი გააკეთა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა.
თბილისის პოლიციის ყოფილ უფროს სოსო ალავიძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პოზიცია ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა , არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეში ალავიძის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება არსებობს.
"როგორც იცით, ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ მოწმის ჩვენება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მასთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, ალავიძე, ჯერჯერობით, დაკითხული არ არის. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი საქართველოში, მთავარმა პროკურორმა შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, კომისიის წევრებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე მონიტორინგი ევალებოდა, ზეწოლა მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოწმის ჩვენებით, საქმეში კონკრეტული გვარები ფიგურირებს, მათ შორის შევარდნაძის დროს თბილისის პოლიციის უფროსის სოსო ალავიძის გვარი. მოწმის ჩვენებით, სოსო ალავიძე ამჟამად დაკავებულ ნახუცრიშვილთან და ბედიასთან ერთად ახდენდა ზეწოლას, რომ ტენდერში კომისიას მხარი დაეჭირა ერთი კონკრეტული კომპანიისთვის.
ამ ინფორმაციას პროკურატურაში ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა, უწყებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავენ.
ასევე უცნობია, მოუწევს თუ არა დაკითხვაზე მისვლა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან გადამდგარ დავით კირვალიძეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანები და ექსპერტთა ჯგუფის წევრები, სულ 10-მდე ადამიანი, სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკაშირებით ორი დღის წინ დააკავეს.
დაკავებულებს წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც თანხების მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულთაგან რამდენიმეს ბრალი სხვა მუხლებითაც წარედგინათ. 182-ე მუხლი მაქსიმალურ ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...li-ar-aris.htmlტიპებმა აგრარულის ლექტორები დააკავეს კორუფციის ბრალდებით და ალავიძეს დაკითხვაზეც არ იბარებენ, კირვალიძეზე რომ გავჩუმდეთ და არაფერი ვთქვათ.
წვრილფეხობაზე გადატეხეს ჯოხი და გონიათ რომ ეს არ ჩანს.
This post has been edited by bluebird_s on 4 May 2013, 18:02