ვაბშე რატო შედიხართ ამ ტრუხა ტრუხა საიტებზე ?
მე ipn ის გარდა არავის არ ვენდობი
მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე" მეტრპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მეტროპოლიტენის პრესამსახურში განუცხადეს , ძაბვის ვარდნის გამო მატარებელი დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში გაჩერდა.
ამასთან, ძაბვის ვარდნამ შეფერხება მეტროპოლინეტის მხოლოდ ერთი ხაზის, ვარკეთილიდან ახმეტელის მიმართულებით გამოიწვია.
მათივე თქმით, სახანძრო სამსახურში ერთ-ერთმა ქალბატონმა დარეკა, თუმცა სამაშველოს სამსახურის ჩარევა საჭირო არ გამხდარა და მეხანძრეები უკან გააბრუნეს. მგზავრების ევაკუაცია არ მომხდარა.
საგანგებო სიტუაცების სამსახურში განაცხადეს, რომ "მარჯანიშვილის" მეტროში ერთ-ერთ ვაგონში მოკლე ჩართვა მოხდა, თუმცა ამას ხანძარი არ გამოუწვევია.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...sakheldeba.html