#62111430 · 8 Jun 2025, 18:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ ხართ აბა? არის მუხტი? გარბის ბიძინა? ნახატები წაიღო ხომ უკვე?
უკვე რამდენი წელია, ოცნება ხომ თავის ხალხს და მთელ ქვეყანასაც აბოლებს და ალენჩებს..მაგრამ არც ოპოზიციური ფლანგია მთლად უსაქმურად, ყველაზე მავნებელი, რაც შეიძლება ქნას ოპოზიციამ (არამხოლოდ პარტიებმა) არის ის, რომ შექმნაც ცრუ მოლოდინები, დააკნინოს მოწინააღმდეგე და ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ამყოფოს მუდმივ აბსურდში...რომელიც შემდეგ ნიჰილიზმად გადაიქცევა
ყველაზე გავრცელებული ბოლია: ხიხო- ანუ ივანიშვილის დაკნინება მისი სოფლური წარმომავლობისა და მენტალიტეტის გამო, ანუ დებილია სამკუთხედთავა- ამჯერად ვიზუალური დაკნინება...ანუ თითქოს არარაობაა ამის გამო და მარტივი საკბილო გარბის- ეს პერიოდულად შემოგდებული ბოლია, თითქოს ეგაა, გატყდა სისტემა და გარბის უკვე ბიძინა, მოვიგეთ ფული არ აქვს- მითი. რომ მას საკუთარი ფული არ აქვს და კრემლიდან აფინანსებენ, მასზეა ჩამოკიდებული და შესაბამისად მისი ძალაუფლება მყიფეა სისტემიდან გარბის ხალხი- პერიოდული ნიუსი, რომელიც გვეუბნება რომ ეგაა..მოეკითხათ და ვირთხები უკვე გარბიან გემიდან უინტელექტობა- ეს მართალია, ძირითადი ბირთვი მართლაც აბსოლუტური იდიოტები ყავთ ქოცებს, დებილი და ამბიციური ხალხი, არაფერში კომპეტენტური....მაგრამ სწორედ ესაა მათი მორჩილების მიზეზი. საკუთარი ადგილის დაკარგვის შიშით ბატონს საფლავში ჩაყვებიან ცოტაც კიდევ და ვიგებთ- ქრონიკული ბოლი, არასოდეს გამართლებული
ჰოდა რატომ გვაყ***? მოწინააღმდეგეს ვერ ერევით, ვერც ჭკუაში ჯობნით როგორც ჩანს და ერთადერთი მეთოდი თითის გაშვერა და ღლიცინი დარჩა? დაიღალა ხალხი, იმედი გადაიწურა...ბევრი საერთოდ ქვეყნიდან გარბის, რადგან აღარ აქვს ხმის ამოღების რესურსი ბევრი გააჩუმეს, მოგუდეს, დააყადაღეს, დააშანტაჟეს, დააჯარიმეს...ნელნელა იმ აქციების ყველა მხარდამჭერს და მომხრეს აკითხავენ, აკარგინებენ სამსახურებს და ზოგიერთები კი ხედავთ ციხეშიც ზიან, იმედის გარეშე
ვიღაც-ვიღაცებს რომ გაქვთ დალაგებული შემოსავალი და ხვალინდელი დღის შიში არ გაწუხებთ..თქვენი აზრით ჩვეულებრივი ხალხიც მასეა და შეუძლიათ წლობით წრეზე სიარული? იმით ამაყობენ რომ უკვე 200 დღეა აქცია მიდის....მერე?
--------------------
ნულოვანი ტოლერანტობა , ყველა ციხეში
გლობალისტი კი არა ცრუპენტელა დემაგოგი ხართ თქვენ -©megre
ზოგს ისე აინტერესებს ვისი ვისაშია,თითქოს ყველასი მისაშია @ ვინმე ფორუმელი
|