#39813828 · 12 Feb 2014, 16:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 84-ე ადგილზეა
ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2014 12:17 თბილისი (BPI) – საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს ახალ ანგარიშში, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 84-ე ადგილზეა და გასულ წელთან შედარებით ქვეყნის მაჩვენებელი 6 პუნქტით გაუმჯობესდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდა. ასევე, ანგარიშში ნათქვამია რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები აისახა მედიასივრცეზეც, კერძოდ, საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისათვის დაბრუნებაზე, ასევე ყოფილი პრემიერის კუთვნილი არხის დახურვაზე, რომელმაც ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლაში. ანგარიშში ხაზგასმულია მაუწყებლობის შესახებ ახალი კანონის მიღების საკითხი, რასაც საზოგადოებრივ მაუწყებელში საკადრო ცვლილებები და თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.
პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს უსწრებს სომხეთი, რომელიც 79-ე ადგილზეა. ასევე, მოლოდვა - 56, უკრაინა - 127-ე, თურქეთი - 154-ზე, რუსეთი - 148-ზე, აზერბაიჯანი კი - 160-ზე.
liberali.ge
--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
|