გამარჯობათ.
google-ში ამ საკითხის უშედეგოდ ძებნის შემდეგ გადავწყვიტე აქ გავხსნა თემა და თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე.
მინდა მოვძებნო ისეთი პროგრამა რომელიც PAL და NTSC ფორმატებს გადაიყვანს ერთმანეთში მაქსიმალურად კარგი ხარისხით. კარგ ხარისხში ვგულისხმობ ისეთ გადაყვანას რომელსაც ოფიციალურ DVD-ებზე აკეთებენ როცა მასალა გადაღებულია ერთ ფორმატში და საჭიროა მისი მეორე ფორმატში გადაყვანა.
მინდა 50i გადავიყვანო 60i-ში ისე რომ მოძრაობა კარგად იყოს შენარჩუნებული. ვცადე AVS და movavi, არცერთმა არ მომცა სასურველი შედეგი. ამ პროგრამებს 50i ჯერ თითქოს 25p-ში ან 24p-ში გადაყავთ, და მერე გარდაქმნიან 60i-ში. პროგრესიულ კადრში გადაყვანისას კი უკვე იკარგება მოძრაობის უწყვეტობა და საბოლოო ვიდეო აღარ გამოდის ისეთი კარგი.
როცა კინოსთან ან კლიპთან გვაქვს საქმე ეგენი ისედაც პროგრესულ კადრებს შეიცავენ და მაშინ არაა პრობლემა. ხოლო აი როცა კონცერტულ ჩანაწერთან გვაქვს საქმე მაშინ იქ გვაქვს interlaced კადრები, რომელიც უნდა გარდაიქმნას ისევ interlaced-ში . ამის გასაკეთებლად უფრო რთული ალგორითმებია საჭირო როგორც ვხვდები და მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე ხელმისაწვდომი პროგრამა რომელიც ამას აკეთებს.
ცოტა რთულად მაგრამ მგონი მაინც გარკვევით დავწერე