ქართული თარგმანი (foreignpress.ge)
ქართველებმა პირველებმა ისროლეს
ჯონ სვენი
9 ნოემბერი 2008
ორი ყოფილი ბრიტანელი ოფიცერი საქართველოს წინააღმდეგ გადამწყვეტი ჩვენების მისაცემად ემზადება. ისინი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ელოდებიან, რომლის მიზანია გაარკვიოს - ვინ დაიწყო ხუთდღიანი სისხლისმღვრელი ომი აგვისტოში.
ბრიტანეთის არმიის ყოფილი კაპიტანი რაიან გრისტი და ბრიტანეთის სამეფო ავიაციის (RAF) ქვედანაყოფის ყოფილი უფროსი სტეფან იანგი, აცხადებენ, რომ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაბომბვებს დაიწყებდა, ქართული რაკეტები და არტილერია უკვე ბომბავდნენ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო ობიექტებს, 15 ან 20 წამის შუალედით.
მათი ჩვენება ამერიკელების მხარდაჭერილი პრეზიდენტის ვერსიას, თითქოს მისი პატარა ქვეყანა რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა, ეჭქვეშ აყენებს.
ომის დროს ორივე, გრისტიც და იანგიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მთავარი ფიგურები იყვნენ. ორგანიზაციამ საკუთარი უიარაღო მონიტორები კონფლიქტის ზონაში განალაგა, რათა სამხრეთ ოსეთში არსებულ დაძაბულობას ეკლო. რეგიონი საქართველოს, სეპარატისტული ბრძოლების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის მხარდაჭერით გამოეყო.
იმ ღამით, როდესაც ომი დაიწყო, გრისტი ეუთოს საქართველოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. ის უიარაღო მონიტორებზე აგებდა პასუხს, რომლებიც ომის გამო ხაფანგში აღმოჩდნენ. გრისტმა მისი მონიტორების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონფლიქტის მისეული შეფასება ევროსაბჭოს დიპლომატებს თბილისში გააცნო.
გრისტმა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ მალევე გადადგა, ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის მისამართით პირველი საომარი შეტევები საქართველომ წამოიწყო.
"თუკი პროვოკაციაზეა საუბარი, ჩემთვის ცხადი იყო, რომ (ქართული) თავდასხმა, აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული, სწორედ ასეთი მოვლენა იყო", თქვა მან, "ჩემი აზრით შეტევა ქალაქზე განურჩევლად მიმდინარეობდა".
გასულ თვეს, იანგმა ბრიფინგი გამართა, სადაც ამ თემაზე დეტალურად ისაუბრა და დაეთანხმა მონიტორების შეფასებებებს, რომელთა მიხედვითაც იმ ღამით, როდესაც სააკაშვილმა ცხინვალზე შეტევის ბრძანება გასცა, ქართულ სოფლებს უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ ესროდნენ. ქართული მხარის თავდასხმას დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირების და რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვა მოჰყვა.
"იქ რომ ის ტერიტორიები დაბომბილიყო, რომლებზეც ქართული მხარე საუბრობს, ჩვენი მონიტორები ამას გაიგებდნენ, მაგრამ მათ არაფერი გაუგიათ", ამბობს იანგი, "აქა-იქ მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღიდან გასროლის ხმები ისმოდა".
ბერნარ კუშნერმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის პროცესში შუამავლობდა და რუსეთის საქართველოში შეჭრას მკაცრად აკრიტიკებდა, ხვალ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქეთა მინისტრების შეხვედრაზე, კონფლიქტზე საგამოძიებო კომისიის შექნის შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს.
გამოძიებას შვეიცარიელი ექსპერტი უხელმძღანელებს. კომისია კონფლიქტში დამნაშავე მხარის გარკვევას შეეცდება. ევროპელების და ეუთოს წყაროების ცნობით, კომისია ყოფილ ბრიტანელ ჩინოვნიკებსაც დაკითხავს.
გამოძიება იწყება მაშინ, როდესაც ევროკავშირი არბილებს მის უკომპრომისო პოზიციას რუსეთის მიმართ, ასევე ევროპელების მზარდი სკეპტიციზმის ფონზე სააკაშვილის გონივრულ ქმედებებთან დაკავშირებით.
ამ თვეში ევროპა მოსკოვთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების განახლებისთვის ემზადება, რომელიც რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრის და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამო შეჩერებული იყო.
მართალია, გრისტმა და იანგმა სურათის მხოლოდ ნაწილის შესახებ იციან, მაგრამ მათი ჩვენებები რუსეთის მხარი პოზიციას ეხმიანება, რომელიც ამტკიცებს, რომ მათმა საჯარისო ნაწილებმა საქართველოს ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ გადალახეს, როდესაც ქართული შეტევა უკვე დაწყებული და რეალიზაციის პროცესში იყო.
საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა 7-8 აგვისტოს. დღისით ეუთოს პატრულმა ქართული არტილერიისა და გრადის ტიპის სარაკეტო დანადგარების კონცენტრაცია ანკლავის საზღვრებს მიღმა შენიშნა. საღამოს 6 საათზე მონიტორები ქართული მხრიდან სოფლის შესაძლო საარტილერიო დაბომბვაზე ალაპარაკდნენ.
საქართველომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ღამის 11 საათზე განაცხადა, რომ ქართული სოფლები იბომბებოდა და სამხრეთ ოსეთში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საომარი ოპერაცია დაიწყო.
ამას მალევე მოჰყვა ქართველების მხრიდან ცხინვალის დაბომბვა. დღის 12:35 საათზე მონიტორებმა ცხინვალში აფეთქებული 100-ზე მეტი რაკეტა თუ ორმო აღრიცხეს.
რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე არმია და ჯავშანტექნიკა გაგზავნა და განაცხადა, რომ ამას საკუთარი ძალების მხარდასაჭერად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აკეთებს. რუსეთის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას მისი კრიტიკა მოჰყვა, რამაც გაართულა ურთიერთობები მოსკოვსა და დასავლეთს შორის.
ბევრმა დასავლელმა ლიდერმა რუსეთი ექსპანსიონისტ გიგანტად წარმოადგინა, რომელიც თავს დაესხა მის ერთი ციდა მეზობელს. მათ საქართველოს დაცვა და ამ ფონზე მისი ნატოში დაჩქარებული წესით მიღება – სააკაშვილის ყველაზე დიდი ოცნება - მოითხოვეს.
სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, რადგან "ჩვენ გვინდა თავისუფლები ვიყოთ" და რომ მისი ქვეყანა თავდაცვით ომს აწარმოებდა.
მისი მთავარი არგუმენტი გახლდათ ის, რომ მან სამხრეთ ოსეთზე შეტევის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, როდესაც მას სატელეფონო ზარების თაობაზე შეატყობინეს, რომლებიც იუწყებოდნენ რომ რუსული ჯავშანტექნიკა და არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ.
"ჩვენ რუსული არმიის გაჩერება გვსურდა, რომ მათ ქართულ სოფლებამდე ვერ მიეღწიათ", თქვა სააკაშვილმა. როდესაც ჩვენი ნაწილები ცხინვალისკენ გადაადგილდებოდნენ, რუსები ქალაქს ბომბავდენენ. ეს მათ გაასწორეს მიწასთან ქალაქი, და არა ჩვენ".
რუსეთი ამბობს, რომ სააკაშვილის ბრძანებით ომი ღამის 11:30 საათზე დაიწყო, გაცილებით ადრე, ვიდრე რუსეთის საჯარისო ნაწილებმა და სამხედრო ტექნიკამ როკის გვირაბის გავლით საზღვარი გადალახა.
როგორ დაიწყო ომი
7 აგვისტო, დღის 15:00 საათი - ეუთოს მონიტორებმა ქართული არტილერიის კონცენტრაცია სამხრეთ ოსეთისკენ მიმავალ გზაზე შეამჩნიეს.
18:10 საათი – რუსი მშვიდობისმყოფელები ეუთოს აცნობებენ, რომ ქართულმა არტილეიამ სოფელ ხეთაგუროვოს (სამხრეთ ოსეთი) ცეცხლი გაუხსნა.
19:00 საათი – საქართველომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.
23:00 საათი – საქართველო აცხადებს, რომ მისი სოფლები იბომბება და სამხრეთ ოსეთზე შეტევას იწყებს
23:30 საათი – ქართული არმია ცხინვალს ბომბავს
23:45 საათი – ეუთოს მონიტორები აფიქსირებენ, რომ ცხინვალი 15-20 წამის შუალედით იბომბება
8 აგვისტო, დღის 12:15 საათი - რუსი მშვიდობისმყოფელების ხელმძღვანელი აცახადებს, რომ მის ნაწილში მსხვერპლია. მოგვიანებით რუსეთი ამბობს, რომ საქართველოში ის მშვიდობიანი მოქალაქეების და მშვიდობისმყოფელების დასაცავად შეიჭრა.
http://www.timesonline.co.uk/tol/news/worl...icle5114401.eceლიცემერი: ძალიან გაუაზრებლად ვიღებთ ყველაფერს . უფრო სწორად ჯერ წყალს ვსვავთ იმიტომ, რომ მოგვწყურდა და მხოლოდ მერე ვხვდებით, რომ ეს ის სუფთა წყაროს წყალი არ ყოფილა
This post has been edited by licemer on 9 Nov 2008, 21:11
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.