#39843042 · 14 Feb 2014, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ამ კოლექტივში ზოგი პრივილეგირებულია, ზოგიც – არა. ვინც მეტს იყვირებს, იმას მეტად აფინანსებენ, ზოგიერთები კი, რომლებიც ორგანიზაციის პასიურ წევრებს წარმოადგენენ, მხოლოდ გზის ფულისა და ტელეფონის ფულის ამარა არიან. ვინც ე.წ. „ლიდერად" ითვლება, ყველას ხელფასი აქვს" - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას. „თავისუფალი ზონის“ წევრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციას მერია პირდაპირ არ აფინანსებს, მაგრამ მისი ზოგიერთი წევრი მერიაშია დასაქმებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გირშელ ბართაიაა, რომელიც მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურშია გაფორმებული. ორგანიზაციის აქტივისტები კი, შტატგარეშე თნამშრომლებად ჰყავთ გაფორმებული. „ეს ორგანო ნაციონალების ბოლო ოფიციალური ნავსაყუდელია, ამიტომ რაც შეუძლიათ, ბოლო გაბრძოლებასა და მომხრეებისთვის ბოლო ფულის გაღებას არ ერიდებიან. ერთჯერადადი აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკასაც კი მერია აფინანსებს. აბა, თქვენ რა გგონიათ, ასეთ მშიერ ქვეყანაში ვინმეს ვანო და ახალაია ადარდებს? ეს ახალგაზრდები ნაცების დროს ასე თუ ისე დასაქმებულები იყვნენ, ზოგი კოორდინატორად იყო გაფორმებული და ზოგი კიდევ ისე იღებდა ხელფასს, რა თქმა უნდა ამის სანაცვლოდ, რომ როცა ნაცებს დასჭირდებოდათ, აქციებისთვის ყველა მზად ყოფილიყო. ან უმუშევრობის პირობებში, ამ ახალგაზრდებს სხვა რა გზა აქვთ?“ - აცხადებს ორგანიზაციის წევრი.
|