#39844588 · 14 Feb 2014, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამტრედიის სათნოების სახლში 5 მოხუცი გარდაიცვალა. წმინდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლის დირექტორის მოადგილის, ნათია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ხუთი ბინადარის გარდაცვალების მიზეზი ა ტიპის ვირუსია.
როგორც ნიკოლეიშვილმა თემის კომენტირებისას „პრესა.ჯი“-ს უთხრა, სამტრედიის ჯანდაცვის ცენტრის პირველადი მონაცემით, გარდაცვალების მიზეზი H1N3 გახდა.
ნათია ნიკოლეიშვილი: ეს ადამიანები 12 და 13 თებერვალს დაიღუპნენ, დაფიქსირდა უეცარი სიკვდილი, ღამის პირველი საათიდან 8 საათამდე მონაკვეთში დაიღუპა ხუთი ბენეფიციარი.
მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 6 ბენეფიციარი, ისინი გადაყვანილები არიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.
„პრესა.ჯი“: დაიწყო გამოძიება, დაიკითხა პერსონალი?
- გამოძიება დაწყებულია, სამართალდამცავები ჩვენ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. შემოწმდა ყველაფერი - საკვები პროდუქტებიდან დაწყებული საცხოვრებელი ოთახებით დასრულებული.
ჩვენ თქვენთან ერთად ველოდებით გამოძიების დასრულებას.
- ხომ არ უკავშირდება ბენეფიციარების გარდაცვალება ანტისანიტარიას ან არასასურველ საყოფაცხოვრებო პირობებს?
- ორივე მათგანს კატეგორიულად გამოვრიცხავ, საკვებით ინტოქსკაციაც გამორიცხულია.
- გარდაცვალების მიზეზი თუ არის მედიკოსების მიერ დადგენილი?
- ქუთათაისის ჯანდაცვის ცენტრიდან დღეს მივიღეთ პასუხი, დადგინდა რომ გარდაცვალების მიზეზი ა ტიპის ვირუსია. თუმცა რამდენად ზუსტია ეს დიაგნოზი, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ.
შემიძლია გითხრათ, რომ სპეციალისტებმა ნაცხის და შარდის ანალიზები გააკეთეს, შემოწმდა ყველა თანამშრომელი და ბენეფიციარი.
საუბარია H1N3 ვირუსზე, ექიმები ახლაც აქ იმყოფებიან და ეს დიაგნოზი კიდევ დაზუსტდება“.
„პრესა.ჯი“ სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარეს, ემზარ შუბლაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით საქმეს სამტრედიის საოლქო პროკურატურა იძიებს.
|