გამაროჯობა ყველას,
მაინტერესებს საინტერესო ინსტაგრამის ქართველი მომხმარებლები.
საინტერესოში ვგულისხმობ, არა საკუთარ სურათებს არამედ რაიმე თემაზე (არაა აუცილებელი მაღალი ხარისხის, არამედ უფრო საინტერესო) ქართველი მომხმარებლებისგან.
მობილური ტელეფონით გადაღებული სპონტანური ფოტოები თუნდაც. ინსტაგრამის იდეაც პრინციპში ესაა და არა მხოლოდ ფოტოაპარატით გადაღებული და მერე ატვირთული.
იყოს თუნდაც რაიმე ფირმის ოფიციალური (ქართველი მომხმარებლების მიერ გადაღებული) გვერდი. საქართველოს ბანკი აქვეყნებს საინტერესო სურათებთან ერთად ვალუტის კურსს
ამის გარდა წავაწყდი რამდენიმე საინტერესო მომხმარებელს...
საქართველო ტურიზმის კუთხით, ეს ორივე მომხმარებელი ძალიან კარგ სურათებს დებენ:
GEORGIATRAVELinstagram.com/georgiatravelდა
GEORGIAINSTAinstagram.com/georgiainstaძალიან საინტერესოა საათების თემაზე, მსგავს ქართულ რეალობაში არ შევხვედრივარ,
მართალია უფრო მარკეტინგული ფონი აქვს, მაგრამ ფოტოგრაფიის კუთხით საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება:
SEVENFRIDAYinstagram.com/sevenfriday_caucasusასევე ბათუმზე ძალიან კარგი გვერდია:
BATUMIGEinstagram.com/batumigeმიკვირს რომ თბილისზე ვერ ვიპოვე მსგავსი კარგი გვერდი
ძალიან საინტერესო იქნება თუ გაუზიარებთ ერთმანეთს კარგ მომხმარებლებს, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ქართული კარგი ინსტაგრამის გვერდები...