თურქეთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დაიწყო
13:36 20-01-2014
თურქეთში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დაიწყო საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს , გიორგი მარგველაშვილს ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეფქან ალა, ანკარას მერი და გუბერნატორი დახვდნენ.
ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილმა ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვიზიტის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა თურქ კოლეგა აბდულა გიულისთან.
მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.
პრეზიდენტის თანმხლები ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე.
წარმატებები ბატონ გიორგის




This post has been edited by vefxvi on 20 Jan 2014, 14:19