თენგიზ კიტოვანი ჯაბა იოსელიანის მკვლელს ასახელებს, ..და არა მხოლოდ ჯაბა იოსელიანის....
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის განცხადებით, ის მზადაა საქართელოს პროკურატურას, გია გულუას, ჯაბა იოსელიანის, თამაზ ნინუასა და იმ სხვა მკვლელობებთან დაკავშირების მისცეს ჩვენება, რაც წლების მანძილზე ხდებოდა.
კიტოვანის განმარტებით, გია გულუას მოკვლა ედუარდ შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანს დაავალა.
“უშიშროების ყოფილ მინისტრს თამაზ ნინუას წამოსცდა, მე ვიცი, როგორც მოკლეს ჟვანიაო და ამის თქმა არ აპატიეს, დააკლეს ზედ. რატომ არ იძიებენ ამ საქმეს? ცოლიც მოკლეს და თავად თამაზიც. შევარდნაძეს, რომ დაესხნენ ვითომ და ააფეთქეს, მაგარი სპექტაკლი იყო დადგმული, რათა იგორ გიორგაძე მოეშორებინათ და კარგადაც გამოუვიდათ. ჯაბაც და მთელი “მხედრიონიც” მიაყოლეს ზედ მაშინ. ესაც შევარდნაძის დადგმული სპექტაკლი იყო”,- განაცხადა კიტოვანმა.
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ასავალ-დასავალთან” საუბრისას აცხადებს, ჯაბა იოსელიანი ქალმა მოწამლა, რომელმაც წამლები ასვა და ტვინში სისხლი ჩაუქცია.
“ის ქალი ახლაც მოსკოვშია. წნევის წამლები ასვა ჯაბას ზდმეტი დოზით და ასე მოკლა. როცა ვანგას შეხვდა ჯაბა, ვანგამაც იგივე უთრა, ქალი მოგკლავსო, არ დაიჯერა, იცინოდა ხოლმე. ყველამ იცის ვინ არის ეს ქალი, თინა ჰქვია გვარს ნუ მკითხავთ, ყველა მიხვდება სახელის დასახელებით. მე გეუბნებით სიმართლეს და ასე არ არის თავს მოვიჭრი. ჯაბა იოსელიანი მოკვდა სისიხლის ჩაქცევით და მოკლა ქალმა , რომელსაც ჰქვია თინა. გამოიძიეთ ეს საქმეები, აბა, თუ მაგრები ხართ”,- აცხადბს კიტოვანი.
ის ზურაბ ჟვანიას მკვლელობასაც იხსენებს. “მგონია, რომ სააკაშვილმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა, რათა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა არ გაიხსნას. ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩარევთ. ჟვანია ყველასთვის მიუღებელი ფიგურა იყო. კიდევ კარგი რუსეთში ვარ, თორემ დედას მიტირებდნენ აქამდე. მიხეილ სააკაშვილი, რომ გამოცდილი “კაგებეშნიკი” იყო, ამის დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა ნინუას”,- განაცხადა კიტოვანმა.
“ასავალ-დასავალი”
Manoloშემდეგში თემას რომ გახსნი, ტესტი ბოლომდე დააკოპირე და მარტო ლინკს ნუ დებ
თორემ სასჯელების გაცემა მომიწევს
* * *