საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზად არის შეხვდეს "ნაციონალურ მოძრაობას''.
"წინასაარჩევნო პერიოდში უწყებათაშორისი საბჭო მოქმედებს, მაგრამ შუალედურ პერიოდშიც მე არაფერი მიშლის ხელს, რომ როდესაც მომმართავენ და შეხვედრას ითხოვენ, მათ შევხდე. მე ვხვდები ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც შეხვედრას ითხოვს, სამწუხაროდ, ხშირად დრო არ მყოფნის და ყველას ვერ ვხვდები, მაგრამ ამ მოთხოვნას შევისწავლი და სერიოზულად მოვეკიდები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. შეხვედრის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ''ნაციონალურ მოძრაობას'' თეა წულუკიანისგან აინტერესებს, რატომ ხელმძღვანელობს პროკურატურა "ორმაგი სტანდარტებით". როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მათი სურვილია, შეხვედრა საჯარო იყოს და მასში მონაწილეობა მიიღონ მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=8999აბა გავანადგურეო ნაცები ვის უნდა შეხვდეს ?