ამერიკული არხის HBO-ს სერიალი Game Of Thrones არის ჯორჯ რაიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი ნაწარმოების "A Song of Ice and Fire" სატელევიზიო ადაპტაცია. სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა 2011 წლის 17 აპრილს, და ახლა 2014 წლის 6 აპრილს ამ ეპიკური სერიალის IV სეზონს ველით.
სერიალის სიუჟეტი ვითარდება რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისგან თითქმის დამოუკიდებლად.
სერიალი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება მაგრამ ის სულაც არ არის ტიპიური "ბეჭდების მბრძანებელი", ის ძალიან რეალისტურია და მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ შუა საუკუნეებს, აქ არის სისხლის გუბეებიც, ჩახლართული შეთქმულებებიც, სექსიც და გაცილებით უფრო არასაბავშვო თემებიც, ტიპიური ფენტეზისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები როგორიც არის ჯადოქრობა, დრაკონები და ადამიანისგან განსხვავებული მოაზროვნე არსებები აქ სანთლის შუქით უნდა ეძებოთ, ნებისმიერი გმირი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოასალმონ სიცოცხლეს რაც ასევე არადამახასიათებელია კლასიკური ფენტეზისთვის. სერიალი მეტ წილად ეხება რამდენიმე დიდგვაროვან ოჯახს რომელიც ცდილობს 7 სამეფოზე ძალაუფლების მოპოვებას და/ან შენარჩუნებას. ამ დროს რაღაც ზებუნებრივი იღვიძებს ვესტეროსის უკიდურეს ჩრდილოეთში.
ვესტეროსის ყველაზე გავლენიანი ოჯახები
მარცხნიდან მარჯვნივ: სტარკები, არინები, ტულიები, გრეიჯოები, ლანისტერები, ბარათეონები, ტაირელები, მარტელები და ტარგარიენებისერიალის მნიშვნელოვანი გმირებილორდი ედარდ "ნედ" სტარკი - შონ ბინი

რობ სტარკი - რიჩარდი მადენი

არია სტარკი - მეისი ვილიამსი

სანსა სტარკი - სოფი ტორნერი

ბანდონ "ბრან" სტარკი - ისააკ ჰემპსტედი

ჯონ სნოუ - კიტ ჰარინგტონი

მეფე რობერტ ბარათეონი - მარკ ადდი

დედოფალი ცერსეი ლანისტერი - ლენა ჰიდი

ჯოფრი (the bitch king) ბარათეონი

სერ ჯეიმე ლანისტერი - ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ

ტირიონ ლანისტერი - პიტერ დინკლეიჯი

ტაივინ ლანისტერი - ჩარლს დანსი

კხალ დროგო - ჯეისონ მომოა

დეიენერის ტარგარიენი - ემილია კლარკი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი ფისუნია
ვიზერის ტარაგრიენი - ჰარი ლოიდი

სერ ჯორა მორმონტი - იან გლეინი

ლორდი პეტირ "ნეკათითი" ბეილიში - აიდან გილენი

ვარისი "ობობა" - კონლეთ ჰილი

სანდორ "ქოფაკი" კლიგანი - რომი მაქკან

თეონ გრეიჯოი - ალფი ალენი

სერიალი დაჯილდოვებულია 10 ემის და 1 ოქროს გლობუსის ჯილდოთი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სერიალის პლისად შეიძლება ისიც ჩაითვალოს რომ გადაღებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობს, ისლანდია, ხორვატია, მაროკო და ა,შ.
I-III სეზონები (რუსულად)IV სეზონის ტრეილერი
წინა თემები: პირველი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე მეშვიდე მერვე მეცხრემეათეწინა თემის ტოპ 10 მპოსტავი
@lex 191 (თქვენი მონა-მორჩილი)
LucasArt 154
ჩარლი 145
misha20123 122
სკაინეტა 62
edna mamida 55
ხუციშვილი 49
sallli1 34
QWertWQ 33
1bazera 30
ვინც სპოილერი დადოს, ეს სიმღერა მოვისმინო მის ქორწილში!!!
This post has been edited by @lex on 15 Jan 2014, 22:58