არ მახსოვს ზუსტად (ისიც არ მახსოვს ეწერა თუ არა არსენალში მსგავსი რამ)
მგონი შუალედური დაჯდომით გადაფრინდაო (ანუ თავის ხოდით ჩავიდაო) ეგ ეწერა
ძველ კვირის პალიტრაში ვნახავ, მაქგ პერიოდის 1-2 ნომერი მაქვს და იქ უნდა ეწეროს მგონი
+ საწვავი არ ეყოფოდა მგონი.... თბილისიდან ლონდონამდე 3500კმ-მდეა პირდაპირი ხაზით
ლინკს რაც შეეხება აი რა წერია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ახალი ვერსია
2002-09-09
"ეს ღვარძლიანად და უზრდელურად დაწერილი სულელური სტატიაა, ასეთ აბსურდს არ აქარწყლებენ": რას ფიქრობენ თბილისის საავიაციო ქარხანაში
შეეძლო თუ არა ქართულ "სკორპიონს" საკუთარი ქვეყნის დაბომბვა.
ამის შესახებ "ახალ ვერსიას" ესაუბრება გაერთიანება "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მთავარი ინჟინერი გოჩა გოგუაძე.
- ბატონო გოჩა, რა იყო მიზეზი, რომ 23 აგვისტოს დაბომბვას რუსულმა მედიამ მაინცდამაინც ქართული "სკორპიონი" დაუკავშირა.
- სერიული მოიერიშე "სუ-25" ღამით არ მუშაობს. თვითმფრინავიდან დაბომბვა ვიზუალურად ხდება, ანუ სამიზნეებს მფრინავი თავად არჩევს და სიზუსტეც მასზეა დამოკიდებული. ღამით ხედვა ცუდია და ფრენაც რეკომენდირებული არ არის. მოდერნიზაციის შედეგად ქართულ "სკორპიონზე" ეს მხარეები გამოსწორებულია და რუსული მედიის ყურადღების ქვეშ ამიტომ მოექცა.
- ეს თვითმფრინავი ამჟამად რა მდგომარეობაშია და საგამოცდო ციკლი თუ დასრულდა.
- "სკორპიონი" ინგლისის ფარნბოროს ავიასალონიდან დაბრუნების შემდეგ ანგარში დგას. ის ერთადერთი დემონსტრატორი ეგზემპლარია. საქართველო-ისრაელის ერთობლივი პროგრამის შესაბამისად, გამოცდების ციკლი ალბათ სექტემბრის ბოლოდან გაგრძელდება.
- დაბომბვის ადგილების დათვალიერებისას თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა 500 კგ-იანი საავიაციო ბომბების ნამსხვრევები და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი 16 ორმო ნახეს. რამდენ თვითმფრინავს შეეძლო დაბომბვაში მონაწილეობა.
- 16 ბომბს ერთი თვითმფრინავი ვერ აწევდა. ამისათვის მინიმუმ 3-4 თვითმფრინავი მაინც იქნებოდა საჭირო. მე ვიცი 500 კგ-იან ბომბს რისი გაკეთება შეუძლია და შეიძლება ითქვას, რომ დაბომბვა ვიზუალურად ხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
- "სკორპიონი" ვის ეკუთვნის და ფრენაზე გადაწყვეტილებას ვინ იღებს.
- "სკორპიონი" საავიაციო გაერთიანების საკუთრებაა და ფრენა წინასწარ დადგენილი პროგრამით ხორციელდება. ყოველი გაფრენის წინ შესაბამისი გაფრთხილება კეთდება თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო-საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალებში, "საქაგრონავიგაციაში". ასე რომ, ნებისმიერი ფრენა რამდენიმე უწყებასთან შეთანხმებას მოითხოვს.
- თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავთან თუ აქვს შეხება.
- შეხება აქვს მხოლოდ თვითმფრინავის ფრენის განაცხადთან დაკავშირებით.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ "სკორპიონის" მართვა მხოლოდ ერთ ადამიანს - მფრინავ იეჰუდა შაფირს შეუძლია...
- ის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი-გამომცდელია. "სკორპიონი" მან შარშან საფრანგეთში დე ბურჟეს ავიასალონში წარადგინა, ხოლო წელს კი, როგორც მოგახსენეთ, ფარნბოროში. თვითმფრინავი 30 ივლისს დაბრუნდა. იმავე დღეს იეჰუდა შაფირი ისრაელში გაფრინდა. ამის გადამოწმება სირთულეს არ წარმოადგენს. საფრენოსნო გამოცდების განახლებასთან ერთად შაფირი თბილისში ჩამოვა, როგორც ამას ერთობლივი პროგრამა მოითხოვს.
- ცნობილია, რომ რუსეთს საკუთარ მოიერიშე "სუ-25"-ზე მსგავსი მოდერნიზაციის ჩატარება სურს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დაბომბვასთან "სკორპიონის" დაკავშირება რუსებმა რაღაც კონკურენტული მოსაზრებებით გააკეთეს.
- გამორიცხული არ არის. საქართველოში მოდერნიზებულ "სუ-25"-ზე ავიონიკა ანუ სანავიგაციო კავშირის, ამოცნობის, დამიზნებისა და შეიარაღების სისტემები მთლიანად შეცვლილია და ამის ხარჯზე თვითმფრინავის წონა 480 კგ-ით შემცირდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. თვითმფრინავს საბორტო კომპიუტერი აქვს. დავალება წინასწარ დგება, იწერება დისკეტაზე, რომელიც კომპიუტერში იდება და მთელი დავალება მფრინავის წინ ეკრანზე გამოდის. ასეთ შესაძლებლობას რუსული მოიერიშე მოკლებულია.
- "სკორპიონის" მართვას უკვე სხვა დონის მფრინავები დასჭირდება და გადამზადების პროცესი ალბათ ხანგრძლივი იქნება.
- იმ მფრინავებს, რომლებიც "სუ-25"-ით დაფრინავენ, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და "სკორპიონს" 1-2 კვირაში აითვისებენ. მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა, რადგან ჯერ თვითმფრინავის გამოცდა არ არის დასრულებული და თავისთავად მფრინავების მომზადებაც არ დაწყებულა.
- რას იტყოდით რუსული მედიის მხრიდან ატეხილ ხმაურზე, თითქოს "სკორპიონი" საკუთარ ქვეყანას ბომბავდა.
- მე გავეცანი პუბლიკაციებს. ეს არის ღვარძლიანად და უზრდელურად დაწერილი სტატიები. აბსურდს კი არ აქარწყლებენ. როგორ შეიძლება ერთი სულელის ნათქვამს ასმა ჭკვიანმა უპასუხოს. რასაც რუსული მედია წერს, მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი.
- მაშინ რა არგუმენტები უნდა დავუპირისპიროთ რუსეთიდან წამოსულ ბრალდებებს.
- საქართველოს ტერიტორიას რომ რუსული თვითმფრინავები ბომბავენ, ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა. არის ელექტრონული საშუალებები, კოსმოსური აპარატები, რომელსაც უდიდესი სიზუსტით შეუძლია ობიექტური სურათის წარმოდგენა. ელჩი განცხადებას არ გააკეთებდა, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-დან მიღებული რომ არ ჰქონოდა.
რატომ ვერ შეძლებდა "სკორპიონი" პანკისის დაბომბვას
პანკისის დაბომბვას "სკორპიონი" რომ ვერ შეძლებდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. დაბომბვაში 3-4 თვითმფრინავი მონაწილეობდა, როცა "სკორპიონი" მხოლოდ ერთია;
2. "თბილავიამშენი", ვისაც "სკორპიონი" ეკუთვნის, სამოქალაქო საწარმოა, რომელიც სამხედროების საბრძოლო დავალებებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეასრულებდა;
3. დაბომბვისას დაზიანებული სატვირთო მანქანიდან ჩანს, რომ ბომბები მისგან მოშორებით ხვდებოდა, ანუ დამიზნება საერთოდ არ იყო. რუსი მფრინავები ბომბებს ვარაუდით ყრიდნენ. "სკორპიონით" ასეთი დაბომბვა გამორიცხულია;
4. ქართველი მფრინავი, რომელიც დღეს "სკორპიონის" მართვასა და საბრძოლო დავალების შესრულებას შეძლებს, ბუნებაში არ არის, მით უფრო - გვარად გიორგი რუსთელი. ასეთი ქართული გვარი საერთოდ არ არსებობს.
5. და კიდევ, "როსიისკაია გაზეტა" ამტკიცებს, რომ რუსეთს არა აქვს თვითმფრინავი, რომელსაც მთებში ფრენა შეუძლია. მაშინ რით ბომბავენ ჩეჩნეთის მთებში არა მარტო ტერორისტებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც.
არის კიდევ სხვა მოსაზრებები, რომლის გამოც 23 აგვისტოს ინციდენტის ქართულ "სკორპიონთან" დაკავშირება აბსურდულია. ამასთანავე, იკვეთება ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც სკანდალში ქართველების პარტნიორი ისრაელის ფირმა "ელბიტ სისტემის" ჩათრევას უკავშირდება. ეს ფირმა ძველი საბჭოთა საავიაციო ტექნიკის მოდერნიზაციით არის დაკავებული და რუსულ ფირმებს მსოფლიო ბაზარზე სერიოზულ კონკურენციას უწევს. ჩნდება კითხვა: ყველაფერი ეს ისრაელის ფირმის საქმიანობის დისკრედიტაციისთვისაც ხომ არ კეთდება.
"სკორპიონი" და მისი შესაძლებლობები
სუხოის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროში შექმნილ მოიერიშე "სუ-25"-ს თბილისის საავიაციო ქარხანა 1979 წლიდან სერიულად უშვებს. მოიერიშე შეიქმნა საომარ მოქმედებათა მსვლელობისას ჯარების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისათვის და თავისი შესაძლებლობები ავღანეთში, ირან-ერაყის ომში, აფხაზეთში, ჩეჩნეთში გამოავლინა.
მოიერიშე "სუ-25" მსოფლიოში ერთადერთი თვითმფრინავია, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს და უშუალო საცეცხლე მხარდაჭერის გაწევა შეუძლია.
თვითმფრიანვს დიდი გამძლეობა აქვს. ავღანეთში იყო შემთხვევები, როცა "სტინგერებით" დაზიანებული მოიერიშე აეროდრომზე დაბრუნებას ახერხებდა.
თბილისში აწყობილი მოიერიშე "სუ 25"-ები ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, მაგრამ დღევანდელი მოთხოვნები სრულიად განსხვავებულია. თანამედროვე თვითმფრინავებისაგან ღამით და რთულ მეტეოპირობებში ფრენას მოითხოვენ, რასაც სერიული "სუ-25" არ პასუხობს.
გაჩნდა ისრაელის ფირმა "ელბიტ სისტემთან" ერთობლივი პროექტი, რომლის რეალიზაცია "სკორპიონზე" მოხდა.
რა შეუძლია "სკორპიონს":
მაქსიმალური სიჩქარე 1000 კმ/სთ;
ფრენის სიმაღლე მაქსიმალური 7000 მ;
მაქსიმალური წონა 17350 კგ.
თვითმფრინავს იარაღის სატარებლად 10 წერტილი აქვს. სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად ატარებს 100-დან 500 კგ-მდე წონის ბომბებსა და "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტებს, ხოლო საფრენი აპარატებისაგან თავის დასაცავად 2 "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა აქვს. შეიარაღებაში შედის 30 მმ-იანი ქვემეხი. შეიარაღების საერთო წონა 4000 კგ-ია.
http://www.open.ge/index.php?m=94&y=2002&art=12643ლინკზე არ შეხვიდეთ.... ვირუსია
თუ flir დაყენდება ჰელფაიერის დამიზნება-დაყენებაც გახდება შესაძლებელი
სითბური ხაფანგების შეცვლა დიდი აუცილებლობა არაა...
ქვემეხის შეცვლას რაც შეეხება მი-24ვ-ს ვიყიდიდი და ცხვირში 23მმ-იან ქვემეხებს დავაყენებდი 12.7მმ-იანების ნაცვლად.... 35მმ-იანის დაყენება ძნელი იქნება
* * *
გმირულად დაღუპული იარაჯულის გახსენებააფხაზეთის ომის გმირს ზურაბ იარაჯულს დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელსაც იარაჯული მართავდა. მან კატაპულტირება მოახერხა, თუმცა აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა. ის სამი დღის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარემ იპოვა. იარაჯული მტერს არ დანებდა და სტეჩკინის სისტემის იარაღით მარტო დიდხანს ცდილობდა მტრის შეკავებას. რამდენიმე მებრძოლოს განადგურება მოახერხა. თუმცა, უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
იარაჯული გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენთ დააჯილდოვეს.
დღეს, აფხაზეთის ომის გმირი მის დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულში, წყაროსთან, სადაც მისი მუზარადი ინახება, გმირის პატივის მისაგებად იარაჯულის თანამებრძოლები, შეიარაღებული ძალების მფრინავები და მისი ახლობლები შეიკრიბნენ.
https://www.facebook.com/mod.gov.ge?ref=hlცოცხლად მტერს არ ჩავბარდები! გმირი ქართველი მფრინავი, რომელმაც ტყვეობას სიკვდილი არჩია
“კვირის პალიტრა” აგრძელებს სტატიების სერიას იმ ადამიანებზე, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის
- Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем, не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა...
დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე გუმისთის პირას, ტყეში, ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბში ახალგაზრდა სამხედრო პილოტი მივიდა და განაცხადა, ქართული ცის დაცვა მსურსო.
ეს პილოტი ზურა იარაჯული გახლდათ. ზურამ თიანეთის სოფელ იარაჯულების სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა.
აქ ჩეხოსლოვაკიური წარმოების სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები - L-29 “დელფინი” და L-39 “ალბატროსი” შეისწავლა. 1992 წელს ახალგაზრდა ლეიტენანტს მფრინავ-ინჟინრის სპეციალობა მიანიჭეს და მისცეს თავისუფალი დიპლომი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზურა, ისევე როგორც ათობით მისნაირი ახალგამომცხვარი პილოტი, რამდენიმე თვის წინ დაშლილ საბჭოთა კავშირის სამხედრო ავიაციას აღარ სჭირდებოდა.
საქართველოში ომი იწყებოდა და ზურამ და რამდენიმე ქართველმა პილოტმა სამშობლოს მოაშურეს...
- Грузин, не стреляй, плен поменяем, живой останешся!..- ყოველ შეთავაზებას პისტოლეტის ხმა მოსდევს...
1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზურა იარაჯულმა, რამდენიმე პილოტთან ერთად, თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე მოიერიშე Су-25-ზე გადამზადების დაჩქარებული პროგრამა გაიარა და უკვე ნოემბერში კოპიტნარის აეროდრომიდან საბრძოლო გაფრენები დაიწყო აფხაზეთის ომში.
1993 წლის 13 ივლისი. ორშაბათი. მფრინავები ცრუმორწმუნე ხალხია, ამიტომაც ორშაბათი და თანაც 13 რიცხვი თარსად მიაჩნიათ, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ...
აფხაზეთში გააფთრებული ბრძოლებია. 2 ივლისს მოწინააღმდეგემ ტამიშთან საზღვაო დესანტი გადმოსხა. 9 ივლისს, დიდი ბრძოლების შემდეგ, ოჩამჩირე-სოხუმის შემაერთებელი გზა გაიხსნა. თუმცა მტერმა, საზღვაო-სადესანტო ოპერაციის გარდა, სოხუმს სოფელ შრომის მხრიდანაც შეუტია. ეს კი ძალიან სახიფათოა, რადგან შრომიდან სოხუმისკენ გზა იხსნება და აფხაზეთის დედაქალაქი შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
კოპიტნარის აეროდრომზე ბრძანება მოდის - შრომის მიმართულებით სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს საავიაციო დარტყმა. აეროდრომიდან ოთხი Су-25 მოიერიშე აიჭრა ცაში, ერთ-ერთს ზურა იარაჯული მართავს...
ამ მომენტამდე კაპიტან ზურა იარაჯულის ანგარიშზე უკვე 50-მდე საბრძოლო გაფრენა იყო. შრომის თავზე მისმა მოიერიშემ ორი 250 კგ-იანი ფუგასური საავიაციო ბომბით მოწინააღმდეგის ტანკი და ბლინდაჟი ააფეთქა, მანამდე კი საავიაციო ქვემეხიდან გაშვებული ჭურვებით მტრის საზენიტო დანადგარი დააზიანა სოფელ კინდღთან. დაბომბა სანგრები ტყვარჩელთან და ეშერის ლაბორატორიასთან, ხოლო ახალ ათონთან, “სიდედრის ენად” წოდებულ დაკლაკნილ გზაზე, ზურამ და მისმა მეწყვილემ აფხაზების ოთხი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “გრადიც” გაანადგურეს...
იმ საბედისწერო 13 ივლისს, დილის 10 საათზე, კოპიტნარიდან აფრენილმა ქართულმა მოიერიშეებმა რამდენიმე წუთში გუმისთას მიაღწიეს. ამზარა-შრომის გზის მონაკვეთზე პილოტებმა შენიშნეს ქართულ სოფელზე დაწყებული შეტევის გასაძლიერებლად მიმავალი მოწინააღმდეგის კოლონა.
შრომისკენ ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП და ოთხი სატვირთო ГАЗ-66 მიემართება. ერთ-ერთი “გაზიკის” ძარაზე საზენიტო დანადგარი მოჩანს, ავტომატიანი ხალხი მანქანებს გვერდით მიჰყვება...
მოიერიშეების წყვილი 1800 მ-იდან პიკეში გადადის. პირველ თვითმფრინავს ორი 500 კგ-იანი ერთჯერადი ბომბური კასეტა სწყდება, ჰაერში იშლება და მტრის კოლონის სათავეს ეცემა. მეორე Су-25, რომელსაც ზურა იარაჯული მართავს, ამთავრებს მეგობრის დაწყებულ საქმეს და კოლონის ბოლოს ზუსტად ახვედრებს ორ- ნახევარტონიან მსხვრევად-ფუგასურ ავიაბომბს.
შეტევიდან გამოსულმა ქართველმა პილოტებმა დაინახეს, როგორ გაეხვია მოწინააღმდეგის კოლონა ცეცხლსა და კვამლში.
მტერს შეიძლება საზენიტო რაკეტებიც ჰქონდეს, ამიტომაც მოიერიშეები სწრაფად ადიან მაღლა და კოპიტნარისკენ მიეშურებიან.
საბრძოლო დავალება წარმატებით შესრულდა, ახლა ცოტა ხნით დასვენებაზეც შეიძლება ფიქრი - სამხედრო პილოტების ყოველ გაფრენას ხომ უდიდესი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა ახლავს.
ჩამუხვლას ვერ ასწრებ... მოდის მორიგი ბრძანება და ორი ქართული მოიერიშე კვლავ ჰაერშია. ჩვენმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ განადგურებული კოლონის სანაცვლოდ აფხაზები ახალ ძალებს გზავნიან შრომის ასაღებად. ქართველმა პილოტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ შრომისა და, შესაბამისად, სოხუმის გადასარჩენად.
ორივე მოიერიშე კვლავ ზუსტად აყრის მტრის მორიგ კოლონას ბომბებს და მაღლა, ცაში იჭრება. დაახლოებით 3 კმ-ის სიმაღლეზე წამყვანი მოიერიშის პილოტი ამჩნევს, რომ მის მიმყოლ Су-25-ს, რომელსაც კაპიტანი ზურა იარაჯული მართავს, ცეცხლი უკიდია. წამიც და თვითმფრინავს შავი წერტილი სცილდება, მალევე იხსნება თეთრი პარაშუტი. შველაზე ლაპარაკი ზედმეტია. წამყვანი მოიერიშე ანტისაზენიტო მანევრს აკეთებს რაკეტის ასარიდებლად და გეზს კოპიტნარისკენ იღებს.
კოპიტნარში განგაშია. ჰაერში ადის კაპიტან იარაჯულის მეგობრების შვეულმფრენი. ისინი გუმისთასთან ეძებენ კატაპულტირებულ პილოტს, მაგრამ უშედეგოდ.
წინა ხაზზე მებრძოლებმა სანგრიდან დაინახეს, თუ როგორ მოხვდა საზენიტო რაკეტა ქართულ მოიერიშეს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, იქიდან გადმომხტარ პილოტს, მართალია, გაეხსნა პარაშუტი, მაგრამ ქარმა იგი ჩრდილო-დასავლეთისკენ, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააქანა...
გადის დღეები. კაპიტან ზურა იარაჯულზე არაფერი ისმის. ყველა კატაპულტირებულ სამხედრო პილოტს თან აქვს “კომარის” ტიპის საავარიო რადიოგადამცემი, რომლის რადიოსიგნალებს ორბიტული კოსმოსური სისტემა აფიქსირებს. მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთის ომში რეალურად რუსეთი გვებრძოდა, “კომარის” რადიოსიგნალებს ისევ რუსი სამხედროები აფიქსირებდნენ და აფხაზებს გადასცემდნენ ჩამოგდებული ქართველი პილოტის აღმოსაჩენად...
ეს ჩვენი ვერსიაა, შეიძლება ზურა იარაჯულმა საერთოდ გამორთო “კომარი”. იგი თავად ცდილობდა მდ. გუმისთაზე ფრონტის ხაზის გადმოლახვას.
...თუმცა ეს ყველაფერი ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 27 ივლისის ხელშეკრულებით ცეცხლი დროებით შეწყდა.
მოწინააღმდეგე კონტაქტზე გამოდის და ამხელს, თუ სად არის დასაფლავებული 13 ივლისს ჩამოგდებული ქართველი პილოტი. გუმისთის მეორე მხარეს მხოლოდ ზურას მამა, ბესო გადაჰყავთ. 2 აფხაზთან და 4 ჩეჩენთან ერთად 3 კმ ფეხით იარეს და ტყეში საფლავს მიადგნენ... ცელოფანსა და შინელში გახვეული შვილის ცხედარი ერთი თვალის შევლებითაც იცნო ბესო იარაჯულმა...
- Он настоящим героем был, - უყვება ბესოს შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ერთ-ერთი ჩეჩენი, - ჩვენი საპატრულო ჯგუფი კატაპულტირებულ პილოტს სამი დღე ეძებდა. 16 ივლისს მას ამ ადგილას მოულოდნელად წავაწყდით. რამდენჯერმე შევთავაზეთ დანებება, სიცოცხლესაც შევპირდით და ჩვენს ტყვეებზე გაცვლაც გვინდოდა, მაგრამ ყველა შეთავაზებაზე სროლას გვიტეხდა. მერე მოულოდნელად გადმოგვიხტა, ორი თანამებრძოლი მოგვიკლა, მესამე კი დაგვიჭრა. სწორედ იმ დაჭრილმა წაქცევის მომენტში ავტომატის ჯერი დააყარა თქვენს შვილს... ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია. ამ აფხაზებს მაგის ნეშტის შეურაცხყოფა სურდათ, მაგრამ ჩეჩნებმა არ დავანებეთ. ვაჟკაცი ყოველთვის ვაჟკაცია, გინდ მტერი იყოს, - დაასრულა შეიარაღებულმა ჩეჩენმა.
ზურა იარაჯული თიანეთში, მშობლიურ სოფელში წაასვენეს.
უბედურებას უბედურება დაემატა. ზურას დედამ, ქალბატონმა გულომ, შვილის დაღუპვა ვერ აიტანა და თავადაც გამოესალმა წუთისოფელს. დედა-შვილი ერთად დაკრძალეს...
სამიოდ წელში ზურა იარაჯულის მამაც გარდაიცვალა, მოგვიანებით ზურას ძმა, ვანოც დაიღუპა, რომელიც ასევე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო...
- მე მტერს ცოცხალი არ ჩავბარდები! - ეს სიტყვები თავისი მეგობრებისთვის არაერთხელ უთქვამს კაპიტან ზურა იარაჯულს.
ზურა იარაჯული ნამდვილი გმირი იყო, რომლის ვაჟკაცობა მტერმაც კი აღიარა!
http://old.kvirispalitra.ge/archive/2006/3...frp_palitra.htm
* * *

Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by socom on 12 Mar 2013, 20:41
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101