#40098863 · 6 Mar 2014, 13:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვენ უკვე დავიწყეთ ე.წ. იაფი კრედიტის პროგრამა ბანკებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 88 მილიონი ლარია გამოშვებული. იანვარ-თებერვალში ეს იყო 44 მილიონი ლარი,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო ბანკებისგან სესხულობს ფულს და იმავე ბანკებს დაახლოებით +1%-ით მიასესხებს, ოღონდ ხანგრძლივი ვადით. შესაბამისად, ბანკს გრძელვადიანი ფინანასური რესურსი ფაქტობრივად 1% უჯდება და სახელმწიფოსაგან იღებს გარანტიას, რომ ამ ფულს არ დაკარგავს, რის შედეგადაც ბანკს ეძლება შესაძლებლობა დააფინანსოს გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტები შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ამ პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტრო წელს ბანკებისთვის 200 მილიონის სესხებას გეგმავს.
ვინმეს თუ მოეპოვება რამე ინფორმაცია, თუ რომელი ბანკები განკარგავენ ამ თანხებს, რა პროექტები ფინანსდება და საერთოდ რამე. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს სახსრები სტარტაპებზე და ახალ საწარმოებზე უნდა გაცემულიყო.
This post has been edited by ZAMBARA on 6 Mar 2014, 13:07
|