ქართული მხარე ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვის საკითხს განიხილავს
08:56 17-02-2014
ქართული მხარე ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვის საკითხს განიხილავს ევროკავშირის შეთავაზებას, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით, ქართული მხარე განიხილავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.
"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.
ცენტრალური აფრიკაღა დაგვრჩა დასაპყრობი