#40017510 · 28 Feb 2014, 00:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახელმწიფო მონიტორინგის სამსახური აცხადებს საქველმოქმედო კონკურსს "საქართველო უკრაინის ერთაძმობის მონუმენტის დიზაინის შექმნაზე".
მონუმენტის შინაარსი უნდა გამოხატავდეს:
1) ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას, ერთიანობას და გმირულ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ 2) მონუმენტი უნდა შეიცავდეს 2014 წელს უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველების შესახებ ინფორმაციას 3) მონუმენტი არ უნდა იყოს 3 მეტრზე მაღალი.
პროექტი განხილული იქნება 12 კაცისგან შემდგარ კომისიაზე. პროექტის შესყიდვა და სავტორო უფლებების დაცვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ესკიზური მონახაზების განხილვა და რეგისტრაციაზე გავლა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2014 წლის 31 მარტის 18:00 საათისა. პროექტის საბოლოო შესყიდვა უნდა მოხდეს შეთანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
შესასყიდი ნამუშევრის ღირებულება არის 2,000 ლარი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მისამართი: პეკინის 34, თბილისი ტელეფონი: 593 364939 - ვიოლა ელ. მისამართი: varskvlavadze@gmail.com
This post has been edited by Flasher on 28 Feb 2014, 09:40
--------------------
ნაგვისაგან ტორტს ვერ გამოაცხობ!!!! არ არსებობს იაფი და კარგი!!! მაგრამ ყოველთვის არსებობს გამოსავალი...
Climat Service გათბობა ფეისზე
|