2003 წლის 3 დეკემბერს მთელ ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების მაღალჩინოსნის, კოტე ბასილაშვილის ვაჟი, ირაკლი ბასილაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ირაკლი ბასილაშვილი, ეზოში თავისი ფეხით ჩამოვიდა, მეზობლებს ხელი უღონოდ დაუქნია და იქვე ჩაიკეცა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს, ექიმებმა საჭირო დახმარება არ გაუწიეს. ირაკლი ბასილაშვილს ისეთი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომ გარეგნულად არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა. ექიმებთან მისული მამა დაინტერესდა, თუ რით გარდაიცვალა მისი ვაჟი. პასუხი იყო ორჭოფული, თითქოს ირაკლი ბასილაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა მიღებული.
ნერვიულობისგან შეშლილი მამა ვერავინ შეაჩერა და კოტე ბასილაშვილმა გარდაცვლილი შვილის ცხედარი გამადიდებელი შუშით დეტალურად დაათვალიერა და შვილის სხეულზე პატარა, შავი ფერის წერტილი შენიშნა. ჩემს შვილს აქ ტყვია აქვს მოხვედრილი და ცხედარი გაჭერითო. მამამ შვილის ცხედრიდან საკუთარი ხელით ამოიღო ტყვია.
მინდია არაბული, რომელიც ახლა, 10 წლის შემდეგ დააკავეს, იმჟამად დავით ჩხეიძის მამის, სასაზღვრო პოლიციის შეფის, ვალერი ჩხეიძის დანიშნული და ახლობელი იყო.
საქმე ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან შემოსულ სოლიდურ თანხებს ეხებოდა და დამნაშავეთა ჯგუფმა ვალერი ჩხეიძეს ფულის შეწერა დაუპირა. ჩხეიძემ გამომძალველებს ერთი გროშიც არ მისცა, კრიმინალებმა ვალერი ჩხეიძის ვაჟის, შსს სასაზღვრო პოლიციის კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია განიზრახეს. დამნაშავეთა ჯგუფი დავით ჩხეიძის პორტრეტს გარეგნულად ამუშავებდა. ის ხშირად და უმეტესწილად სამხედრო ფორმით დადიოდა. რატომღაც მოხდა ისე, რომ 2003 წლის 3 დეკემბერს, დავით ჩხეიძე სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, ირაკლი ბასილაშვილი კი სამხედრო მუნდირით იყო. მაშინ გაჩნდა ასეთი ინფორმაცია, რომ მკვლელებს ვალერი ჩხეიძის შვილის მოკვლა ჰქონდათ შეკვეთილი და ჩაცმულობის გამო, ნაცვლად დავით ჩხეიძისა, ირაკლი ბასილაშვილი მოკლესო. ამ ვერსიას ისიც ამძაფრებდა, რომ დამნაშავემ ბასილაშვილს ისეთი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, კვალი რომ არ დარჩა და მომხდარის შესახებ ვერავინ შეიტყობდა, რომ არა მოკლულის მამის დაჟინებული მოთხოვნა, გვამის გაკვეთის შესახებ.
ამის შემდეგ გაირკვა, რომ თავდასხმა ირაკლი ბასილაშვილზე მოხდა, რადგანაც ირაკლი ბასილაშვილი ეგონათ ყაჩაღებს ჩხეიძის ვაჟი და თავად ჩხეიძემ კი მაშინ განაცხადა ამის შესახებ, როცა ირაკლი ბასილაშვილი გარდაიცვალა. ირაკლი ბასილაშვილის მშობლები საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას ითხოვდნენ.
ასევე მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ ვალერი ჩხეიძე, რომელიც იმ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილთან ახლობლობდა, ამ საქმის მიჩქმალვით იყო დაინტერესებული და ამ საქმის გახსნა არ აწყობდა.
მავანნი იმასაც კი ამბობდნენ, რომ ვალერი ჩხეიძემ ნაციონალურ ხელისუფლებას ლარსის ხეობის ყველა ფულის საკეთებელი ხვრელის მისამართი მისცაო. ვალერი ჩხეიძე და ვანო მერაბიშვილი მეგობრებიც იყვნენ. თუმცა, ეს მეგობრობა მანამ გაგრძელდა, სანამ ნაციონალურმა ხელისუფლებამ, სასაზღვრო პოლიციის შეფისგან ნარკოტიკების შემოდინების ყველა ტრანზიტული სქემა არ აითვისა. ამის შემდეგ ვალერი ჩხეიძე კარგად „გაპარსეს“ და მილიონები წაართვეს, სანაცვლოდ ჩხეიძემ თავისუფლება მიიღო და უკრაინაში წარმატებული ბიზნესიც ააწყო. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ისე დაასრულა 9-წლიანი მმართველობა, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ყურიც არ შეუბერტყია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვალერი ჩხეიძეს არ უნდა აწყობდეს ამ საქმის გახსნა, რადგანაც მის ვაჟს, მართალია, 25 ათასი აშშ დოლარი წაართვეს, მაგრამ დამნაშავეებს ვალერი ჩხეიძისთვის შვილი არ მოუკლავთ.
ირაკლი ბასილაშვილის მშობლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, რა თანხა ჰქონდა ვალერი ჩხეიძის ვაჟს, სად და ვისთან მიჰქონდა ეს ფული, რა დროს აცნობა მან ბასილაშვილის მშობლებს, საზოგადოებას და თუნდაც სამართალდამცავებს ამის შესახებ. ასევე, ჰქონდათ თუ არა კრიმინალებს განსაზღვრული ვალერი ჩხეიძის ვაჟის ლიკვიდაცია და რატომ?
http://www.exclusivenews.ge/?page=view&artid=2165
This post has been edited by Shiva on 18 Feb 2014, 01:21