მოკლედ პირველ რიგში მოგესალმებით .
დავსერჩე განყოფილების კატალოგში სარკეზე თემა და ვერ ვიპოვე , მოდერატორებს მივმართავ თუ არსებობს ესეთი თემა უბრალოდ მიაბას
მოკლედ დავიწყებ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით.
პირველ რიგში სარკე ეზოთერიული ცოდნის მიხედვით ძალიან საჭირო ინსტრუმენტია.
შეიძლება ითქვას ჩაკრების შემდეგ ერთ-ერთიც

.
ეზოთერიული ცოდნითა , პარამეცნიერული ნაშრომებითა თუ მაგების პრაქტიკით , სარკე არის პორტალი სამყაროებს შორის , მისი საშუალებით სულები(ენერგიები) გადაადგილდებიან ერთი განზომილებიდან მეორეში და ასე შემდეგ... ანუ ირეკლავს სამყაროებს და მის განზომილებებს. ალბათ ყველას გეცოდინებათ , როდესაც მიცვალებულია სახლში სარკეს თეთრ ნაჭერს აფარებენ , რადგან მიცვალებულის სული არ გაიჭედოს ე.წ განზომილებებს შორის და მართლმადიდებლური ცოდნის მიხედვით 40დღის შემდეგ ცათა სასუფველთან წარსდგეს ღმერთის წინაშე.
ასევე ასრებობს მრავალი რიტუალები , რომლებიც პირდაპირ კავშირშია სარკესთან , მაგალითად სარკის მეშვეობით მკითხაობენ , ატარებენ (პირობითად..) თეთრსა თუ შავ მაგიას , იყენებენ როგორც ენერგიის დაგროვების ადგილს , ვინაიდან ცნობილია , რომ სარკე საუკეთესო გამტარია ენერგიისა წყლის შემდეგ. მისი კრისტალური შემადგენლობა ხელს უწყობს ერთ კონკრეტულ ბირთვში მოამწყვდიოს უამრავი ენერგია და შემდეგ მიმართული იყოს პიროვნების სურვილისამებრ.
ასევე ცნობილია ,რომ სარკეში რამდენიმე საათის ყურების შემდეგ ჩვენ შეიძლება დავინახოთ ჩვენი ინკარნაციები , ანუ წინა ცხოვრებები და ასე შემდეგ.. შუა საუკუნეების მაგები ხშირად იყენებენდნენ სარკეს როგორც ინკარნაციების დასანახად ასევე ასტრალური სულის ტელეპორტაციისათვის.
ასევე მაგებში ცნობილია , რომ სარკეს აქვს ენერგიული აურა , გამოსხივება , რომლის დანახვაც მესამე თვალის მიხედვით შეიძლება , მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი დამახასიათებელი თვისებაა.
ესეგი კარგად დავიმასხოვროთ : სარკე იმახსოვრებს ყველაფერს რაც მასში აირეკლება , ანუ 10წლის წინანდელ სარკეს ყველა ილუზიური ანარეკლი აქვს დამახსოვრებული რაც მის არეკვლის არეში მოხვდა , ეს მრავალი სურათი იწვევს სარკის ენერგიის შექმნას და აურის გაძლიერებას , რაც ყველაზე მძლავრი იარაღია მაგებისთვის.
ხო კიდევ საუკეთესო მინის კრისტალები , რომლებისგანაც მაღალი ხარისხის სარკე მზადდება საკმაოდ ძვირი ღირს

.
დაწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ასე შემდეგ...
P.S თუ თემას გამოხმაურებები მოყვება , შემიძლია სარკის პრაქტიკულ მაგიაზეც გადავიდე , თუ რა თქმა უნდა ფორუმის წესებსა და მოდერატორების კეთილგანწყობას არ დავარღვევ.