საუდის არაბეთმა, ინტერპოლის "წითელი ცირკულარი" - ს მეშვეობით დააკავა ჟურნალისტი მალაიზიაში, მას ბრალად ედება:
- ტვიტერზე მუჰამედისთვის შეურაცხყოფის მიყენება (

)
ოფიციალური კუალა ლუმპური აღიარებს, რომ 23 წლის ჟურნალისტი ჰემზა კეშგარი მას მერე დააკავეს აეროპორტში, რაც ინტერპოლიდან მიიღეს მოთხოვნა.
ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან გარბოდა, რადგან მის მიერ გამოქვეყნებულმა ტვიტმა, მუჰამედის დაბ.დღეზე:
"ზოგი რამ მიყვარდა შენს შესახებ, ზოგ რამეს ვერ ვიტანდი და არის უამრავი რამ, რის გამოც არ ვილოცებ შენზე"
გამოიწვია 300 000 - ზე მეტი პასუხი მორწმუნეებისგან, მორწმუნეების უმრავლესობა სიკვდილით ემუქრებოდა ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტს, ამიტომ მან ეს ნაწერი წაშალა და ქვეყნიდან გაქცევა სცადა.
მორწმუნეებმა ფეისბუქზე ფეიჯიც შექმნეს "მოვითხოვთ ჟურნალისტ კეშგარის ეგზეკუციას" ამ ფეიჯს 13 000 მორწმუნე შეუერთდა.
მუსულმანმა სასულიერო ლიდერებმაც, მოითხოვეს მისი სიკდვილით დასჯა რელიგიური დანაშაულის გამო.
თუ დადასტურდა რომ ეს პირი მართლაც ინტერპოლის მეშვეობით დაიჭირეს, მაშინ ამ საერთაშორისო ინსტიტუციას დიდი სკანდალი ელის, უფლებამოსილების გადაჭარბების გამო. გასულ წელსაც, ინტერპოლი დაადანაშაულეს პოლიტიკური ნიშნით ხალხის დევნაში, მათ შორის საქართველოსაც არაერთხელ განუცხადებია მთავრობისთვის არასასურველი პირები წითელ ცირკულარში.
მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობისა, დაეტოვათ ჟურნალისტი ქვეყანაში, მალაიზიამ უკვე მოახდინა მუჰამედის "შეურაცხმყოფელის" დეპორტაცია და გადასცა საუდის არაბეთს, სადაც მას მორწმუნეები სავარაუდოდ მოკლავენ "სასამართლოს" შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ შეშინებულმა ჟურნალისტმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ მუსულმანი სასულიერო პირები მას მაინც ურწმუნოს და ღვთისმგმობელად მოიხსენიებენ.
ამჟამად "ემნესტი ინტერნეიშენალი
ცდილობს აარიდოს სასიკვდილო განაჩენი, ხოლო ფეისბუქზე შექმნილი მორწმუნეების გვერდი ამოშლილია.
http://www.bbc.co.uk/news/world-asia-17001900http://www.guardian.co.uk/world/2012/feb/1...-muhammad-tweet