#39990395 · 26 Feb 2014, 00:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქნებ ამ განყოფილებაში მცირე ფილოსოფიურ მოტივებზე ჩანახატისთვისაც გამოინახოს, რელიგია და ფილოსოფია ჰქვია, რავი ზრდილობისთვის მაინც იქნებ... დისქლეიმერი/ატმაზკა: თხრობის სუბიექტის ნებისმიერი მსგავსება კონკრეტულ რეალურ სუბიექტ(ებ)თან, გახლავთ შემთხვევითი და ავტორის მხრიდან არამიზანმიმართული. ავტორი კატეგორიულად წინააღმდეგია უმანკო პროზის ბინძური შუღლის გაღვივების მიზნით გამოყენების და გამომდინარე აქედან, თხრობის გმირს საკუთარ სახელს-დავითს უწოდებს. ___________________________________________
აღსარება მესსმე პირში
დავითი უბრალო მოკვდავი იყო, ყოველ შემთხვევაში მას ასე სურდა. უბრალო მოკვდავი მიშენების პერსპექტივით. სწორედ ამ პერსპექტივას ეყრდნობოდა მთელი მისი არსობა-მასზე წამოჭიმულიყო მისი მსოფმხედველობა, ღირებულებები თუ მორალი. ყოველი დღე მისთვის მიშენების მოახლოვების მომასწავლებელი იყო, მაგრამ აგრეთვე იმედგაცრუების საბაბი-მოლოდინი ისევ იწელებოდა... ყოველ შემთხვევაში, მას სურდა ასე ყოფილიყო. მიშენებას ის ისე უდგებოდა როგორც ნამდვილ ხელივანს შეშვენის-წმინდა სულის ქაოტურობით. ყოველ შემთხვევაშიი იგი ამაში დარწმუნებული იყო, ჩვენ კი რას გავაწყობთ-ამ საქმეში ხომ მთავარი დარწმუნებაა. დავითს არ უფიქრია შესაძლებლობაზე, რომ ის მხოლოდ თვითდარწმუნების მსხვერპლი იყო საკუთარი დარწმუნების თაობაზე, ევკლიდეს პარადოქსი იმ ხელოვნების ჩარჩოებს გარეთ იდგა, რომლისაც მას სწამდა. დავითი ამაყად აკრიტიმებდა მას, ვისაც არ სჯეროდს იმის, რასაც ვერ ხედავდა, თვითონ კი იმას სჯერდებოდა, რომ რასაც ვერ ხვდებოდა გულთან ახლოს არ მიჰქონდა. ხელოვანი კი მოგეხსენებათ, გულით აზროვნებს. თუმცა სიტყვა აზროვნებს ზედმეტად მატერიალისტურად ჟღერს ნამდვილი ხელოვანისთვის. ის არ აზროვნებს-ის ცოცხლობს, ის გულით ცოცხლობს.
This post has been edited by renovatio on 26 Feb 2014, 00:43
|