#41569787 · 8 Jul 2014, 18:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წლები გადის, ჩვენც ვბერდებით და არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი ყოველ წელს საკუთარ ჯიბეს ივსებს და ქართული ფეხბურთი კი მკვდარია.
ფედერაცია უუნარო ადამიანების ხელშია.. მათ თეორიულადაც კი არ შეუძლიათ ფეხბურთის განვითარების ნორმალური გეგმის შედგენა.
ახლა კიდევ ჩემპიონატში კლუბების რაოდენობას ზრდიან, რომელსაც მარტო ზამთრამდე აფინანსებენ და მერე ისევ ფული ექნებათ სახვეწარი..
ასე გავა კიდევ ერთი სეზონი, მერე ისევ მოვა ახალი არჩევნები, ისევ დაწევენ რაოდენობას, მერე ფედერაციის ახალ პრეზიდენტს ისევ დასჭირდება ხმები და ისევ გაზრდიან, და ასე ერთიდაიგივე და ერთიდაიგივე.. ჩვენც ვბერდებით და ქართული ფეხბურთიც დასამარების პირასაა მისული.
ნუთუ არ შეიძლება მოიძებნოს თუნდაც 10 000 ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ფედერაციას აქციას მოუწყობს და გადააყენებს? დღეს თუ 10 000 ფეხბურთზე ნამდვილად შეყვარებული ადამიანი არ არსებობს ქვეყანაში, ამათი შემყურე 3-4 წელში 1000 კაციც აღარ იქნება.
როდემდე?
This post has been edited by Mr_Li on 8 Jul 2014, 18:25
|