SPLIYVIშენ არ მეისპე პატარა სპილოვ.
სანამ ამ თემას კარები გაუჯახუნეს, ერთ ამბავს გავიხსენებ.
სანფრანცისკოში სომხებმა ქორწილი გადაიხადეს, პონჩიკივით გოგო ვიღაც მდიდარ კორეელს გააყოლეს.
მეთქი ცოდოა ალბერტიკ/პატარძლის ძმა გახლამსთ ესა/ ამისთანა მზეთუნახავი ამ მაიმუნისთვის, სხვა ვერ გამონახეთთქო.
ცოდო ეგენი არიან, ხელს მოაწერენ და სადღაც 350 ლიმონი ჩემი დის საკუთრება ხდებაო.
სადღაც 460 სომეხი და 20 კორეელი ქორწილსა ზეიმობენ.
თამადათ დაყენებული ჰყავთ პროფესორი, გვარად ორბელიანი.
პირველივე რეჩში იმდენი სისულელე და ტყუილი სთქვა, ადამიანის წამება და დასახიჩრება რომ მოგინდება.
მოკლედ, ქრისტეც სომეხი გამოიყვანა.
ვიყავი იმ ქორწილში როგორც სტუმარი და არა იმავე რესტორნის მენეჯერი.
ჯაზბანდაში სომეხი მომღერალი გოგო გვყანდა, მაგას ხელოვნური დძუდძუები ჰქონდა, მაგრამ ნარმალნად გამოიყურებოდა, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ შეჰხედავდი.
ჰოდა, ახჩიკჯან, დავცხოთ ერთი ხოშიანი იარხუშტა, გავაყეყეჩოთ ესენითქო.
პაჯალსტაო.
დაუშვეს საცეკვაო და ატყდა უშვი ქოჩორს.
მოვრჩით როგორც იქნა ბღლაძუნს და ტინგიცობას, წამოვედი სკამისკენ და გზაში მეკითხებიან ხანში შესული სომხები:
-ჰაიეს?
-ჩე, ვრაცი.
-ვაააჰ, ერევანეცი?
-ჩე თბილისეცი.
-ვაააჰ, კაკ ჟალკა.
ბოლოს ამ ორბელიანმა, ტვინის გაღუნვას რომ მორჩა და დაპეპვლაზე გადავიდა, ხალხი შემეცოდა, იმდენი ტაში ურტყეს, ხელები დაულურჯდათ.
მეთქი ჯანა, პროფესორი კაცი ხარ და შენი გვარის წარმომავლობა თუ იცი მეთქი.
ჩვენ ძირძველი სომხები ვართ, და ბარათაშვილები, ჩვენზე მაგარი სომხები არიანო.
აუ, მეთქი ამას ტვინი სხვაგან უდევს, ან საერთოდ არ უდევს არსად, დალევა ვამჯობინე.
ხოშიანი სომხური ბრენდი იყო სუფრაზე, მე მგონი ორი ბოთლი ჩამოვიმხე იმ ღამეს.