#39966817 · 24 Feb 2014, 11:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shrek777 1.შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება შეუძლია როგორც რამდენიმე, ასევე ერთ პირს. 2. სს(სააქციო საზოგადოება) არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის კაპიტალი (ქონება) დაყოფილია აქციებად. იურუიდულად განსხვავება ფაქტიურად არ არის სააქციო, საზოგადოების აქციონერთა და შპს–ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ბუღალტრული აღრიცხვისთვის არანაირი განსხვავება არ არის. რჩება რესგისტრაციის პროცედურა, შპს რეგისტრაცია უფრო მარტივია. * * * ბიზნეს სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რას ნიშნავს რეგისტრაცია? რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ვალდებულებებითვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი ქონებით. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოა რომ დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე იურიდიული პირის რა სამართლებრივ ფორმებს იცნობს კანონმდებლობა? კანონმდებლობით დადგენილია შემდეგი სამართლებრივი ფორმები: 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს; 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს; 3. კომანდიტური საზოგადოება – კს; 4. სააქციო საზოგადოება – სს; 5. კოოპერატივი. რა არსებითი განსხვავებაა აღნიშნულ სამართლებრივ ფორმებს შორის? ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით, კერძოდ სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს–ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ხოლო სპს–ის პარტნიორები პასუხს აგენენ არა მხოლოდ შენატანით, არამედ მთელი თავისი ქონებით, სრულად, პირადად და სოლიდარულად. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებებისთვის შპს–ის პარტნიორთა მსგავსად შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი სრულად აგებს პასუხს, მთელი ქონებით პირადად და შეუზღუდვად (კომპლემენტარი). რას გულისხმობს სუბიექტის რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის რა სახეები არსებობს? რეორგანიზაციის სამი სახე არსებობს: გარდაქმნა, გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა) და შერწყმა (გაერთიანება და მიერთება). გარდაქმნა გულისხმობს მეწარმე იურიიდიული პირის მიერ სამართლებრივი ფორმის შეცვლას. დაუშვებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა. გაყოფის ორი სახე არსებობს – გამოყოფა და დაყოფა. დაყოფის დროს ხდება მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა რამდენიმე ახალ სუბიექტად, რომლებიც წარმოადგენენ მის სამართალმემკვიდრეს, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად ამ საწარმოს რეგისტრაცია უქმდება. გამოყოფის დროს კი მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს გამოეყოფა ახალი სუბიექტი და რეორგანიზებული სუბიექტიც აგრძელებს არსებობას შერწყმის ორი სახე არსებობს – გაერთიანება და მიერთება. გაერთიანების დროს ორი ან მეტი მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ისე ერთიანდება, რომ მათი რეგისტრაცია უქმდება და გაერთიანების შედეგად იქმნება ახალი სუბიექტი. მიერთების დროს მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უერთდება სუბიექტი ისე, რომ მიერთებული სუბიექტის რეგისტრაცია უქმდება და არსებობას აგრძელებს მხოლოდ ერთი სუბიექტი. რას გულისხმობს რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია? რეორგანიზაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის დამფუძნებლები/პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ განახორციელონ რეორგანიზაცია მათ უნდა დაარეგისტრირონ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება და ამის შსახებ აცნობონ ყველა იმ პირს ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს აქვს შესასრულებელი რაიმე ვალდებულება. რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში. რეორგანიზაციის ყველა შემთხვავაში სავალდებულოა მისი დაწყების რეგისტრაცია? რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულო ყველა შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნება სააქციო საზოგადოებად ან პირიქით, და, თუ სუბიექტს უერთდება მისი 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო. რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციიდან რა ვადაშია შესაძლებელი მისი დასრულება? რეოგანიზაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა. ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი აღნიშნულ სერვისზე და ვის უნდა მიმართოს მან სერვისის მისაღებად? განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პირის წარმომადგენელი. ვის მივმართო მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნით? მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციისთვის მიმართეთ ბათუმის იუსტიციის სახლს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ); 2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 3. რეორგანიზაციის პროცესის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით); 4. უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმაცია, რომელშიც მიეთითება ყველა ცნობილი კრედიტორისა და მათი დაკმაყოფილების ვადების შესახებ; (იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტს დავალიანება არ აქვს ამის შესახებ მითითება სავალდებულოა) 5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე); იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი. რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტის მონაცემებში, რომელიც რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობს. საფასური განისაზღვრება ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის მიხედვით. რა წესით უნდა იქნეს დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია? სარეგისტრაციო დოკუმენტი შესაძლებელია დამოწმებულ იქნეს როგორც სანოტარო წესით, ისე საგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა). ბოქსის ინფორმაცია: კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო-კუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ვადა და საფასური რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე თითოეულ სუბიექტზე: მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი 1 სამუშაო დღეში 100 ლარი იმავე დღეს 200 ლარი ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
--------------------
LIVE as if you were to die tomorrow Learn as if you were to live FOREVER
|