#39987652 · 25 Feb 2014, 21:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dani94
QUOTE | მეუფე გრიგოლი: " პატრიარქი წმინდანია! პატრიარქი არის "ღვთის სიტყვა"! " |
როგორც ჩანს, ეპ. გრიგორი ქრისტეს ,,ღვთის სიტყვად" მაღიარებლებს წმინდანებს უძახის (როგორც ეს ხდებოდა პირველ საუკუნეებში, იქამდე, როცა მათ ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტეანები).
აქამდე ვიცოდით, რომ ,,ღვთის სიტყვა" იესუ ქრისტეა... ქართველი მღვდელმთავარი რომ ქართულში სახელობით და მოთხრობით ბრუნვებს ერთმანეთში ვერ ანსხვავებს, მიწიერი და ზეციური საგნების განსხვავებას შეძლებს? * * * dani94
QUOTE | ...სტალინის მეხოტბე პატრიარქი... |
ეს ,,სტალინის საზოგადოების" თუ საზოგადოება ,,სტალინელის" თავმჯდომარე გრ. ონიანმაც რამდენჯერმე განაცხადა. შარშან, თბილისში გავიცანი ექიმი, რომელმაც გაოცებულმა მითხრა, რომ ილია მეორის ოთახში (კელიაში), სადაც მისი გასინჯვა მოუხდა, ქრისტეს ხატისა და მისი მშობლების ფოტოს გვერდით სტალინის სურათია ჩამოკიდებული. სასულიერო პირებმაც მითხრეს, რომ თვითონვე აქვთ ნანახი პატრიარქის მისაღებში სტალინის სურათი.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|