#34898216 · 25 Jan 2013, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ეხლა არ მითხრა ვერაო |
რატომ არ უნდა გითხრა ვერაო?  QUOTE | აქცენტი 41 ში არ უნდა გადაეტანათ სამხრეთზე(უკრაინაზე) |
წითელი არმიის უკრაინის დაჯგუფება (კიევის განსაკუთრებული სამხედრო ოლქი, ომის დაწყებისთანავე სამხრეთ-დასავლეთის ფრონტად გადაკეთდა) საბჭოთა კავშირის დასავლეთსაზღვრისპირა სამხედრო ოლქებს შორის ყველაზე მძლავრი იყო. მის შემადგენლობაში 58 დივიზია (11 მსროლელი, 6 მექანიზებული და 1 საკავალერიო კორპუსი) ითვლებოდა მაშინ, როდესაც, მაგალითად, დასავლეთის განსაკუთრებული სამხედრო ოლქი (ომის დაწყებისთანავე - დასავლეთის ფრონტი), რომელიც უშუალოდ იფარავდა მოსკოვის სტრატეგიულ მიმართულებას, 44 დივიზიას (11 მსროლელი, 6 მექანიზებული და 1 საკავალერიო კორპუსი) ითვლიდა. კიდევ უფრო სუსტები იყო ბალტიისპირეთის განსაკუთრებული სამხედრო ოლქი (ჩრდილო-დასავლეთის ფრონტი: 6 მსროლელი და 2 მექანიზებული კორპუსი) და ოდესის სამხედრო ოლქი (სამხრეთის ფრონტი: 4 მსროლელი, 2 მექანიზებული და 1 საკავალერიო კორპუსი). აქვე უნდა მივათვალოთ ლენინგრადის სამხედრო ოლქიც (ჩრდილოეთის ფრონტი: 5 მსროლელი და 2 მექანიზებული კორპუსი), რომელიც ფინეთის მიმართულებას "იფარავდა". სსრკ-ს მიერ სამხრეთის ფლანგზე ძლიერი ძალების თავმოყრას საკუთარი ლოგიკა ჰქონდა: საბჭოთა სარდლობის აზრით, გერმანიასთან მომავალ ომში, რომელშიც წითელი არმია უეჭველად შეტევით მოქმედებებს დაიწყებდა, სწორედ პოლესიესა და პრიპიატის ჭაობების (ბელორუსიის) სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიმართული მძლავრი სტრატეგიული დარტყმით უნდა გაეტეხათ წელში მოწინააღმდეგე. ამ ლოგიკით სამხრეთიდან დაძრული უკრაინის დაჯგუფება ვისლაზე, სადღაც ვარშავამდე ერთი ნახტომით უნდა გასულიყო და შემდგომი წინსვლა აღმოსავლეთ პომერანიისა და სილეზიისაკენ გაეგრძელებინა, რითაც საბჭოთა საზღვრებთან თავმოყრილი ვერმახტის დაჯგუფებები დიდი გარემოცვაში მოექცეოდნენ. ბრძოლის ამ ეტაპზე დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტებს აქტიური მოქმედებებით მათ წინ მყოფი მოწინააღმდეგის შებოჭვა ევალებოდათ, რათა ამ მოწინააღმდეგეს შემტევი სამხრეთ დაჯგუფების წინააღმდეგ დამატებითი ძალები არ გადაესროლა. სხვა საქმეა, როგორ მოახერხებდნენ ყოველივე ამის ორგანიზებას ჯარების დიდი მასების მართვაში სრულიად გამოუცდელი კირპონოსი (სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სარდალი) ანდა, ვთქვათ, იგივე პავლოვი (დასავლეთის ფრონტის სარდალი), მაგრამ სტრატეგიული ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, ასეთი იყო. საბჭოთა სამხრეთის დაჯგუფების დიდ შესაძლებლობებზე მეტყველებს 1941 წლის ზაფხულში გამართული გრანდიოზული სატანკო ბრძოლები დუბნოს, ლუცკისა და ბროდის რაიონში, სადაც ასანთივით ჩაიწვნენ მისი მექანიზებული კორპუსები, თუმცა ამ კორპუსებმა რამდენიმე დღით სეაჩერეს პრაქტიკულად მთელი "სამხრეთის" ჯგუფი, ფრონტის ძირითადი ძალების კიევის რაიონში უკანდახევა უზრუნველყვეს და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტმა, ფაქტიურად მხოლოდ 6-ე და 12-ე არმიები დაკარგა მაშინ, როდესაც, მაგალითად, დასავლეთის ფრონტი პრაქტკულად მთლიანად დაიღუპა მინსკის ალყაში. სწორედ ყოველივე ამის შედეგი იყო, რომ გერმანულმა "ცენტრის" დაჯგუფებამ ბევრად უფრო წინ წაიწია, ვიდრე - "სამხრეთმა" (თუმცა ამ საქმეში "ცენტრს" ორი სატანკო ჯგუფიც დიდად გამოადგა მაშინ, როდესაც "სამხრეთსა" და "ჩრდლიოეთს" მხოლოდ თითო სატანკო ჯგუფი ჰყავდათ), რითაც საკუთარი მარჯვენა ფლანგი კიევის რაიონში უკანდახეული საბჭოთა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის დარტყმის საფრთხის ქვეშ მოაქცია. კაცმა არ იცის, როგორ განვითარდებოდა შემდგომი მოვლენები, გუდერიანის ჯგუფი რუნდშტედტისათვის რომ არ გადაეცათ, თუმცა საბჭოთა სარდლობა "ცენტრისათვის" ფლანგში მძლავრი დარტყმის შესაძლებლობას ხელიდან რომ არ გაუშვებდა, ეს, ჩემი აზრით, ცხადზე ცხადია. ამიტომ "ცენტრის" ფლანგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი მოსაზრება იყო და გადაწყვეტილებაც სწორი გახლდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვისაკენ გაჭრილი "ცენტრის" ფლანგი და ზურგი საბჭოთა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მძლავრი დარტყმის რეალური საფრთხის ქვეშ ხვდებოდა. რაც შეეხება თავად მოსკოვს, მისი დაკარგვა სსრკ-სათვის სასიკვდილო საფრთხეს არ წარმოადგენდა და ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ სტალინი ჰიტლერს აუცლებლად ზავს სთხოვდა. QUOTE | ვერ წარმოედგინა რომ სსრკ ასე მალე მოახერხებდა პრაქტიკულად განადგურებული არმიის აღდგენას და ციმბირიდან 20 დივიზიის გადმოსროლას.. |
აი, სწორედ მაგაშია საქმე: შეცდომით გათვლებში და საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობაში. QUOTE | რაც შეეხება ზამტრის ფაქტორს დამიჯერე გერმანელებისთვის ბევრად რთული იყო და აი რატომ ზამთრის ეკიპირება არ ქონდათ (საშინელი დანაკარგი ქონდათ პეხოტაში მოყინვები და დიზინტერია ) |
შენ კი დამიჯერე - მე არ მჭირდება მასეთი რამეების ახსნა და განმარტება: ეგრე იყო სწორედ და ისევ შეცდომით გათვლებსა და საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობაშია საქმე. QUOTE | ტანკები ბენზინზე ყავდათ(იყინებოდა) |
ყინვა დიზელის საწვავისა და ძრავებისათვის გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე - ბენზინის საწვავისა და ძრავებისათვის. თუ არ გჯერა, შეგიძლია სატვირთო ავტომობილის ნებისმიერ მძღოლს ჰკითხო. იყინებოდა გერმანული ბენზინის ძრავების გამაგრილებელი სისტემა და არა - საწვავი.
QUOTE | ზამთრის ომისთვის მზად არ იყვნენ რასაც რუსებზე ვერ იტყვი |
იგივე შეცდომითი გათვლები და საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობა. სსრკ-მ კი ფინეთის ომიდან სწორი დასკვნები გააკეთა. გერმანელებსაც შეეძლოთ ფინელებისაგან ბევრი რამ გადმოეღოთ და ესწვლათ, მაგრამ, გერმანული სარდლობის გეგმებით, ვერმახტი ზამთარში რუსეთში ომს საერთოდ არ აპირებდა. ანუ, ისევ რას ვაწყდებით? შეცდომითი გათვლები და საკუთარი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეუფასებლობა. QUOTE | 42 ში კი სტალინგრადზე არ უნდა ერახუნებინა უნდა შემოეარა(ფორსირება ვოლგის) |
კონკრეტულად რა ადგილას? ვოლგა საერთოდ თუ გინახავს, რამსიგანეა? ვოლგის ფორსირება ცოტათი უფრო რთულია, ვოდრე, ვთქვათ, მტკვრის ფორსირება. QUOTE | რკალში დაეტოვებინა სტალინგრადი და თავისით დანებდებოდნენ |
არ დანებდებოდნენ. 227-ე დირექტივაზე გსმენია რაიმე? QUOTE | დააყენა ტანკები და შეყარა ქალაქში |
ტანკებს გერმანელები სტალინგრადში შეზღუდულად იყენებდნენ და, რომ იცოდე, საკმაოდ გონივრულად და საზრიანადაც. იქმნებოდა საბრძოლო ჯგუფები: მესანგრეები, მეავტომატეები, 1-2 ნაღმსატყორცნი, 1-2 ქვემეხი, 1-2 ტანკი. სწორედ ასეთი მეთოდით მიაღწიეს გერმანელებმა სტალინგრადის აღმოსავლეთ განაპირას და ვოლგაზეც გავიდნენ. სხვა საქმეა, რომ მისი ფორსირება ვერ შეძლეს. QUOTE | წითელი არმიის დივიზია ხშირ შემთხვევაში არ იყო სრული 4000 კაციან შენაერთს დივიზია ერქვა |
საბჭოთა დივიზია შტატით დაახლოებით 14 500 კაცს ითვლიდა (იყო 11-ათასკაციანი დივიზიების შტატიც), თუმცა ომის დასაწყისისათვის არცერთი საბჭოთა დივიზია არ იყო დაკომპლექტებული სრული შტატით. 1941-1942 წლებში საბჭოთა დივიზიის შემდგენლობა 8-12 ათასი კაცის ფარგლებში მერყეობდა. 1943 წლიდან საბჭოთა დივიზიის საშუალო რაოდენობა დაახლოებით 11 ათასი კაცი იყო. 1944 წლის მეორე ნახევრიდან წითელი არმიის დივიზიების დაახლოებით 25% სრული საშტატო შემადგენლობისა იყო, დაახლოებით 50% - საშუალოდ 12 ათასი კაცი, ხოლო დანარჩენი - დაახლოებით 9-11 ათასი კაცი. 4-ათასკაციანი დივიზია, როგორც წესი, გამონაკლისი იყო: ასეთი რაოდენობის დივიზიები ზურგში გაჰყავდათ დასასვენებლად და შესავსებად. QUOTE | რაც შეეხება გერმანულ დივიზიებს 41-42 ში 12000 კაციანი სრული დივიზიები ყავდათ |
1941 წელს გერმანული დივიზიის შტატი თითქმის 17 ათას კაცს შეადგენდა, ანუ გერმანული დივიზია საბჭოთაზე 1,5-1,7-ჯერ მძლავრი იყო. 1942 წელს ეს თანაფარდობა 1,9-მდე და მეტადაც გაიზარდა - გერმანული დივიზია საბჭოთაზე თითქმის ორჯერ ძლერი გახდა. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო 1943 წელსაც. 1944 წლიდან თანაფარდობა საბჭოთა დივიზიის სასარგებლოდ იცვლება - 1-0,91-თან. 1945 წელს გერმანული დივიზია კიდევ უფრო დასუსტდა - 1-0,81-თან. 1942 წლის ზაფხულში, გერმანიის სახმელეთო ძალების შტაბის (OKH) გათვლებით, სსრკ-ს 789 შენაერთი (მსროლელი და საკავალერიო დივიზიები, მსროლელი და სატანკო ბრიგადები) ჰყავდა, რომლებიც ვერმახტის 593 ანალოგიური ტიპის შენაერთის ექვივალენტურნი იყვნენ. აქედან მოქმედ არმიაში სსრკ-ს 418 შენაერთი ჰყავდა, რომლებიც ვერმახტის 222 ანალოგიური ტიპის შენაერთის ექვივალენტურნი იყვნენ. ანუ, საქმე გვაქვს ბევრად უფრო ძლიერ გერმანულ დივიზიასთან (ანალოგიურად - კორპუსისა და არმიის შემთხვევაშიც).
This post has been edited by Wanguard on 25 Jan 2013, 19:29
|