World Travels ქართულ ტურისტულ ბაზარზე 2013 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია თანამშრომლობს ტურისტულ და საკურორტო ორგანიზაციებთან და მომხმარებელს სთავაზობს ტურიზმის ფართო სპექტრს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური ტურ-პაკეტების ფართო არჩევანს.
ჩვენი მომსახურება მრავალფეროვანია:
ავიაბილეთები
მატარებლის ბილეთები
ავტობუსის ბილეთები
სასტუმროს დაჯავშნა (მსოფლიოს მასშტაბით)
ავტომობილის გაქირავება
ტრანსფერი
ექსკურსიები
კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით, რომელთა მიზანია ყოველდღიურად უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურების დანერგვა. ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.
კომპანია ემსახურება საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის წარდგენას ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ.
ჩვენი მთავარი ფასეულობებია სანდოობა და ხარისხი, რაც სავსებით რეალიზებადია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საიმედო პარტნიორებზე დაყრდნობით.
არსებული საბაზრო კონკურენციის ფონზე, კომპანია ბევრ სიახლეს გეგმავს, თუმცა ერთ-ერთი მიზანი მაინც ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებაა.
ჩვენი მისიაა : დაგიგეგმოთ სასურველი მოგზაურობა და ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები მომსახურების გაწევაში.
გვენდეთ ... ჩვენ ვქმნით თავგადასავლებს !
World Travels აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურების ოპერატორის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: ბონუსები და ფიქსირებული პროცენტი გაყიდვებიდან,
სამუშაო განაკვეთი : მოქნილი სამუშაო გრაფიკი
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
მოვალეობები:
• პარტნიორების მოძიება უცხოურ ბაზარზე.
• კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკების წარმოება.
• ტურისტული პაკეტების შეთავაზება გაყიდვა.
• ტურების კოორდინირება/ ჯგუფების დახვედრა, გაცილება.
• ტურისტული პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა;
მოთხოვნები:
• აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
• სავალდებულოა ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია შემომყვანი ტურიზმის განხრით.
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
• კომუნიკაბელურობა,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
• ურთიერთობისა და მოლაპარაკების უნარი.
World Travels აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
ანაზღაურება: ფიქსირებული და პროცენტი გაყიდვებიდან.
სამუშაო განაკვეთი : მოქნილი სამუშაო გრაფიკი
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
მოვალეობები:
•კორპორატიული კლიენტების მოზიდვა;
• კორპორატიული შეთავაზების შედგენა;
• პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
• ახალი ობიექტების მოძიება და პრეზენტაციის ჩატარება;
• მომხმარებელთან კომერციული მოლაპარაკებების, კომპანიის პროდუქტის/სერვისის გაყიდვების წარმოება;
• ხელშეკრულების გაფორმება;
• მოზიდული პროექტების ეფექტური მართვა;
• სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
• სასურველია ტურიზმის სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
• მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში.
• კომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
• ურთიერთობისა და მოლაპარაკების უნარი.
• დაგეგვმისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
• მზარდ ანაზღაურებას.
• დაწინაურების პერსპექტივას.
• პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე : info@worldtravels.ge. გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ თქვენი გამოცდილება არ აკმაყოფილებს კოპანიის მოთხოვნებს თქვენი განაცხადი არ განიხილება!
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:
http://on.fb.me/1o04C5e www.worldtravels.ge
World Travels _ ი გისურვებთ წარმატებებს !