სცენა I
...ფაცეზე გავიცანი, ატლანტის შტატი, გალუბოგლაზენკაია, ჰობი - პეპლები და ჰერბარიუმი!
აეროპორტში დავხვდი და მუთხარი...ო მაი დია, მაი ბიუთი ენჯელ, გლედ ტუ მით იუ-ო!
იმანაც - მეც გლეედო რა, მაი ჰონი-ო!
შევატყე, რაღაც ისე მიყურებდა და ეგრევე პირში ვუთხარი - შენი შუბა დავხიე მე, შენი...უატს ჰეპენ-ო?!
...ხო და აექ დამერხა!
მაგრამ, საქმე იმაშიკი არაა, რომ მე შეიძლებოდა დამრხეოდა, არამედ იმაში თუ ...აი თავი რომ მოგაქვს შექსპირად, როგორ უნდა უთხრა ინგლისურენოვან მანდილოსანს - "შენი შუბა დავხიე შენი" ისე, რომ აზზე მოვიდეს?! ...ისე კი დავსერჩე სახლში და... I told Them - I broke up with pleasure your coat!
მარა რად გინდა, მოკვდა სიცილით...რა დროს ტყავი და პალტოა ამ შუა ზაფხულშიო!
ამ დროს იგივე ესპანელი ეგრევე მიხვდა - ქამ თუ მი, მაი ტორროო...მითხრა, ჰო და მეც რა უნდა მეთქვა, ხმა აღარ ამამეღებოდა!
მოკლედ ის მინდა ვთქვა რომ...არსებობს ლინგვისტური ორმოები, რის გამოც ძნელია აუხსნა უცხოელ თანამოსაუბრეს რა გინდა, სანამ მართლა მის შუბას არ დახევ!
...თან ერთი თხოვნა მაქვს...ძმაკაცთან ერთად ვაპირებთ ჩასვლას ერთ ჩვენს დიდი ხნის წასულ და ატლანტაში მცხოვრებ ახლობელთან და ისეთ ქართულ რეპერტუარს ვამზადებთ, რომ მისმა ოჯახმაც გაგვიცნოს და იხალისოს ჩვენთან ერთად!
...რეპერტუარში შედის სიმღერა - "როზნი ბუკეტი"
იქნებ მადლი მოისხათ და დამეხმაროთ ამ სიმღერის ისე თარგმნაში , რომ ჩვენმა ოკეანისგადაღმა მეგობრებმაც იგივე განიცადონ!
რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემს საყვარელ განყოფილებაში უფრო ქმედით დახმარებას აღმომიჩენდნენ !
წინასწარ მადლობა!
პ.ს.: ...ხო და კიდე - "შენი შუბა დავხიე"-ს ინგლისური ვარიანტიც არ დაგავიწყდეთ!
This post has been edited by Stalker2005 on 16 Feb 2014, 14:08