ვინაიდან ბოლო თემა დაბლოკილია, და ახალიც არავინ შექმნა, გადავწყვიტე მე თვითონ გამეკეთებინა

))))
ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით.
ლაბრადორი – ერთ-ერთი ყველაზე დამჯერი და სანდო ძაღლია. იგი ძალზე ჭკვიანი და კეთილმოსურნეა, ადვილად ექვემდებარება წვრთნას. მთელ მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ინტელიგენტურ და დაჯილდოებულ ძაღლად. ალერსიანია ბავშვებთან, შრომისმოყვარეა, არაახირებული. ლაბრადორები ძალიან ფასობენ გამძღოლი ძაღლების სახით.
ლაბრადორი ფლობს შესანიშნავ ყნოსვას. მან მშვენივრად იცის, თუ რა სურს მისგან პატრონს ნადირობაზე. ეს ძაღლი განთქმულია, როგორც მონადირე წყლიან და ჭაობიან ადგილებში მობინადრე ნადირზე. თუმცა, ამჟამად, იგი ფართოდაა გავრცელებული კომპანიონი ძაღლის სახით. ლაბრადორი ჩინებული დარაჯია, შესანიშნავი ძიძა ბავშვებისათვის, იცის ოჯახის თითოეული წევრის გემოვნება და ყოველ მათგანთან ურთიერთობს თავისებურად. ამ ძაღლთან ერთად სეირნობები მხოლოდ სიამოვნების მომტანია.
ლაბრადორი შედარებით დიდი ტანის იზრდება. მამალი საშუალოდ 30–36 კილოგრამს იწონის, დედალი კი 25-32 კგ-ს. ამ ჯიშის გარეგნული თვისებების უმრავლესობა გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც მუშა ძაღლი. აქვს მოკლე და სწორი ბეწვი, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ იცვლის, ან რეგულარულად მთელი წლის განმავლობაში, ზომიერ სარტყელში. კუდი საკმაოდ დიდი და ძლიერი აქვს. წავისებური კუდი და აპკიანი თათები შესანიშნავ მოცურავედ აქცევს ამ ჯიშს. ამაში ხელს უწყობს ბეწვიც, რომელიც არ ატარებს წყალს. ლაბრადორი, ზოგიერთ სხვა ჯიშთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ არ ხრის უკანა ფეხებს წოლისას.
საუკეთესო ჯიშია, როგორც სახლის, ასევე, მათი კარგი ცხვირის წყალობით, ნარკოტიკის მაძებრად; ლაბრადორები ხშირად მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში და ხშირად გვევლინებიან გიდ-ძაღლებად.
თუ ლაბრადორის ყოლას გადაწყვეტთ, სახლში სულ პატარა ლეკვის მიყვანამდე დარწმუნდით, რომ მთელი დღე თავისუფალი იქნებით, რადგან თქვენ მთელი დღე მასთან უნდა გაატაროთ და დაეხმაროთ, იოლად მიეჩვიოს ახალ გარემოს. ნუ აიყვანთ კიდევ სხვა ლეკვს და ნუ აეჭვიანებთ თქვენს ლაბრადორს; იგი მალე შეეჩვევა ახალ გარემოს და უკვე შეგიძლიათ რამდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ, თავისუფლად დატოვოთ სახლში, თქვენ კი საქმეებზე წახვიდეთ. ლაბრადორები, როგორც ვთქვით, ძალიან ენერგიულები არიან და თქვენი ახალი ლეკვიც აუცილებლად დაიწყებს სახლის "გამოკვლევას"; ამიტომ, დარწმუნდით, რომ სახლში ყველაფერი უსაფრთხოდაა.
ლეკვის შეძენამდე, აუცილებლად გაარკვიეთ, თუ რა სახის საკვებს იღებდა მანამდე. თუ თქვენ გსურთ, რომ მას საკვები შეუცვალოთ, აუცილებელია ერთი საკვებიდან მეორეზე გადაყვანა ეტაპობრივად _ ლეკვს შეიძლება ახალი ტიპის საკვებმა კუჭი გაუღიზიანოს.
როდესაც სახლში ავარჯიშებთ, არასდროს დატოვოთ ის მეთვალყურეობის გარეშე: სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მეტი ცუდი შემთხვევა _ თქვენი ძაღლი ან რამეს დაამტვრევს ან თავს დაიშავებს.
ლეკვებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ "ღამის ქოთანი" _ პირველი დღიდან მიაჩვიეთ, რომ, ღამით სახლში არ მოისაქმოს. ასევე აუცილებლად მოუმზადეთ საძინებელი ადგილი და "კვების ბლოკი".
რომ დარწმუნდეთ, თქვენი ძაღლი ადვილად ეჩვევა თუ არა ადამიანებისა და ძაღლების "სოციუმს", აუცილებელია დაიწყოთ ამაზე ზრუნვა, როგორც კი მას სახლში მიიყვანთ. ამის მიღწევა სულ მარტივია: ისეირნეთ სკვერებში ერთად, გააცანით თქვენი ნათესავები და მათი ძაღლები.... ზოგ პატრონს ჰგონია, რომ თუ ის საკუთარ ძაღლს სხვებს არ მიაკარებს, უკეთესი გაიზრდება და "გაუზრდელი" ძაღლების მანერებს არ გადმოიღებს. სწორედ ასეთ პატრონებს უჩნდებათ შემდგომ, ძაღლის ვეტერინართან ან ნათესავებთან წაყვანის პრობლემა; ეს იმის ბრალია, რომ ძაღლი არაა მიჩვეული გარე სამყაროსთან კონტაქტს.
დაპატიჟეთ სახლში თქვენი ნათესავები, და მათი ცხოველები, ოღონდ გახსოვდეთ, რომ არ მოუყვანოთ ბევრი ცხოველი თუ სტუმარი ერთდროულად _ ამან შეიძლება შეაშინოს თქვენი ლეკვი. კიდევ ერთი: მხოლოდ ძაღლებით ნუ შემოიფარგლებით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ცხოველს გააცნობთ მას _ კატას, ძაღლს, კუს, ციყვს... მთავარია, ისინი ერთმანეთს შეეჩვიონ და იმეგობრონ.
მიმაგრებული სურათი